Archives for March, 2009
)) აი ეს მეორე ზმნა ასე იქნება სწორი? "გამოზოგვა".. ამმ.. როგორი შტერი ვარ ქართულ ენაში )) არადა, მშობლიურია ))
ხოდა რაზე ვამბობ. ადრე თუ გვიან, ყველაფერს, რაც მომწონს ამოვწურავ ხოლმე და ისე აღარ მომწონს როგორც მანამდე. ანუ, ყველაზე მარტივად და თვალსაჩინოდ ეს მუსიკის მაგალითზე ჩანს. არ მაქვს სიმღერები, რომლებსაც მუდმივად ვუსმენ და რომლებიც სულ მომწონს.. მომეწონება რაღაც, ამოვიჩემებ, ვუსმენ, ვუსმენ, ვუსმენ.. ...more»
აქ, რამდენიმე ხნის წინ იყო პოსტი ) შეიძლება ვიღაცამ ნახა კიდეც.
სამშაბათს რაღაც იდეა მომივიდა, დავწერე პოსტი და მივეცი გამოქვეყნება ორი დღის მერე. მაგრამ დღეს რაღაც რომ შევხედე, აღარ მომეწონა. რატომ არ ვიცი )) ამიტომ დავდრაფტე და კომპენსაციის სახით ვდებ Jenny –ისთან ნანახი, ერთგვარი ტესტის ჩემს ვარიანტს ^^
1) First Cross the questions.
2) When you have finished answering, count your crosses.
3) Write ...more»
ბოლოს და ბოლოს პირადი ბლოგია ეს, ხომ? მეც Private ბლოგერი ვარ, ხომ?
ხოდა დავწერ მეც რამეს ჩემს სუპერ ღრმა შინაგან განცდებზე.
წვიმს თბილისში. გუშინ ერთი ძალიან მაგარი სიმღერა აღმოვაჩინე.ნუ, აღმოვაჩინე რა. ადრე მქონდა მოსმენილი ორიგინალური ვერსია, ეს ქავერია. ერთ ბლოგზე იდო (აქა ) . ხოდა გადავწყვიტე აქაც დავდო.
ამინდსაც უხდება, განწყობასაც და მომავალ დიად პოსტებზე და ზოგადად გეგმებზე ფიქრებსაც.
გკოცნით, გეხვევით.
მუდამ თქვენი )
p.s. ვიდეოს ...more»
ტერმინები, რომელთა ცოდნაც დაგჭირდებათ პოსტის წაკითხვისას:
რეიდი – მოვლენა, როდესაც მასსურ ონლაინ თამაშებში, ბევრი მოთამაშე ერთად იკრიბება და მიდის საბრძოლოდ ისეთი კომპიუტერული მონსტრების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ბეეეევრად ძლიერები არიან, თითოეულ, ცალკეულ მოთამაშეზე და ამიტომ ძალების გაერთიანებას საჭიროებენ.
ჰილერი – მოთამაშე, რომელიც ასეთი შემთხვევის დროს, კურნავს სხვა დანარჩენ მოთამაშეებს.
ტანკი – ტიპი, რომელიც ყველაზე წინ მიდის, ბრძოლისას და დარტყმას საკუთარ თავზე იღებს.
(ეს ორივე როლი ...more»
იქიდან გამომდინარე, რომ ფორუმზე "ქალსა და მამაკაცში" მიწევს მოღვაწეობა, ხშირად სწორედ ამ საკითხის გარშემო მიჩნდება აზრები/აღშფოთებები და ა.შ. რაღაცეები, წერის სურვილიც შესაბამისად. რამდენიმე თემა მომწიფების სტადიაშია, მაგრამ ჯერ–ჯერობით არ მინდა წერა, ცოტა უკეთესი პირობები მინდა მაგისთვის.
მანამდე კი...
გუშინ გადავწყვიტე, რომ ბლოგზე ტოპ.გე–ს მთვლელი დამეყენებინა (პრინციპში, ძაააააააააალიან დიდი ხანია ეს უნდა გამეკეთებინა). ხოდა დარეგისტრირების მერე "პირადი გვერდების"(ამ კატეგორიაში ჩავსვი ჩემი ბლოგიც) გადათვალიერებისას ...more»
ბავშვობა – სიტყვა, რომელიც ძირითადად რაღაც ნათელთან, ფერადთან და ტკბილთან ასოცირდება. ცხოვრება ვარდისფერი სათვალეებით, უამრავი თავისუფალი დრო და.ა.შ.
