Holiday

ორ წელიწადზე მეტია ბლოგერი ვარ და ძალიან შემიყვარდა ეს სფერო. რაღაცნაირად ძალიან ჩამთრევია. თავიდან თითქოს არაფერია, მაგრამ მერე და მერე ფსიქოლოგიურად ბლოგერდები და ყველა ის მოვლენა და აზრი რაც თავში მოგდის, რაღაცნაირად ორ კატეგორიად იყოფა: 1. დასაბლოგი 2.არადასაბლოგი (ეს სიტყვა არ შეიმჩნიოთ )

ამ ორი წლის განმავლობაში, ჩემს სინდისს კიდევ ერთი “საქენჯნი” საშუალება მიეცა. როდესაც დიდხანს არ ვპოსტავ, ტვინზე მაწვება. არადა, ნუ არ მინდა ხანდახან წერა და ჰა )

ხოდა, გადავწყვიტე, პატარა შვებულება ავიღო თქვენგან, ჩემი სინდისისგან და ბლოგისგან.

ჯერ არ ვიცი რა პერიოდი გაგრძელდება ეს შვებულება, თუმცა არ მგონია რომ 1–2 კვირაზე მეტ ხანს. პატარ–პატარა დეტალები მაქვს გადასაკეთებელი, რაღაცეები მოსაფიქრი და ა.შ. და ამის მერე დავბრუნდები.

სავარაუდოდ, დაბრუნებისთანავე (ან შეიძლება სულაც დასვენების პერიოდში) დაიდება მოწვეული ბლოგერის პოსტი (ვასპოილერებ ). რომელსაც უკვე შევუთანხმდი (ვინაობას, რა თქმა უნდა, ვმალავ) და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს )

ამის გარდა იქნება კიდევ რაღაც სიახლეები, რომლის შესახებაც ჯერ არ ვიტყვი )

 by the way, ვისაც ჯერ არ გაგიგიათ(თუ ასეთები კიდევ არსებობთ ბლოგოსფეროში ), არტ–იდეა დაგვიბრუნდა! ჩემი ნაწერი, ამ კვირის თემაზე, შეგიძლიათ იხილოთ აქ  

) ჯერ–ჯერობით სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა ) That’s all folks! )

P.S. იიიჰააა, გარეთ რა მაგრად წვიმს ^^

შემთხვევითი პოსტი

4 Comments

  1. 2
    piccolina says:

    მდეჰ
    სააააააააად გეჩქარებოდაააა

    მოწვეული ბლოგერები რომც არ დაასახელო, მგონი ძნელი გამოსაცნობი არ იქნება ;)

    მალე დაგვიბრუნდი ნატოშ, შენ წოლა … კიარადა არ წერა არ გიხდება

  2. 3
    CheshireCat says:

    ყვო, ?
    პიკოლინა, ამმმ )) იმედი მაქვს რომ ახლა ვერ გამოიცნობ, ვინ იქნება ) თუმცა who knows )

  3. 4
    Sophie Golden says:

    მაგრად განსაზღვრე: დასაბლოგი და არადასაბლოგი, მეც ზუსტად ასე ვარ :| დამოკიდებული გავხდი ბლოგზე და ნებისმიერ მომენტში, ვჭამ, ვსვამ თუ ტუალეტში მივდივარ, ვფიქრობ დაბლოგვაზე, იმაზე, სხვები რას წერენ და საერთოდ, გამობლოგერდი. კიდევ კაი, მიფასდება მაინც ;)

    ნატოშ, მალე დაბრუნდი, ფლიზ-ფლუზ!

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »