top-image

Archives for September, 2009

What is Love?
"ეხ, სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა" - ნოდარ დუმბაძე წინასწარ მინდა აღვნიშნო, რომ ლაპარაკი წავა უცხო, საპირისპირო(ან იმავე) სქესის, ადამიანს მიმართ სიყვარულზე და არა, გრძნობაზე, რომელსაც ნათესავებისადმი, მეგობრებისადმი და ა.შ. განვიცდით. რიტორიკული კითხვა, რომელიც  "ქათმის და კვერცხის დილემის" ტოლი თუ არ არის, არც ბევრად უფრო ახალგაზრდაა. ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ადამიანი იწყებს ამაზე ფიქრს. მე თვითონ, პირველად საპირისპირო სქესის წარმომადგენელი რომ მომეწონა, 3 წლის ...more»
Life without Blog
აი, ასე... ხანდახან, შეიძლება ბლოგიდან გახვიდე და აღარ დაბრუნდე. და ისიც არ ემახსოვრებათ რა გეცვა, ან სად ჯანდაბაში მიდიოდი. ხვალ კბილის ექიმთან მივდივარ და მეშინია. ზუსტად ისე, როგორც 10 წლის წინ. თურმე, კბილის ექიმის შიშიდან არ/ვერ იზრდებიან :/ ისე მეშინია, ლამის რამე მიზეზი მოვიფიქრო და სახლში დავრჩე... პ.ს. ...more»
"არაფერი ისეთი"
ალბათ ყველას გეცნობათ სიტუაცია, როდესაც ძველი ნაცნობი გხვდებათ. არც ისე დავიწყებული, რომ უბრალოდ გვერდი ჩაუაროთ, მაგრამ უკვე საკმაოდ შორეული იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრების დეტალებში ჩართოთ. ასეთ დროს  "- რას შვები? როგორ ხარ?"-ის  მერე უხერხული სიჩუმე დგება და მარადი,  ყველაზე ბანალური "რა ხდება შენსკენ ახალი?" მოდის.  დგახარ (ან კომპთან ზიხარ) ცოტა დაშტერებული და ფიქრობ რა უპასუხო. ყველაზე პირველი, რაც ადამიანების უმეტესობას მოსდის თავში, ...more»
როგორ მოვამზადოთ ამერიკული action movie
ინგრედიენტები: 1ც. გმირი- კლასიკურ ვარიანტში თეთრი, განიერი ბეჭებით და მსოფლიო სევდით თვალებში. უკიდურეს შემთხვევაში შავი (ასეთ დროს, რეკომენდირებულია გამოვიყენოთ ვილლ სმიტი ან დენზელ ვოშინგტონი). ეკზოტიკურ ვარიანტში, შეგიძლიათ აიღოთ ლათინოამერიკული ( ბანდერასი) ან ჩინური (ჯეკი ჩანი) პროდუქცია. მართალია ორივე საკმაოდ მობერდა, მაგრამ წლები მათ, მხოლოდ აუმჯობესებს. 1ც. მთავარი გმირის გოგო - ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ჰქონდეს დიდი ძუძუ და სახის იდიოტური გამომეტყველება. 1ც. მთავარი ბოროტმოქმედი - გემოვნების ...more»
Passion
ყველა ადამიანს აქვს რაღაც(არ ვიცი ამას რა დავარქვა "ჰობი", "სიყვარული" თუ რა..) რაზეც ჭედავს. უყვარს, ერკვევ და შეუძლია მუდამ ამაზე ილაპარაკოს. მეც არ ვარ გამონაკლისი. ამ დღეებში ვფიქრობდი ჩემ "სიყვარულებზე" და გადავწყვიტე მათ შესახებ დამეწერა: 1. ცეკვა. მგონი 9 თუ 10 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე, როგორ ცეკვავდა ჩემი ბიძაშვილი ანსამბლში (ქართულ ცეკვაზე დადიოდა), და ეს ჩემთვის, მაშინ, იყო რაღაც ფანტასტიური. ნაცნობი ...more»
Be brave
თვითგადარჩენის ინსტინქტი მაგარი რაღაცაა, მაგრამ, ხან და ხან, იქ იჩენს თავს სადაც საერთოდ არ არის საჭირო. უამრავი უაზრო ფობია მაქვს(ისევე როგორც სხვა ბევრ ადამიანს). მაგალითად, მეშინია ობობების.  თუმცა "სასარგებლო" შიშებიც საკმაო რაოდენობით არსებობს ჩემს ფსიქიკაში.. სიმაღლის შიში, დიდი ძაღლების შიში, სიბნელის შიში. გადავწყვიტე, იქით კვირაში მივიდე სტომატოლოგთან და დიდი ხნის პრობლემებს მოვუარო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს ჩემთვის რა არის. ალბათ, ობობების, სიმაღლის ...more»
Supermassive Black Hole
ეს დღეები, სინდისი მაწუხებს. საოცრად მაწვება, იმის გამო რომ არაფერს ვწერ. ყოველ ახალ თვეს, გადაწყვეტილი მაქვს, რომ ბლოგზე უფრო ხშირად დავწერ და მაინც არ გამოდის. მეზიზღება, როდესაც ზრდილობის გულისთვის ვწერ, არადა,  ამდენი ხანი სიჩუმის განმავლობაში, ყოველი ახალი ვიზიტორი, კიდევ ერთი წვეთია ჩემს ანთებიან პასუხისმგებლობაზე. ასე რომ გადავწყვიტე დავწერო. იქნებ შინაგანი ხმა, ერთი ხუთი დღით მაინც გაჩუმდეს. მასწავლებლებზე: როგორც, ერთ–ერთ წინა პოსტში მეწერა, ...more»
bottom-img