ამოწურვაზე და გამოზოგვაზე…

)) აი ეს მეორე ზმნა ასე იქნება სწორი? “გამოზოგვა”.. ამმ.. როგორი შტერი ვარ ქართულ ენაში )) არადა, მშობლიურია ))
ხოდა რაზე ვამბობ. ადრე თუ გვიან, ყველაფერს, რაც მომწონს ამოვწურავ ხოლმე და ისე აღარ  მომწონს როგორც მანამდე. ანუ, ყველაზე მარტივად და თვალსაჩინოდ ეს მუსიკის მაგალითზე ჩანს. არ მაქვს სიმღერები, რომლებსაც მუდმივად ვუსმენ და რომლებიც სულ მომწონს.. მომეწონება რაღაც, ამოვიჩემებ, ვუსმენ, ვუსმენ, ვუსმენ.. და მერე ბაც და ნუ აღარ მინდა. აი, ახლა ჩავრთე ის სიმღერა, ორი პოსტით ადრე რომ დავდე. ხოდა, კარგია, მაგრამ არ “მოაქვს” )) შევინახავ ახლა სადმე და მერე აღმოვაჩენ თავიდან.  ჩემი პლეილისტი უამრავი ასეთი სიმღერისგან შედგება. ასე ვარ ყველაფერში: მუსიკა, იდეები, დაუწერელი წერილები. თავიდან რომ აღმოვაჩენ, აღფრთოვანებაში მოვყავარ და იქამდე ვიმეორებ, სანამ არ გაუფერულდება.. ადამიანებზეც მემართება მსგავსი რაღაცეები(ალბათ ყველას ემართება). ხოდა ხანდახან ვფიქრობ, რომ იქნებ გამოვიზოგო ის რაც მომწონს. თუნდაც სიმღერები. მაგრამ არ გამომდის )) შოკოლადსაც ყოველთვის დიდი ნაჭრებით ვჭამ.. აი ასე..

პ.ს. “შვილო, გიგილო, ყველა წიგნს ერთ დღეში ნუ დახევ, გამოიზოგე” (c) ნოდარ დუმბაძე.

პ.პ.ს. მედიაპლეერში ავტომატურად ჩართული მაქვს, მთელს კომპიუტერში არსებული მუსიკის დაკვრა. ხოდა ხანდახან, ისეთი სიმღერები იწყება, რომ ვერც ვხვდები საიდან მოხვდა ჩემთან ))) ესეც ერთ–ერთი. პოსტის წერისას ამოაგდო და გაგიზიარებთ:

მსგავსი პოსტები

2 Comments

  1. 1
    nebiera says:

    gamozogvac sheidzleba itqvas da dazogvac…ra yvelafershi shens natluls unda gavde ha? :D

  2. 2
    mtvareuli says:

    gamozogva Cemi tkivilia :ehh:

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »