top-image

Archives for April, 2009

ნორმალური
ძალიან უცნაური განსაზღვრებაა, მე თუ მკითხავთ. ნორმალური.. wth? რას ვეძახით ნორმალურს?.. მედიცინაში, მაგალითად, გვასწავლეს, რომ ბოლომდე თვითონ არ იციან, რა არის ნორმა და რა არა. ისედაც. ვინ დაადგინა ნორმის საზღვრები, რომლის მერეც "არანორმალური" იწყება.. მაგალითად, ჩემი უფროსი ძმა თვლის, რომ ის ყოველთვის მართალია და ყველაფერი, რასაც ის ამბობს და როგორც იქცევა "სწორია" და "ნორმალური". ამის გამო, ხშირად არ იშურებს მითითებებს ...more»
ჩერნობილის კატასტროფა
23 წლის წინ, ამ დღეს ჩერნობილში ბირთვული კატასტროფა მოხდა. ორი წლის შემდეგ, მოვინდომე და ზუსტად ამ დღეს დავიბადე.  თარიღის ამორჩევაში, ალბათ 8 აგვისტოს და 11 სექტემბერს დაბადებულები თუ შემეჯიბრებიან (თუმცა არა, ბევრი სხვა ასეთი თარიღიც არსებობს მაგრამ, ნუ პირველებია, ჩემთვის ნაცნობი ფაქტებიდან, რაც მაგონდება). ხოდა რა ვთქვა,  ამაზე ფიქრისას განსაკუთრებით ფილოსოფიური აზრები მომდის, ცხოვრების ბიპოლარობაზე (და პრინციპში არა მხოლოდ ბი ).. ...more»
all the small things
- გუშინ გაცდენების ნაწილი აღვადგინე, ქულები ცოტა ამოვიქაჩე. გულზე მომეშვა(ნუ ეთ ლისთ, თვითგვემის ერთი პაწია მიზეზი მომეხსნა). კიდევ ერთხელ გავოცდი სამედიცინო უნივერსიტეტის თავისებურებებით(არადა, დროა მივეჩვიო, ამდენი წელია იქ ვარ). –დღეს ჩათვლა ჩავაბარე. ნუ, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია რომ ჩავაბარე. ) იმედი მაქვს, რომ ტყუილად არ მგონია. დღეს თავისუფალი საღამო მაქვს და ბედნიერი ვარ. – pw- ს  რუსული კლიენტი წავშალე. ინგლისურზე გადავდივარ. ...more»
In the perfect world..
პერიოდულად, როდესაც ვოვის თამაში მბეზრდება, დროებით, გასახალისებლად, რაღაც –რაღაც თამაშებს ვაყენებ ხოლმე. ასე დავაყენე თავის დროზე ლ2 და სილქროუდი. გუშინ ღამე, რაღაც საიტზე შესულს კი Perfect world–ის ბანერი შემხვდა.. ხოდა, ავიღე და გადმოვქაჩე. ახლა,მოკლედ იმაზე რა ხდება თამაშში. დიდად, ისტორიული ხაზით არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ერთი შეხედევით სიტუაცია ასეთია. იყო და არა იყო რა, იყო ერთი იდეალური სამყარო(რაც დასახელებიდან ჩანს), რომელშიც ცხოვრობდა სამი ...more»
ბიზი
  ბიზი = ინგ.busy მოკლედ, საქმის თავის დროზე გაკეთება ვერ ვისწავლე :თვითგვემის სმაილი: , რა თქმა უნდა ყველაფერი ბოლოსთვის დავიტოვე. ხოდა რაღაც თითქმის არაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაინც მუდმივად დაკავებულის შეგრძნება მაქვს ანუ "არ ვაკეთებ, მაგრამ სინდისი ხომ მაწუხებს?". ხოდა დღეს როგორმე უნდა მოვიშორო ეს საქმე, თორემ ფსიქიურად შევირყევი მალე. გუშინ ღამე გავაკეთე უდიდესი ნაწილი.. :/ დილის 10 საათზე. "ცეცხლოვანი ღამის შემდეგ". ხოდა.. თან იდეები სხვა ...more»
პოსტი დედობაზე
წინასწარ ვამბობ, რომ დედაჩემი ძალიან მიყვარს. არა მხოლოდ როგორც დედა, როდესაც ვუყურებ, როგორც პიროვნებას, ჩემში ნამდვილად პატივისცემის გრძნობას აჩენს. ასე რომ პრაქტიკულად არანაირი ჩხუბი და კამათი ჩვენს შორის არ ყოფილა. ცხოვრების რაღაც  მომენტში ქალების რაღაც ნაწილს აქვს დედათა კატეგორიაში გადასვლის ბედნიერება. ვწერ და ვიაზრებ, რომ ადრე თუ გვიან, ალბათ მეც გადავბარგდები მაგ კატეგორიაში, და უფრო მეტიც,  თუ ვერ გადავალ მერე მუდამ ...more»
Zack Kim
საერთოდ, არ მიყვარს ბლოგები, რომლებშიც დებენ გადმოსაწერ ფაილებს, მუსიკოსების ბიოგრაფიებს და ა.შ. ნუ არ მიყვარს რა, მე არ ვკითხულობ. მაგრამ დღეს ეს უნდა გავაკეთო. შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ადამიანი იუთუბზე.  კორეელია, ცხოვრობს სეულში. უკრავს ორ გიტარაზე.. გენიალურად უკრავს ) ესეც მისი საკუთარი კომპოზიცია (მპ3 ვერსიაში ბევრად უკეთესია ): აქ კი შეგიძლიათ იხილოთ ლინკები მის ყველა ვიდეოზე და მისი შესრულების მპ3 ვერსიებზე  http://zackkim.blogspot.com/    პ.ს. მიყვარს ნიჭიერი ...more»
სანამ წერა მეზარება
:) ხო, ვიცი, რომ ასეთი პოსტების წაკითხვა ნაკლებად სასიამოვნოა ხოლმე. მაგრამ უფრო ნაკლებად სასიამოვნოა,  რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი და იგივე პოსტის ყურება. ამიტომ, მინდა ორი სიტყვით ჩემი ანტიდეპრესანტები გაგიზიაროთ: 1. I Can Has Cheezburger?   საიტი, სადაც თავსდება კატების (და არამარტო კატების) სასაცილო სურათები, უფრო მაგარი კომენტარებით. გვხვდება ასევე ვიდეოებიც. ამ საიტის ისტორია ქართულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. ჩემი ბოლო პერიოდის ფავორიტები ამ საიტიდან:     2. ...more»
bottom-img