არ ვიცი, რა სათაური გავუკეთო ამ პოსტს.
ფორუმს ვათვალიერებ დილიდან და ვიგრუზები.. რაზეც არ უნდა დაფიქრდე, ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში “უკუღმაა”.. И то не так, и это не эдак.. მუტირებული მენტალიტეტი, გადარეული მთავრობა, არანაკლებ ტვინშერყეული მოსახლეობა.. ზეიმი, როდესაც 300 კილომეტრში სოფლებს გიცხრილავენ, მუდმივი წუხილი იმაზე, რას იტყვის მეზობელი…ვიგრუზები.ყველაზე მეტად კი, ვიგრუზები მაშინ, როდესაც მაქვს იმის შეგრძნება, რომ სადაც არ უნდა წავიდე, რაც არ უნდა გავაკეთო, სულ რომ მთვარეზე ვიცხოვრო, ეს ქვეყანა, მაინც ჩემი ქვეყანაა და მიყვარს ეს უპატრონო, მუტირებული, ტვინშერყეული, უკუღმა და არანორმალური… მაინც ყოველთვის მომეშლება ნერვები იმაზე, რომ რაღაცას “დაბრეცილად” ვაკეთებთ, დამწყდება გული, როდესაც რაღაც არ გამოგვივა…. როდესაც კიდევ ერთხელ დაგვამცირებენ, დაგვცინებენ, ერთი ნაწილი გადაგვივლის, მეორე კი შეშფოთდება.. ეს ყველაფერი მეც შემეხება ვინც არ უნდა ვიყო და სადაც არ უნდა ვიყო… ვერ ვიკიდებ ახლა და ალბათ ვერც მერე დავიკიდებ.. და არც ვარ დარწმუნებული, რომ მინდა დაკიდება..

პ.ს. ზედმეტად პათოსური გამოსვლა გამომივიდა, მაგრამ I can’t help it.. ასეთ ხასიათზე ვარ ახლა.

შემთხვევითი პოსტი

8 Comments

  1. 1
    LadyCrow says:

    ყოველ დღე მიწევს მაგაზე ფიქრი…
    უF რა, მართლა საქართველოა რა…- აი ყოველდღიური ფრაზა
    არადა რა, სინამდვილეში მეც არ ვიცი რას ვგულისხმობ…ვერც მენტალიტეტს ვეგუები,მაგრამ მაინც მიყვარს..
    ისე სუფრაზე გადმონთხეულ პატრიოტიზმს ჩვენნაირი კრიტიკოსები ჯობია ;)

  2. 3
    Kate says:

    ზუსტად ანალოგიურად ვარ მეც თითქმის ყოველდღე. მინდა, მართლა მინდა, რომ ბევრი რამე იყოს სხვანაირად, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.ხალხს და ქვეყანას ვერ შევცვლით მე, შენ და სხვა ჩვენნაირები. :mo: :mo: :mo: :mo: :mo:

  3. 4
    khatusia says:

    ეეეჰ.., რას ვიზამთ რას… ოდესმე ჩვენც გვეშველება, ხოდა ალბათ ჩემი შვილთაშვილები მაინც მოესწრებიან თუ გადავრჩით და არ გავრუსდით, ან გავჩინელდით… ძალიან მიყვარს საქართველო :(

  4. 5
    nemorez says:

    wadi sxvagan, da iqneb is xvagan iqnedba ufro Segiyvardes, am dedaaRnian planeta bevri sxvadasga gemos da ganwyobis adgilia….

  5. 6
    Travis says:

    300 კმ არა სულ რაღაც 80, და ესენი თბილისის ცენტრში ყურძენს წურავენ..

  6. 7
    khatusia says:

    kai kai gviyvars kritika, mara gamosasworeblad ras vaketebt netav ?

  7. 8
    OTO says:

    გოგრად გადაიქეცი? : D : D : D

    http://www.flickr.com/photos/charleym143/2951171334/

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »