to .ru or not to .ru ?

თითქმის 20 წელია, რაც ჩრდილოელ მეზობლებს კომუნალური ბინიდან გამოვექეცით და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე გვაქვს პრეტენზია, თუმცა  მთელი ეს პერიოდი (და ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში), ხალხში მასობრივად აღინიშნება რუსეთთან მენტალური მიჯაჭვულობა, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ჩვენს ცხოვრებაში. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ მხოლოდ 2008 წელს შეწყვიტეს კინოთეატრებში რუსულად ფილმების ჩვენება, ტელეარხებზე, დღემდე არ თარგმნიან რუსულად მოცემულ ინტერვიუებს, ერთ–ერთ ინტერნეტ საიტზე ასეთ საინტერესო სტატისტიკას წავაწყდი:
topsitege
avoe.ge, gol.ge–ზე  ცალკე კატეგორიად არის გამოყოფილი რუსული ფილმები და მუსიკა, ავოე–ზე რუსული სიმღერების ტოპ10–იც კი ცალკე არის წარმოდგენილი.
ფაქტიურად, დღეისათვის ქართველი ადამიანების უმეტესობისთვის, დედამიწა იყოფა სამ ნაწილად: საქართველო, რუსეთი და დანარჩენი მსოფლიო.  რატომ? არ მინდა, ამ პოსტში რაღაც ანტირუსული გამოსვლა გამომივიდეს(პრინციპში საერთოდ არ მინდა ამ კონკრეტულ პოსტში ჩემი რუსეთისადმი დამოკიდებულება დავაფიქსირო), უბრალოდ, მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ ვერ გამოძვრა იმ, საბჭოური გავლენიდან, იმდენად, რომ რუსეთი თავის ინტერნეტიანად–კულტურიანად, დანარჩენ მსოფლიოს მიაკუთვნოს და არ გამოყოს ის ცალკე, ნეგატიურად თუ პოზიტიურად.
ამის მიზეზები ბევრია. როდესაც ჩემი თაობა “სევდიანი კაცის მიერ გახმოვანებულ ფილმებზე” ( (c) გიორგი ავალიანი ) არის გაზრდილი, მამების თაობას ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ დაფრინავდნენ “გასტინიცა როსია”–ში მაშასთან და სვეტასთან, ხოლო მათი აღზრდილი ბავშვები, მამის მოგონებების ეშხით, ნეტ–კაფეებში , “ტი სტოლბა–ია სტოლბა” ტექსტებით აბავენ , ვირტუალურ, რუს ნაშებს, მაშინ არც  შუფუტინსკის და “ბუტირკას” პირველობა უნდა გვაკვირვებდეს და არც “ოდნოკლასსნიკების” ყოფნა პირველ ადგილზე ტოპ100–ში.
გამოსავალი ალბათ ისევ იმაშია, რომ შევიგნოთ, რუსეთი აღარაა “დედა”(როგორც ეს იყო საბჭოთა პერიოდში), არაა საჭირო მისი გავლით გავდიოდეთ მთელს მსოფლიოზე და არც მისი ცალკე გამოყოფა მსოფლიოსგან, არის საჭირო.   დროა, დამოუკიდებლად აზროვნება ვისწავლოთ (და არა მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით).

შემთხვევითი პოსტი

25 Comments

  1. 1
    iverson says:

    ნუ საქმე იმაშია (რუსულიდან გადმოსული ბარბარიზმი :angel: ), რომ ქართულს ჯობია რუსული და იმასუქენი. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ კინოთეატრებში ქართულად დუბლირებული ფილმები გადიოდეს, იმიტომ რომ რუსული დუბლიაჟი ბევრად ჯობია. და ფორუმზე რო მითხრეს “უნდა გაუძლო, დაიხვეწებიან” – აი ეგ არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი. არა გასაგებია რომ საკუთარი ფეკალიები რომ გირჩევნია სხვის კარგს – ამაყი პატრიოტი იჩითები და მერე რო მოკვდები პანაშვიდზე გაიხსენებენ როგორ თავ აწეული დადიოდი კინოთეატრებში :E კიარადა.. ხო კიდე რაღაცეები უნდა მეთქვა და დამავიწყდა

  2. 2
    მიჩინიო says:

    მოდით უარი ვუთხრათ რუსულს და თუ ქართულიც ვერა გვაქ ისეთი, როგორიც გვინდა, იამაიკურზე გადავიდეთ ან ჰოლანდიურზე. რითი ჯობია ამათ ინგლისური, ა?

  3. 3
    Cannabis says:

    ალბათ იმით რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა?

  4. 4
    Sweet Baby Girl says:

    Alexa-ს ასეულია ეგ :D http://www.alexa.com/site/ds/top_sites?cc=GE&ts_mode=country&lang=none

    გუშინწინ ზუსტად იგივე პოსტის დაწერა მინდოდა და ძალიან დამეზარა.

  5. 5
    Samurai says:

    ბევრ რამეში დაგეთანხმები, მაგრამ აქ ვერა.
    იმის გარდა, რომ ასეთი და ასეთი მეზობელია, იმ მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის უამრავი ჭკვიანი და გენიოსი ადამიანია (არ ვლაპარაკობ იმათ ცხოვრების წესზე, განათლებაზე, კითხვაზე და ა.შ. რითიც აქაურები ვერ დაიტრაბახებენ, რადგან პირადად არ მინახია იქ და გადმოცემით ვიცი). ყოველ შემთხვევაში, გააკეთოს ქართველმა ჭკვიანური და იქნება მისი საიტი პირველი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. როგორც ჩანს ადნაკლასნიკების იდეის ავტორს დაუფასდა იდეა და წარმატებასაც მიაღწია. რას ნიშნავს ის, რომ რადგან რუსის მოფიქრებულია, არ უნდა ისარგებლოს ქართველმა?..
    ამერიკა უარესი მტერი და დამპყრობელია მაშინ, მაგრამ გუგლით მთელი მსოფლიო სარგებლობს. არა მარტო სარგებლობს, ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

    ასე რომ მიდგომა არასწორია, იმჰო.

  6. 6
    iron butterfly says:

    რუსული პროდუქტს ქართველები ისე შეეჩვივნენ, რომ გადაჩვევის პროცესი კარგა ხანს გასტანს. წლები დასჭირდება

  7. 7
    Samurai says:

    აჰ, არასწორად გამიგია აზრი. :) ხომ, რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირია, ვიდრე სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ეს ალბათ უფრო უფროსი თაობებისთვის.

    თანატოლებში ვერ ვხედავ სხვანაირ დამოკიდებულებას, ვიდრე ის, რომ რუსული მეორე საერთაშორისო ენაა (იმის მიუხედავად, რომ უმეტესობა ჩვენგანს არ უყვარდა და არ სწავლობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იძულებულია, რომ იცოდეს) და ინგლისურზე არანაკლებ ხშირად გვაქვს შეხება. თუნდაც საქმიდან გამომდინარე.

    ხალხის მასა კი – დიდი ნაწილი არის ინგლისურზე, ცოტა უფროსი ხალხი რუსულზე :) მარტივია. საერთაშორისო ენებია. სად მოვლენ მათთან ან სომხური, ან თუნდაც ფრანგული. :)
    კიდევ – რუსეთი ახლოს არის. ერთ დროს ჩვენც მისი ’ნაწილი’ ვიყავით და ასე შემორჩა. ვერ გაამტყუნებ ხალხს, ვისთვისაც რუსეთი ერთ დროს თავისიანი იყო და მიჩვეულია მის გამოყოფას სხვა მსოფლიოსგან. მე კი, ისევ და ისევ :) ვერ ვხედავ ჩემს თანატოლებში და გარშემომყოფებში რაიმე განსაკუთრებულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ.. :)

  8. 8
    nebiera says:

    samurai shen carmoidgine evropashi frangulad ufro laparakoben vidre rusulad… metic umetesobas rusuli urtules enad miachnia da arc ki mosdit azrad odesme shexeba qondet am enastan… (magalitad espaneti, italia, germania, skandinaviis qveknebi) … nu exla amerikas xom rusulic da frangulic kidia saertod…ase rom rusuli naklebadaa saertashoriso enaa…imho

  9. 9
    nebiera says:

    p.s. ara mgonia chinet iaponia da indoetic tavs iklavdes rusulis scavlit…

    xoda rac sheexeba tavad temas chemo nato… nu dznelia imis amoshla rac sisxlshia gamjdari… rac cnobiereba gvaqvs chvenc da chvens cina taobasac kvelaferi rusulad gvesmis… xoda dro unda am kvelafris shecvlas… dro…

  10. 10
    Pink Panthere says:

    რუსულენობანი საიტების პოპულარობაზე რომ ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ რა ასაკის კატეგორია იყენებს ასეთ საიტებს. ბევრისათვის რუსული უფრო ახლობელი ენაა ვიდრე ინგლისური ან გინდაც რომელიმე სხვა ენა. თუმცა უკვე ხდება თაობათა ცვლა, და რუსული ენა აღარაა წამყვანი. დარწმუნებული ვარ უახლოეს ნახევარ საუკუნეში ყველაფერი შეიცვლება :) (თუ მანამდე რუსებმა არ გადაგვიარეს, რისი შანშიც საკმაოდ მარალია)

  11. 11
    CheshireCat says:

    samurai, საქმე იმაშია, რომ რუსული საერთაშორისო ენა არაა. ის იყო, თავის დროზე, როდესაც ყველანი “ერთი დიდი ბედნიერი ოჯახი” ვიყავით, მაგრამ აღარ ვართ. დღეისათვის საერთაშორისო ენებად ინგლისური და ფრანგული ითვლება(ამ უკანასკნელზე შეიძლება ვცდებოდა, მაგრამ ასე მახსოვს). ჩვენს თაობაში რუსული პროდუქტის აქტუალობაზე ზემოთ მოყვანილი სურათები და სტატისტიკა მეტყველებს. იმ დროს, როდესაც არსებობს იგივე facebook–ი, რომელიც ასევე საერთაშორისოა, ოდნოკლასსნიკები საქართველოში უფრო პოპულარულია.

    ნებიერა, პეპელა, პანტერა. დროის ფაქტორი ჩემთვის კარგადაა გასაგები, მე თვითონ ბილინგვა ვარ(ანუ რუსულად და ქართულად ერთნაირად შემიძლია ლაპარაკი/აზროვნება/წერა) და მე თვითონ დიდი ხნის განმავლობაში მიჭირდა იმის გააზრება, რომ რუსული ისეთივე უცხო ენაა, როგორც მოლდოვური(სიტყვაზე) და ამიტომ, არაა საჭირო, მისი ასე განსაკუთრებულად გამოყოფა, ისევე როგორც რუსული პროდუქტის მთლიანად. პრინციპში ჩემი პოსტიც ზუსტად ამაზეა.

  12. 12
    ateen says:

    natosh,facebooks da msgavsobebs bevri ver xmarobs sul ubralod imitom rom ar ician inglisuri tu pranguli, tore yvelaprit jobia facebooki odnoklassnikebs:).

    chemi megobari daregistrirda da veraperi gaigo, amitom isev im odnoklassnikebzea mijachvuli.. analogiurad mec, rusuli saertod ar mesmis da shesabamisad ar vxmarob rusul soc kselebs tu mailebs.

    Samurai- rom idzaxi kartvelebmac gaaketon maseti kseli sxva eris carmomadgenlebmac rom isargeblono:D, gaixsene rom mxolod sakartveloshi vlaparakobt kartulad..

  13. 13
    Sophie Golden says:

    ეს იგივეა, ადამიანს კატა მოუკვდეს და მეზობლის ეზოში გადააგდოს… თითქოს სუნი აღარ შეაწუხებს. უცნაური შედარებაა, მაგრამ ეს გამახსენდა ზუსტად. მაშინ აიღეთ და სხვაგან გადადგით საქართველო რომ ეს მეზობელი აღარ გვყავდეს, ან, როგორც იმ ფილმშია, ამოვშალოთ ჩვენი მეხსიერებიდან თუ მენტალიტეტიდან საუკუნეზე მეტი ურთიერთობა, კარგი თუ ცუდი, ეს სხვა საქმეა. ისევე, როგორც არ არის გასაკვირი, ისევ მაშას და სვეტას მისტიროდნენ, როცა ლინდა და სინდი ძაან ოკეანის იქით არიან და ქართველებს არც უნახავთ.
    ყველაფერს დრო უნდა, ცოტა ხანში საქართველოში აღარავის ეცოდინება რუსული, 20 წელს ქვემოთ ახალგაზრდებმა უკვე აღარც იციან, ფილმებსაც ქართულად გაგვიხმოვანებენ და ინტერვიუებსაც. Все проидет, I mean take it easy ;)

  14. 14
    Samurai says:

    @nebiera
    @CheshireCat

    დაუფიქრებლად მომივიდა, რომ ასე პირდაპირ გამოვაცხადე რუსული საერთაშორისო ენად. გეთანხმებით, დროს ჩამოვრჩი. ახლა გადავამოწმე ენის გავრცელების მიხედვით შედგენილი სია და საერთოდ ჩინური უსწრებს ყველას. ფრანგული კი რუსულისგან განსხვავებით ათეულშიც არ არის, თუ ასე შეგვიძლია განვსაზღვროთ ენის პოპულარობა.

    საერთოდ დამაფიქრეთ ახლა რას ნიშნავს ’საერთაშორისო ენა’. რის მიხედვით უნდა მიანიჭო ენას ასეთი სტატუსი (ნუ ინგლისურის გარდა). რადგანაც დიდი მოგზაური არ ვარ, ენის სწავლა ჩემთვის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რაღაც ნაწარმოებს ორიგინალში წავიკითხავ. ან სწავლის პროცესით გავერთობი.

    აქედან გამომდინარე ინგლისური მშვენივრად ართმევს თავს ამ სტატუსს და სხვისი ცოდნა პრინციპში ამ მიზნით აღარაა საჭირო. რუსული მჭირდება, როდესაც მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები არიან შეხვედრაზე. ასე, რომ მიკერძოება გამომივიდა. გერმანიაში რომ მეცხოვრა, ალბათ იმ ენას დავამატებდი, რომელიც იმ სამეზობლოში იქნებოდა გავრცელებული.
    სუბიექტურ აზრამდე დავედი და ჯობია ამაზე კამათს არ გავაგრძელებ.

    @ateen
    რა თქმა უნდა, თუ ფიქრობ რომ შენი პროდუქტის მომხმარებელი ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი შეიძლება იყოს, უნდა დათმო და მრავალენიანი გააკეთო. გააჩნია რა გინდა. მარტო ქართულიც შეიძლება, თუ მსოფლიოს დაპყრობაზე არ გაქვს პრეტენზია :)

  15. 15
    ფაქტის კონტატატორი says:

    ისე მე არ ვთვლი რომ ცუდია რუსული ენის ცოდნა :) მომწონს ენა, საინტერესოა, ლამაზად ჟრერს და ა.შ.
    უამრავი საინტერესო წიგნია რუსულად, და საერთოდ ცუდია რომ პოლიტიკურ უერთიერთობებს და პრობლემებს ენა ემსხვერპლბა ხოლმე.

  16. 16
    CheshireCat says:

    სოფი, საერთოდ,ამ პოსტზე დატოვებული კომენტარებიდან დავასკვენი, რომ გადმოცემის ნიჭი მთლად სრულყოფილი ვერ მაქვს ) ამ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ არ გამოვდივარ, არამედ ის აზროვნების მოდელი არ მომწონს, რომელიც ამგვარ შედეგებს იწვევს. რა თქმა უნდა ეს ისტორიული ფაქტებითაა განპირობებული და ეს გასაგებია. უბრალოდ ვთვლი დროა, რომ ნელა–ნელა გავთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან და რუსეთს შევხედოთ როგორც მეზობელს, რაიმე განსაკუთრებულობის გარეშე. btw, ეს მხოლოდ რუსული ენის გამოყენება–არ გამოყენებაში არ უნდა იყოს გამოხატული, უბრალოდ, ენა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, რომლის მოყვანაც მომაფიქრდა.
    თეიქ ით იზისთან დაკავშირებით, გეთანხმები на все 100 ;)
    პ.ს. http://rastatales.blogspot.com/2009/02/blog-post_14.html – ამ ზღაპარშია იდეა, ქვეყნების გადასმის შესახებ :) Не скажу что поучительно, но зато весело =)

    ტომუშკა, პრობლემა, რომელზეც მე ვსაუბრობ არა იმდენად პოლიტიკურია, რამდენადაც მენტალურია ;)

  17. 17
    No Dar says:

    ინგლისურად რო გაუშვან ფილმები არ ჯობია? ხო და თუ შესაძლებელია ქართული სუბტიტრებით. მე სკოლაში არც ინგლისურს ვსწავლობდი და არც რუსულს, მაგრამ რუსულად რო ვუყურებდი ფილმებს ეგრე ვისწავლე ენა, ხოდა გაუშვან ინგლისურად და ისწავლის ხალხი, თან მერე ინგლისური რო ვისწავლე ბევრი ფილმი რაც არ მომწონდა ინგლისურად რო ვნახე სულ სხვა იყო ემოციები და კიდე ბევრი სხვა ფილმის კარგი თვისებები გამოჩნდა და ეხლა რუსულად ვეღარც ვუყურებ საშინელება მეჩვენება.. ხოდა ამ ადნაკლასნიკებში რო არ გაწევრიანდეთ და facebook –ზე რო შეხვიდეთ არ ჯობია? ბევრად ჯობია მაგ გამაღიზიანებელი დიზაინის საიტს და თან აბხაზეთი და ოსეთიც ცალკე არ წერია.

    მოკლედ(თუ ქონქლუდ:) ინგლისური ფილმები კინოში და facebook.com !!!

  18. 18
    Sophie Golden says:

    აი, სუბტიტრებს ვეთანხმები 100%. საზღვარგარეთ უმეტეს ქვეყნებში ასე უშვებენ ფილმებს, არც ორიგინალი იკარგება და არც რუსეთზე გაგვიჩნდება აგრესია :lol: :D
    cheshire cat, მშვენიერი გადმოცემის უნარი გაქვს, მინდა გითხრა, და პოსტიც ეფექტური იყო, ბლოგის ორიგინალობაც ესაა, ისე გადმოსცე, როგორც შენ თვლი საჭიროდ.

  19. 19
    bigcrow says:

    რუსეთი უნდა იყოს გამოყოფილი ცალკე, დანარჩენი მსოფლიოსგან, ოღჴნდ ნეგატიურ ასპექტში…

  20. 20
    Social Drinker says:

    ეს ასე იმიტომ არის რომ საქართველოში რუსულად უფრო მეტი ლაპარაკობს/კითხულობს/ესმის ვიდრე ინგლისურად