გუშინ, ძველ , ბავშვობის მეგობრებს შევხვდი. შეხვედრისას, თავისთავად ჩამოვარდა ლაპარაკი "გახსოოოვს? მახსოვს, მახსოვს"–თემაზე. და გამახსენდა.. პრინციპში ის, რაზეც ახლა მინდა დავწერო.
პატარა ბავშვს, არ აქვს შიშის გრძნობა, მისთვის სიკვდილის ცნება არ არსებობს, ან თუ არსებობს ძალიან ბუდნოვნად (სამწუხარო გამონაკლისებზე არ მაქვს ლაპარაკი). ვამბობ იმაზე ...more»
როგორც წინა პოსტში დავწერე, ქართულ პრესასთან უშუალო კონტაქტში მომიწია ყოფნა რამდენიმე ხნის განმავლობაში. ხოდა პატარა ამონარიდები მინდა დავდო აქ, გასართობად )
ჟურნალი "გზა" #10. რუბრიკა "თინეიჯერული პონტები".
ხალხი აძლევს რჩევებს(ეს სიტყვა ხაზგასმით) ქალს, რომელმაც რედაქციას მისწერა თავისი პრობლემის შესახებ:
1. "მაპატიეთ, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ეს უფლის სასჯელია? დაფიქრდით, სადამდე დაეცით? რამ გადაგრიათ? როგორ შეგიძლიათ, მგსავსი ცოდვების შემდეგ უფალს შეწევნა სთხოვოთ? ნუთუ ...more»
ამ პოსტზე ძალიან ბევრი ვიფიქრე :) დანიშნულების ადგილზე როგორც ჩავედი, მაშინვე ფიქრი პრო–ბლოგურ რეჟიმში დავიწყე ტიპა " აი ამაზე ასე დავწერდი". საერთოდ, არ ვაპირებდი ჯერ მეთქვა სად ვიყავი (რატომ ასე, არ ვიცი.. უბრალოდ), მაგრამ სხვანაირად არ გამოვა :) ეს დღეები ბაკურიანში გიორგისთან და ბიძაშვილებთან ერთად გავატარე.
ხოდა, სანამ დავწერდე შთაბეჭდილებებს ამ სამ დღეზე, წინასწარ ვამბობ, რომ დასვენება, თავიდანვე დაგეგმილი იყო, როგორც ...more»
ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთვნები ვისაც მგზავრობა უყვარს. არა მხოლოდ ლოკაციის და სიტუაციის გამოცვლა მხიბლავს, არამედ თვითონ მგზავრობის პროცესი. მიყვარს აეროპორტები... მმმმ... ძალიან მაგარი შეგრძნებები მოაქვს, თუნდაც როდესაც ვიღაცას სხვას აცილებ.
ხვალ ქალაქიდან გავდივარ. 3 დღით და არც ისე შორს. მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე მაყენებს ამაზე ფიქრი. ჩანთა ჩავალაგე, ვიბანავე და ახლა თავზე პირსახოცშემოხვეული ვბეჭდავ და ვფიქრობ იმაზე, რამე ხომ არ მრჩება.. ...more»
მმმ.. არ ვაპირებდი დღეს დაწერას, არც ისე, არც დღესასწაულთან დაკავშირებით. საერთოდაც გადატვირთული დღე მქონდა და დასაძინებლად მივდიოდი, მაგრამ ძილის წინ, სოფის ბლოგზე ვნახე პოსტი დედის და დედისა და ბავშვის ურთიერთობების შესახებ. ხოდა ერთი, ძველი საბჭოთა მულტფილმი გამახსენდა, რომელზეც ბავშვობაში სულ ვტიროდი. და პრინციპში ახლაც ძალიან ვჩუყდები ) ჯერ ვიფიქრე, კომენტარებში მივწერ–თქო.. მერე გადავწყვიტე, ბარემ აქ დამეპოსტა.. ეგაა და ეგ. მულტფილმი ...more»

