ვზივარ და ვიგრუზები.. ვიგრუზები კი არადა რაღაცნაირად ვარ მოკლედ. არც კარგად, არც გრუზში. რაღაცნაირად. კაციშვილი არაა მსნ-ში ხმის გამცემი.
ინტერნეტში ნაპოვნი ქართველი მხატვრის და ფოტოგრაფის საიტს ვათვალიერებ…
აქ რა შუაშია და.. ერთი ბიჭი გამახსენდა. ბესო ქვია. ბავშვობაში ჩვენს მეზობლად მისი ნათესავები ბინას ქირაობდნენ. თვითონ კი ქუთაისიდან იყო ჩამოსული მათთან. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ძალიან დიდი თვალებით. და ნახატებს ხატავდა. მართლა ძალიან უცნაურ და ძალიან ლამაზ ნახატებს. 9-10 წლის ბავშვისთვის შეუფერებელსაც კი, შეიძლება ითქვას… თვითონ ამბობდა(მშობლებიც ასე ყვებოდნენ), რომ ღამე სამი მანათობელი წერტილი მოდიოდა მასთან და ბალიშზე ხატვას ასწავლიდნენ. მერე ის, დღისით, რომ გაიღვიძებდა ჯდებოდა და ხატავდა.. ხატავდა..ძალიან ლამაზ და უცნაურ ნახატებს.. ისე, სხვა მხრივ კი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, დიდი თვალებით.
ორი წლის წინ ჟურნალში სტატია ვნახე… ბესოზე
ახლა ამერიკაში ცხოვრობს და იქ ხატავს. თურმე ძალიან მოსწონთ იქაურებს მისი ნახატები. თავს და მშობლებს თავისი მხატვრობით არჩენს.. არჩენს კი არადა ცხოვრობს. ნორმალურად ცხოვრობს ამერიკაში. ისე კი სამ მანათობელ წერტილზე არაფერი ეწერა იმ სტატიაში. ახლა ვფიქრობ, ნეტავ იგონებდა მაშინ ? არ ვიცი. ბავშვობაში კი მჯეროდა ნამდვილად..
ხოდა…
ამასობაში ამ მხატვრის საიტზე, ბესოს საიტზე არა, იმ მხატვრის და ფოტოგრაფის თავში რომ ვახსენე, მისი კედლის ნახატების სურათებში ერთი ნახატი ვნახე, რომელიც ჩემი საბავშვო ბაღის კედელზეა დახატული
ესეც სურათი.. 
ესეც ამ მხატვრის (ავთანდილ გურგენიძე ქვია ისე) საიტი : http://www.avtogurgenidze.ge
მეც წავალ დავიძინებ ახლა