    ქართული ვებ რერსურსები კი წოვს

  21. 21
    CheshireCat says:

    jenny, აქ სხვა რამეშია საქმე. კი, ქართული ცუდია. მაგრამ, თუ ქართული ცუდია, გაუშვან იმ ენაზე, რომელზეც გადაღებულია +სუბტიტრები.. რატომ რუსულად? და არა ვთქვათ სომხურად? ან აზერბაიჯნულად? ან ფრანგულად? მე, დიდი პატრიოტიზმით არ გამოვირჩევი, მაგრამ თუ დააკვირდები ეს რუსეთი და რუსული, რაღაც განყენებულად განსაკუთრებულად გვაქვს გამოყოფილი. არადა, აღარ უნდა იყოს მასე. ვსე, მორჩა, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და რუსეთიც ისეთივე “უცხოეთია” , როგორც საფრანგეთი ან ჩინეთი. ამაზე მაქვს ლაპარაკი.

  22. 22
    Sweet Baby Girl says:

    არადა მე და კოტე ვიყავით ქართულად დუბლირებულ ფილმზე და ძალიან კარგი იყო…
    არანაირი უხერხულობა და ზედმეტი შეგრძნებები არ გამოუწვევია..

  23. 23
    CheshireCat says:

    არადა რუსების მტრობაზე საააერთოდ არ მქონდა აქ ლაპარაკი, სპეციალურად ავუქციე გვერდი აგვისტოს მოვლენებს და ყველაფერს ნეგატიურს, არც იმას უარვყოფ, რომ რუსებს შორის ბევრი ჭკვიანი ადამიანია. საქმე სხვა რამეშია.
    კარგად დაფიქრდი. როდესაც რაღაცას განვიხილავთ საკუთარის ალტერნატივად, მაგალითად მუსიკას, ვფიქრობთ ასე : ჩვენი მუსიკა, რუსული მუსიკა, და უცხოური მუსიკა.. ხვდები რას ვამბობ? ჩვენ დღემდე არ განვიხილავთ რუსეთს, როგორც დანარჩენ სამყაროს. აი, ეგ მაწუხებს.. რატომ?
    იგივე ენაზე.. ჩვენთან სკოლაში ისწავლება “რუსული და უცხო ენა”.. ჩვენთან რუსული, ჯერ კიდევ “არაუცხო” ენად ითვლება.

    “რას ნიშნავს ის, რომ რადგან რუსის მოფიქრებულია, არ უნდა ისარგებლოს ქართველმა?..”
    ნუ, ჯერ ერთი, სოც.ქსელის იდეა, რუსების მოფიქრებული არაა ), მეორე, კარგი, არ გვაქვს საკუთარი სოც.ქსელები, ვიყენებთ უცხოურს. რატომ არის ხალხის მასის უდიდესი ნაწილი გადასული რუსულზე? და არა ვთქვათ ფრანგულზე? სომხურზე?

    არ ვიცი, რამდენად გასაგებად გადმოვცემ იმას, რაც არ მაწყობს..

  24. 24
    ფაქტის კონსტატატორი says:

    მენტალური პრობლემებიდან იბადება ყველანაირი პრობლემა მათ შორის პოლიტიკურიც – я так думаю !

  25. 25
    ფაქტის კონსტატატორი says:

    მიწერა დამავიწყდა.
    ჩვენი ისტორია ისეთია რომ საუკუნეების განმავლობაში სულ ცდილობდნენ ჩვენს დაბყრობას, და რუსეთი ბოლო დამპყრობელი იყო ასე ვთქვათ. ამ მუდმივმა დაძაბულობამ კი ჩამოაყალიბა ჩვენში აროვნება რომ ვიღაც შეთქმულებას გვიმზადებს, რომ ვიღაცას ჩვენი დაპყრობა და განადგურება უნდა. რეალურად რა ხდება არავინ იცის, ფაქტი ისა რომ სულ გარეშე მტრების ძიებაში ვართ, მაგრამ ყველაზე დიდი მტერი რომ ჩვენს ტვინშია ჩასაფრებული მაგი სადღაც გამოგვრჩა.

    პ.ს. მე თითოეულ ინდივიდზე არ ვსაუბრობ,ა რამედ ზოგადად ერზე.

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »