კიდევ ერთხელ იმაზე, რაც პრინციპში ყველამ უნდა იცოდეს.
შიდსი ანუ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.
ადამიანის ორგანიზმში შიდსის ვირუსი გვხვდება, თითქმის ყველა სითხეში:
-სისხლში(ყველაზე დიდი რაოდენობით)
-სპერმაში და ვაგინალურ სეკრეტში
-რძეში
-ნერწყვში(ყველაზე მცირე რაოდენობით)
გადადის:
-სქესობრივი გზით.
-ნარკომანიით(ინტრავენურად შეყვანის გზით).
-შეუმოწმებელი სისხლის გადასხმით.
-სამედიცინო ხელსაწყოებით.
აქედან ბოლო ორი გზით გადადების შანსი ძალზე მცირეა.
შიდსის სიმპტომებია:
- უმიზეზო, მაღალი სიცხეები.
- ოფლიანობა
- უმიზეზო, მკვეთი წონის კლება.
- შესიებული ლიმფური ჯირკვლები(განსაკუთრებით კეფისქვეშ და იღლიის ქვეშ).
- ფაღარათი.
- ძლიერი საერთო სისუსტე.
შიდსის დროს ზიანდება იმუნური სისტემა. ადამიანი ძირითადად იღუპება დაავადებებით, რომლებიც ვითარდება იმუნური სისტემის ფუნქციონირების დარღვევის ფონზე.
ასეთებია:
- ფილტვის დაავადებები(პნევმონია, ტუბერკულოზი)
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები(ეზოფაგიტი, დიარეა)
- ნერვული სისტემის დაავადებები(ტოქსოპლაზმოზი, მენინგიტები)
- შიდსთან ასოცირებული დაავადებები( კაპოშის სარკომა, ბ უჯრედოვანი ლიმფომა)
როგორ უნდა დავიცვათ თავი:
-თავი შევიკავოთ პარტნიორების ხშირი ცვლისგან.
-გამოვიყენოთ პრეზერვატივი.
-თავი ავარიდოთ ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებას.
დღეისათვის შიდსს ვერ კურნავენ. მკურნალობა მიმართულია ავადმყოფისთვის სიცოცხლის გახანგრზლივებაზე, რაც წარმატებით მიმდინარეობს. მაგრამ სამწუხაროდ ის საკმაოდ ძვირია.
და კიდევ… შიდსით დაავადებული ავადმყოფები არ უნდა იყვნენ გარიყულნი საზოგადოებისგან.
დაიმახსოვრეთ, შიდსი მეგობრობით არ გადადის.

