Archives for May, 2009
ამ დღეებში, დედაჩემმა წიგნების გადაწყობა დაიწყო სახლში, ხოდა დალაგებაში ეს ჟურნალი მოხვდა ხელში. ხოდა ტექსტით: "აი, რომ ამბობდით საბჭოთა კავშირში არაფერი იყოო", მომიტანა.
მომეწონა სტატია ) სულ რაღაც 22 წელი არის გასული მის შემდეგ.. ხოოოდა..გადავწყვიტე დამესკანერებინა და აქ დამედო :)
(სტატია შეეხება პირველ საბჭოთა კომპიუტერებს და ინტერნეტ კაფეების "დიდ ბაბუას", პირველ კომპიუტერულ კლუბს მოსკოვში )
მოკლედ, ვისაც არ გეზარებათ რუსულად კითხვა, go on:
გარეკანი
პირველი ...more»
ქართველებს გვიყვარს ის ცნებები, რომლებიც ჩვენს საკუთარ შეცდომებს გვპატიობს. შემომაკვდა, შემომეჭამა, შემომეუპატიურა; გამასწრო (ავტობუსმა/სამარშრუტომ.. მე კი არ დამაგვიანდა, გამასწრო ) და ა.შ.. ერთ–ერთ ასეთი ცნებაა – ბედი. "ეს ყოფილა მისი ბედი", "ბედზე ასე მეწერა თურმე" და ა.შ. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც 90% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებს, ბედისწერის ცნება პარადოქსულია (მართლმადიდებლობა უარყოფს "დაწერილი ბედისწერის" არსებობას ).
რატომ გამახსენდა...
დღეს, გამსახურდიას გამზირზე ...more»
ხო, აი ასე ) პოსტი იმ ამბებზე, რაც ბოლო დროს ჩემს არც ისე მრავალფეროვან ცხოვრებაში ხდება.
ისე, სანამ დავიწყებდე, ერთი ფაქტი, რომელიც პერიოდულად მაკვირვებს. როდესაც მხვდებიან ნაცნობები, რომლებიც კარგა ხანია არ მინახავს, კითხვაზე "ახალი რა ხდება", არასოდეს ვიცი რა ვუპასუხო, ანუ თითქოს არაფერი იცვლება, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ვამჩნევ, რომ ცვილებები მოხდა და მიკვირს, wth? როდის მოასწრეს? )))
ახლა თვითონ ფაქტებზე:
– დავიწყე ...more»
6.30–ზე გამეღვიძა და მარტო ნახევარი საათის მერე გამახსენდა, რომ დღეს შემეძლო 8–მდე დამეძინა :/
ხოდა, რა ვიცი.. დილა მშვიდობისა, ბლოგოსფერო! :)
...more»
ფული.. ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, ფული ხელის ჭუჭყია, ყველაფერი ფული არაა..და ა.შ.. მილიონი ფრაზაა მსგავსი და მაინც, ყველას გვჭირდება ფული )).. ხოდა, დადგა ჩემს ცხოვრებაშიც ის მომენტი, როდესაც, ოჯახური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ჯიბის ფული საკმარისი არაა, ხოდა მთელი დღეა ვზივარ და ვფიქრობ, საიდან ვიშოვო, ა?
ხოდა რაღაც ლაითი ვარიანტები, რომლებიც მომაფიქრდა (ცოტა იუმორით):
1. ეს მეთოდი საქართველოში ვერ იმუშავებს, ევროპაში შეიძლება გაექაჩა. ანუ, ...more»
რაც არ უნდა ვთქვათ, ჩემი მოკრძალებული, ან არც ისე მოკრძალებული აზრით, ადამიანს ყველაზე მეტად თავისი თავი უყვარს. და დაკვირვებებზე დაყრდნობით, ძალიან ხშირად, მასთან ახლოს უფრო ის ადამიანები/ფილმები/წიგნები და ა.შ. არის, რომლებიც რაღაცით გვანან მას.
long, long, time ago ფოტოჟურნალისტიკის კურსებზე დავდიოდი. ხოდა, იქ გვასწავლეს, რომ თუ გინდა დააინტერესო მკითხველი, უნდა დაბეჭდო ისეთი ფოტოები და დაწერო ისეთი სტატიები, რომლებსაც ის თავისთავთან გააიგივებს. ...more»
ერთი კვირა ზეწოლის ქვეშ ყოფნის შემდეგ (პოლიტიკა, ბლოგოსფეროს ლოკალური გაწევ–გამოწევები, ჩათვლები, გამოცდები და ათასი უბედურება), მოვეშვი და მეორე დღეა ოფიციალურად არ დავდივარ უნივში. გამოცდისთვის მზადება უნდა დავიწყო იდეაში.
ხოდა უცებ–უცებ შემოვირბინე აქ, ორი ინტერნეტაღმოჩენის შესახებ სალაპარაკოდ:
– ნი2 ნიუსი!! ) ჩვენმა ბლოგერებმა გააკეთეს ამერიკული "ონიონ ნიუსის" ქართული ვარიანტი. ჯერ ახლა დაიწყეს, მაგრამ უკვე ძალიან მაგრად გამოსდით. თავად ნი2 იხილეთ აქ : ნი2
უფრო ...more»

