ჩერნობილის კატასტროფა

23 წლის წინ, ამ დღეს ჩერნობილში ბირთვული კატასტროფა მოხდა. ორი წლის შემდეგ, მოვინდომე და ზუსტად ამ დღეს დავიბადე.  თარიღის ამორჩევაში, ალბათ 8 აგვისტოს და 11 სექტემბერს დაბადებულები თუ შემეჯიბრებიან (თუმცა არა, ბევრი სხვა ასეთი თარიღიც არსებობს მაგრამ, ნუ პირველებია, ჩემთვის ნაცნობი ფაქტებიდან, რაც მაგონდება).

ხოდა რა ვთქვა,  ამაზე ფიქრისას განსაკუთრებით ფილოსოფიური აზრები მომდის, ცხოვრების ბიპოლარობაზე (და პრინციპში არა მხოლოდ ბი ).. მე მილოცავენ, ვიღაცას უსამძიმრებენ.. ტაკაია ვოტ რიტორიკა…

26 აპრილი, სხვა და სხვა წლებში:
– 1933 წელს, ოფიციალურად ჩამოყალიბდა გესტაპო, ნაცისტურ გერმანიაში
– 1937 წელი. ესპანეთის სამოქალაქო ომი, ლუფტვაფეს მიერ დაიბომბა ესპანური ქალაქი გერნიკა
– 1962 წელი. ნასა– ს კოსმოსური ჰომალდი, რეინჯერ 4 დაეჯახა მთვარეს
– 1966 წელი. 7.5 ბალიანმა მიწისძვრამ გაანადგურა ტაშკენტი.
–1982 წელი, სამხრეთ კორეაში ყოფილმა პოლიციელმა მოკლა 57 ადამიანი.
– 1986 წელი. ჩერნობილის კატასტროფა
– 2002 წელი. გერმანია ერფურტი. რობერტ შტაინჰოიზერი შეიჭრა გიმნაზიაში, მოკლა 17 ადამიანი და თავი მოიკლა
- დღეს, 2009 წელს,  თბილისში ჩამოინგრა სახლი. დაიღუპა ორი ადამიანი…

 

პ.ს. მეორეს მხრივ, ისტორიული მონაცემებით 507 წელს, 26 აპრილს დაიბადა მუჰამედი, ისლამის დამაარსებელი. იქნებ დროა, ახალი რელიგიის ჩამოყალიბებაზე ვიზრუნო?

შემთხვევითი პოსტი

5 Comments

  1. 1
    keti says:

    პირველ რიგში, გილოცავ!! :)
    ჩამოთვლილთაგან თითქმის ყველა ტრაგიკულია :(

  2. 2
    Katten Försvann says:

    აქაც გილოცავ .

    რა გინდა ამდენი საშინელებების ფონზე ამ თარირს ერთი კარგი შენ შემატე :) ნუ მუჰამედი მეორედ ჩავთვალოთ შენს მერე :P : P

  3. 3
    No Dar 7th says:

    გილოცავ, ცოტა მოგვიანებით :)
    ისე შეიძლება რამე კავშირი იყოს.. ეხლა ვნახე მეც ჩემ დაბ დღეზე რეებია და ბევრი ეხება თვითმფრინავებს და ავიაციას; პილოტობა კი ბავშობიდან მინდა =)

    ხო 8 აგვისტოც შევიდა მაგ თარიღებში :( მამაჩემის დაბ დგეა..

  4. 4
    dodka says:

    რელიგიის ჩამოყალიბება – ჰმ! :იდეა:

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »