top-image

Archives for August, 2009

შემოდგომა მშვიდობისა!
ფორუმზე გახსნეს თემა ამ სათაურით და ძალიან მომეწონა :) შემოდგომა მშვიდობისა! :) სექტემბერი დაიწყო და მიხარია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომწონს შემოდგომა. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში კარგი რაღაცეები ყოველთვის შემოდგომაზე ხდება (იმედი მაქვს, არც ეს შემოდგომა იქნება გამონაკლისი). ამინდიც "ჩემია", ყვითელი ფოთლებიც ძალიან მიყვარს. შემოდგომის დადგომასთან დაკავშირებით, დიდი ხანია ვფიქრობდი ბლოგის სახის გამოცვლას (ალბათ აქამდეც შეამჩნევდით, რომ დიდხანს ვერ ვჩერდები ერთ "Template"-ზე). მორიგი ტვინის ...more»
სერიიდან "რაც კარგ ხასიათზე მაყენებს"
აი ასე, დილის ხუთ საათზე მომინდა კარგი ხასიათის გაზიარება :) ხვალ ერთი ღამით მივდივარ ბიძაშვილთან, ტრადიციულ "მინი-ძევიშნიკზე".. ^^ ლუვ ით <3 მანამდე ჩემი მუდმივი ანტიდეპრესანტების მორიგი ჩამონათვალი: 1. ეს ვიდეო, ერთი-ორი დღის წინ სოფიმ დადო თავის ბლოგზე. იმის მერე, ყოველ დილას ვრთავ და კარგ ხასიათზე ვდგები. სიმღერაც მხიარულია და კლიპსაც რომ ვუყურებ სულ ცეკვის სურვილი მიჩნდება ^^. საერთოდ, ცეკვა ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია. თუ ცუდ ...more»
მიზნების შესახებ
არსებობს რაღაც თეორია ფსიქოლოგიაში (ავტორი, თეორიის სახელი და ა.შ. არ მახსოვს), რომ ადამიანმა, თავის ცხოვრების ყოველ პერიოდში უნდა შეასრულოს თავისი რაღაც "პროგრამა მინიმუმი", იმისთვის რომ შემდგომში თავი კარგად იგრძნოს. რაც ნაკლებს აკეთებს იქიდან, რაც უნდა გააკეთოს, მით უფრო ცუდად გრძნობს თავს ცხოვრების შემდეგ ეტაპზე და უფრო უჭირს შემდეგი ეტაპის საქმეების გაკეთება. შესაბამისად, ადამიანი ეტაპობრივად მიგორავს ლუზერობისკენ და დეპრესიისკენ. ზუსტად არც ეტაპები ...more»
ბავშვობაში მეგონა
დოდკას მიერ გაშვებულმა ჯაჭვმა, თითქმის მთელი ბლოგოსფერო შემოიარა და მეც მომწვდა. დიდი მადლობა ქეითს ალამის გადმობარებისთვის. მაშ ასე... იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი პატარა ნატოშა, რომელიც ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანი, სანამ დიდ და მრგვალ ბლოგერად გაიზრდებოდა, პატარა და მრგვალი იყო (ბლოგერი არა). ხოდა, მანამ სანამ, პატარა ნატოშა ვიყავი, მეგონა რომ: -მუცელში ადამიანს უბრალოდ დიდი ადგილი ჰქონდა ...more»
ჩემი საქმე, შენი საქმე…
-ჩემი საქმე ისეთი მაგარია, რომ 100 კილოს დაძრავს.. -ჩემმა საქმემ, შენს საქმეს რომ დაარტყას, ამერიკაში გააფრენს. საბავშვო ბაღის დიალოგებიდან ამ თემაზე დაწერის იდეა ძალიან დიდი ხანია მაქვს, მაგრამ რატომღაც ვერასოდეს მივიყვანე ბოლომდე. დღეს facebook-ში მე და ნიკამ ვიკამათეთ იმაზე, თუ რატომ არის WoW-ის თამაში საზიანო და ამის შემდეგ გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ ვცადო და დავწერო ამის შესახებ. ასე მგონია, ყველას გვქონია რაღაც მომენტი, როდესაც ...more»
სტატისტიკა
ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ათასი ადამიანის -სტატისტიკა მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პერიოდში, სტატისტიკასთან, როგორც საგანთან, მწყრალი ურთიერთობა მქონდა, ვთვლი, რომ სტატისტიკა მაგარი რაღაცაა (სხვა სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ზუსტად რომ "მაგარი რაღაცაა"). ცხოვრებისეული. შეიძლება ითქვას ფილოსოფიურიც. ჩვენ ყველანი შევადგენთ სტატისტიკას. არ აქვს მნიშვნელობა ნეიტრალურს, პოზიტიურს თუ ნეგატიურს(ემოციური მხრიდან).  და ხშირად ვემატებით ახალ-ახალ ჯგუფებს. ყოველთვის, როდესაც რაღაცაზე გაბრაზებული ან ცუდ ხასიათზე მყოფი, ვფიქრობ იმაზე ...more»
Rest in peace
ყოველთვის ვამბობდი, რომ ცუდი არაფერი მომსვლია, ყველა ძვირფასი ადამიანი ცოცხალი იყო(პაპა როცა გარდაიცვალა ძალიან პატარა ვიყავი და ვერ აღვიქვი).. დღეს დილით, ავარიაში მეგობარი დამეღუპა. გაშტერებული ვარ, ჯერ ვერ ვხვდები :/ Rest In Peace ..... ...more»
))) commin' home
რამდენიმე საათში გამოვალთ, ჩანთა თითქმის ჩალაგებულია, 1-2 რაღაცის ჩადება დამრჩა. თან მიხარია, თან მენანება. 24-30 საათი გზაში მეზარება საოცრად. დიდი იმედი მაქვს საზღვარზე არანაირი პრობლემები არ იქნება. 4-5 დღის განმავლობაში დავდებ სურათებს ^^ ...more»
რამდენიმე სიტყვა კლინიკის შესახებ
ჩვენი აქ ყოფნის დრო, ნელა-ნელა თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, და ახლა გამახსენდა, რომ კლინიკაზე ჯერ არაფერი დამიწერია. აქაურმა ინტერნმა გოგომ მომიყვა, რომ ჰაჯეტეპე, სულ თავიდან პედიატრიული კლინიკა იყო. შემდეგ adult კლინიკაც მიუმატეს, შემდეგ სამედიცინო უნივერისტეტი დაუმატეს, მერე სამედიცინოს გარდა, სხვა ფაკულტეტებიც  გახსნეს, და ასე იქცა პედიატრიული კლინიკა დიდ და მაგარ საუნივერსიტეტო კომპლექსად თავისი "ნავაროტებით". თვითონ კლინიკა ძალიან კარგია, რაც პირველი "მეცა" თვალში, ...more»
Istanbul. Part two
კომპ.ოთახში ვზივარ, არავინაა გარშემო + საოცრად მშია. ხოდა დროსი გასაყვანად, თანაც ასეთ კარგ მომენტში, გადავწყვიტე გავაგრძელო მოყოლა ისტანბულის(სტამბოლის ) შესახებ. წინა ნაწილში გავჩერდი პირველი დღის ბოლოს. მეორე დღეს 8 საათზე უნდა ავმდგარიყავით, რათა მთელი sightseeing პროგრამა მოგვესწრო. სასტუმროს სასადილოში, ა ლ'ა ფურშეტი იყო გაკეთებული. ძალიან ჩვეულებრივი საკვები : მოხარშული კვერცხი, ყველი, ძეხვი, კიტრი, პომიდორი + ჯემები /შოკოლადის კარაქი და ყავა/ჩაი.  თუმცა, უნივერსიტეტის სასადილოში ...more»
Page 1 of 2:1 2 »
bottom-img