Archives for June, 2009
))
ჩემი იდეების გაჩენა და შემდგომ მათი შესრულება, ძალიან გავს ფეხმძიმობას და მშობიარობას )))
არა. მართლა ვამბობ..
ჯერ იდეის ზოგადი მონახაზი (ჩანასახი ჩნდება).. მერე ვამწიფებ ამ იდეას, ვუმუშავებ დეტალებს, და ვგრძნობ როგორ იზრდება, იზრდება, იზრდება ის ჩემს გონებაში ისე, რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობ. ასეთ დროს, ხშირად ღამეებს ვათენებ, ელემტარულად ვერ ვიძინებ, იმიტომ რომ ამ იდეაზე ფიქრით ვარ შეპყრობილი.. და მერე იწყება.. მშობიარობა ))) ...more»
ტოლკიენის რომელიმე გმირი რომ ვყოფილიყავი, ბილბო ბეგინსი ვიქნებოდი, ნამდვილად. არა, ნუ გვაქვს რაღაცეები რითაც განვსხვავდებით, ი ვსე ჟე. ძალიან "შინაური" ადამიანი ვარ. შინაურში იმას ვგულისხმობ, სახლში რბილად და თბილად დება რომ უყვართ )). მაგრამ.. მაგრამ.. მოგზაურობაც ძალიან მიყვარს. ჯერ წინა დღეს საოცრად მეზარება ხოლმე, მაგრამ აი ტრანსპორტში რომ ვჯდები, მერე ოოო ) ვგრძნობ რა მაგარია. სხვათაშორის, მარტო მივდივარ, თუ ვინმესთან ...more»
))
ჰაჰ, წეღან დოდის ვემესიჯე.. ხოდა, ჩვენს მესიჯობაში, ერთი ძველი მეგობარი დამიკავშირდა. ახლახანს გაიგო, რომ ორსულადაა და რაღაც აინტერესებდა, გადმომირეკეო, მთხოვა. ნუ, ამაზე რეაქცია მქონდა, ტიპა "ვაშა, ვაშა, ვმრავლდებით", რაზეც დოდიმ წყალი გადამასხა, მესიჯში.. კი არ ვმრავლდებით, უბრალოდ ასაკი გვაქვსო ასეთი.. მართლაც... )
ახლა გამახსენდა.. 6 წლის წინ, როდესაც ჩემი რძალი იყო ორსულად და მთელი ოჯახი, მატების მოლოდინში ვიყავით, გარეთ გასულს, სულ ...more»
დღეს ვუყურე ამ ანიმეს, "5 სანტიმეტრი წამში" და ახლა არც ვიცი რაზე ვწერო: ამ ფილმზე, თუ იმ ემოციებზე რომელიც მან ჩემში გამოიწვია.
რაც ინტერნეტში ვნახე, ხალხის რეაქცია ამ ფილმზე სხვადასხვანაირია, თუმცა სულ დადებითი. ვიღაც იგრუზება იმის გამო, რომ ე.წ. "ჰეფი ენდი" არ აქვს (თუმცა მე თუ მკითხავ, ძალიან კარგი დაბოლოება აქვს), ვიღაც თვლის რომ ზედმეტად "girly" მელოდრამაა და ა.შ.... მე, პირადად, ...more»
დღეს ზალიკოს სტუდიაში ვიყავი და ბავშვებს ვუღებდი სურათებს.ერთი ძაააალიან საყვარელი გოგო ჰყავდათ. ხელოვნების ისტორიის გაკვეთილზე შევიჭერი და ბავშვებთან ერთად დავჯექი. ეს გოგო ჩემს წინ იჯდა, მხარზე ხელი დავადე, გამომხედე–თქო... ესეც შედეგი:
...more»
მოკლედ, ეს იქნება გეიმერული პოსტი )
წინასწარ გაფრთხილებთ.
თუმცა, თუ ახლავე არ გამორთავ ამ გვერდს შეიძლება საინტერესო რაღაცეებიც ნახო )
მოკლედ, იმის შესახებ რომ MMORPG-ები საზიზღრად ჩამთრევი რაღაცაა, ამის შესახებ ადრეც დავწერე. თამაშის ატმოსფერო და იქაური საზოგადოება საოცრად ჩამთრევია და მერე რეალშიც ხშირად ფიქრობ იმაზე რაც თამაშში ხდება. ისევე შეიძლება განიცადო, გეწყინოს ან გაგიხარდეს და ა.შ. ხოდა, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაიწყო ე.წ. მაშინიმების ...more»
ცოტა ხნის წინ, ერთ–ერთმა ფორუმელმა თავისი ბლოგი აღადგინა.
დღეს დილით, მისი თვალიერებისას, ერთ პოსტს წავაწყდი, რომელიც ძველია, მაგრამ აქამდე არ შემიმჩნევია, რატომღაც. ხოდა სურვილი გამიჩნდა იმ პოსტზე მეპასუხა.
წინასწარ გაფრთხილებთ, იმისთვის რომ ჩემი პასუხის შინაარსი უკეთესად გაიგოთ, ჯერ ის პოსტი წაიკითხეთ )
მაშ ასე:
კითხვა პირველი: უნდა მოვკლათ თუ არა ჯანმრთელი ადამიანი - მისი ასევე ჯანმრთელი ორგანოების გამო?
ა) პირველ სიტუაციაზე პასუხი, სამედიცინო თვალსაზრისით მარტივია: ...more»
ორ წელიწადზე მეტია ბლოგერი ვარ და ძალიან შემიყვარდა ეს სფერო. რაღაცნაირად ძალიან ჩამთრევია. თავიდან თითქოს არაფერია, მაგრამ მერე და მერე ფსიქოლოგიურად ბლოგერდები და ყველა ის მოვლენა და აზრი რაც თავში მოგდის, რაღაცნაირად ორ კატეგორიად იყოფა: 1. დასაბლოგი 2.არადასაბლოგი (ეს სიტყვა არ შეიმჩნიოთ )
ამ ორი წლის განმავლობაში, ჩემს სინდისს კიდევ ერთი "საქენჯნი" საშუალება მიეცა. როდესაც დიდხანს არ ვპოსტავ, ტვინზე ...more»
ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ეროვნულ–სარწმუნოებრივ ჟურნალს "ქვაკუთხედი".
რატომ ეს ჟურნალი?
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვუყურე ვიდეო ჩანაწერს, სადაც აჟიტირებული ქალბატონი ნათელა, უყვება წმინდა გრეჩიხა ჯუნიორს იმის შესახებ თუ როგორ იცავს ეროვნულ ტრადიციებს და როგორ დგას სახელმწიფოს მორალის სადარაჯოზე (დაინტერესებულმა პირებმა, ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ). სწორედ ამ ლაპარაკში ახსენებს თავის პუბლიკაციას "ქართველი ქალის ღაღადი"... პირდაპირ ვიტყვი, ძალიან დამაინტერესა რა ეწერა ამ პუბლიკაციაში (ხო, ...more»

