ყველა ადამიანს აქვს რაღაც(არ ვიცი ამას რა დავარქვა “ჰობი”, “სიყვარული” თუ რა..) რაზეც ჭედავს. უყვარს, ერკვევ და შეუძლია მუდამ ამაზე ილაპარაკოს. მეც არ ვარ გამონაკლისი. ამ დღეებში ვფიქრობდი ჩემ “სიყვარულებზე” და გადავწყვიტე მათ შესახებ დამეწერა:
1. ცეკვა.
მგონი 9 თუ 10 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე, როგორ ცეკვავდა ჩემი ბიძაშვილი ანსამბლში (ქართულ ცეკვაზე დადიოდა), და ეს ჩემთვის, მაშინ, იყო რაღაც ფანტასტიური. ნაცნობი ადამიანი, აბსოლუტურად უცნობ ამპლუაში, თან საკმაოდ კარგად გამოსდიოდა (პრიცნიპში ცუდად რომც ყოფილიყო, მე მაშინ ამას ვერ შევამჩნევდი).
ასე მგონია, სწორედ იმ დროიდან “გავჭედე” ცეკვაზე. მიყვარს, როდესაც მე თვითონ ვცეკვავ (თუმცა, არც ისე კარგად გამომდის), მიყვარს, როდესაც სხვას ვუყურებ. ყველა სახის ცეკვა. ქართული იქნება ეს, ლათინა, მუცლის ცეკვა, რივერდანსი თუ pole dancing-ი.. ვგიჟდები, როდესაც ადამიანი კარგად ფლობს თავის სხეულს. შემდეგ, იყო ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე პერიოდი როდესაც ლათინურ ცეკვებზე დავდიოდი, მაგრამ ბოლოს მოუცლელობის გამო თავი დავანებე. ახლა ისევ ვგეგმავ გაგრძელებას, გასართობად. გარდა ამისა, არის რამდენიმე სხვა სახის ცეკვა, რომელიც აუცილებლად მინდა რომ ვისწავლო. მაგალითად: belly dancing, არგენტინული ტანგო, ფლამენკო.
მოკლედ, ცეკვაზე ლაპარაკს რომ ვიწყებ, გაჩერება ძალიან მიჭირს. როგორმე კარგი პოსტი უნდა გამოვაცხო მაგ თემაზე, შეიძლება რამდენიმე პოსტიც კი 
2. ფენტეზი.
ვგიჟები ფენტეზიზე. მის ნებისმიერ გამოვლინებაზე, წიგნებზე, ფილმებზე, თამაშებზე. მყავს ნაცნობები, რომლებიც ამას რომ უყურებენ, თითს მიტრიალებენ საფეთქელთან (ყველაზე “favorite” რეაქცია : “მაგაზე დროს როგორ ხარჯავ, ეს ხომ არარეალურია”, გეგონება სასიყვარულო მელოდრამები, ან დეტექტივები ნამდვილია. “რეალურობის” მოყვარულებს, გთავაზობთ იკითხოთ მხოლოდ ენციკლოპედია და უყუროთ მხოლოდ discovery channel-ს ).
პირველად შეხება ფენტეზისთან, მქონდა 17-18 წლის რომ ვიყავი. იმ წელს, ეროვნულები ჩავაბარე, მანამდე კოლეჯის ამბებზე ვინერვიულე ბევრი (სამედიცინო კოლეჯის აყალ-მაყალი თუ გახსოვთ 2005 -ში, მაგაზე ვამბობ), ხოდა ნერვული სისტემა გემრიელად მქონდა მინგრეული.
კახეთში, მეზობლის გოგოსთან ვნახე “ჰარი პოტერი” და ვიფიქრე, “why not?”, მაინტერესებდა რა იყო ასეთი გასაგიჟებელი ამ წიგნში. იმ დროს, სულ 5 წიგნი იყო გამოსული და აქედან 4 ქართულად ნათარგმნი. ოთხივე წიგნი – ოთხ დღეში წავიკითხე, ფაქტიურად თავი არ ამიწევია და მაშინ მივხვდი, რა მაგარია, როდესაც არსებობს რაღაც, რაც რეალურ სამყაროს ცოტა ხნით მაინც მოგწყვეტს. თბილისში ჩამოსულმა, ჯერ მე-5 ნაწილი ვიპოვე და “შევჭამე”, მერე სხვა ავტორებს და წიგნებს მივადექი, მერე ფილმებზე გადავედი და ა.შ. მოკლედ, დიდი მადლობა ყველა იმ ავტორს, რომლიც ხარისხიან ფენტეზის წერს. თქვენ, ჩემი ფსიქიკის saver-ები ხართ. 

3. თამაშები.
როდესაც კომპიუტერი ვიყიდეთ, 11 წლის ვიყავი. იმ დროს Pentium 1 ყველაზე ახალი და მაგარი კომპი იყო. ინტერნეტი არ მქონდა, სამაგიეროდ ჩაწერილი იყო უუუამრავი თამაში. ჩემი First Love თამაშებში “Half – Life”- ა, უზომოდ ბევრჯერ მაქვს ნათამაშები, და ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თამაში იყო თავის დროზე. შემდეგ მას სხვა ბევრი მოყვა და ბოლოს “მოვგორდი” World of Warcraft-ამდე, რომელიც ჩემი ცხოვრების ორ დიდ “სიყვარულს” აერთიანებს. ფენტეზის და თამაშებს. ბოლო პერიოდია, გარკვეული რაციონალური მოსაზრებების გამო, გადავწყვიტე დროებით შევეშვა და ძალიან ვიგრუზები. თანაც, სამწუხაროდ, in game, სიტუაციაც მთლად ისეთი აღარაა, როგორიც მე მიყვარდა. მაგრამ, არ დაგტვირთავთ ამ დეტალებით.
ჯერ-ჯერობით ესაა.
პ.ს. შეგნებულად არ ვახსენებ ინტერნეტს (ზოგადად) და ბლოგინგს. ეს ჩემთვის, უკვე ცხოვრების წესია.
კიდევ მაქვს, semi – passion-ები, მაგალითად ფოტოგრაფია, რომელიც რატომღაც მივაგდე.

ფლამენკოო ომგ აააჰ!!
ბალეტი ომგ აააჰ
ნატ, so you think you can dance-ს უყურე იუტუბეში. ამერიკული გადაცემაა და ვგონებ ძალიან მოგეწონება, თუ ცეკვა მართლა გიყვარს:)
ცეკვა ჩემი სისუსტეცაა. მე თვითინ დიდი კარგად არასოდეს გამომდიოდა, მაგრამ სხვების ყურებაზე ვგიჟდები! განსაკუთრებით ლათინური ცეკვები მიყვარს, სხვა ცეცხლი და ვნება აქვთ!
სამშაბათობით და ხუთშაბათობით (მგონი), ასე 8-9-ზე კოლმეურნეობაზე რო ნიუ არტ კაფეა იქ იკრიბებიან არგენტინული ტანგოს სასტავი, ქართველები და არაქართველები, 1-2 პროფესიონალი, დანარჩენი მოყვარულები და ცეკვავენ, ვინ ინტერესს გამოთქვამს ასწავლიან. ახალი ადამიანების მისვლას მიესალმებიან
კურსები არაა, ისე ერთობიან, ყოველთვის კაი სიტუაციაა…
მე პროსტა ყველაფერი, ტანგოს გარდა, მარა ჩემი ძმის და მეგობრის გადამკიდე ვხვდებოდი ხოლმე მანდ ხშირად.
ფენტეზი მეც ძალიან მიყვარს
და რაც შეეხება პოტერს, რავიცი რა გითხრა, ამ წიგნების წაკითხვისას, რასაც ქვია ჩემი სამყარო ვ იპოვე, შემიძლია ყოველდღე დავჯდე და ვიკითხო, მეშვიდე ნაწილი განსაკუთრებით….. ^^
დილით ადრე ვდგებოდი, რომელიმე სერიას ვუყურებდი და ისე მივდიოდი სკოლაში, თუ ესე არ ვიზავდი რაღაც მთელი დღე დაგრუზული ვიყავი, ხოდა ცოტა გამოვედი მდგომარეობიდან
ისე აღარ ვაფანატებ
აი მაგალითად რამე რომ გამიტყდებოდა “რეპარო” ვიძახდი
შელოცვები მეკერა სულ პირზე :\
ლილიან, ო, ბალეტის ხსენება დამავიწყდა )
ძალიან მომწონს )
კარგად რომ ცეკვავენ ვგიჟდები. მე თვითონაც ძალიან მსიამოვნებს ცეკვის პროცესი
ქეთუშა, ვუყურებ ხოლმე
მწარე, ლათინური ცეკვები ჩემი უკურნებელი სენია ) უზომოდ მიყვარს
მიჩ, დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, როგორმე აუცილებლად ვნახავ
Clown, ძალიან კარგად მესმის შენი. პოტერის მე-5 წიგნი რომ დავამთავრე, სანამ მე-6 გამოვიდოდა, იმაზე ვნერვიულობდი, ნეტავ ბავშვებმა გამოცდაზე რა ქნეს-თქო
გოგო დაუბრუნდი რა სურათების გადაღებას. მიდი რა. თან აპარატიც გაქვს.
ხო, ბლოგინგი ეს უკვე ცხოვრების წესად არის ქცეული.
იყო დრო მეც ეგ ნიკი მქონდა და საიტიც Cheshire Cat…
ოღონდ სხვა ციტატა უფრო მიყვარს მაქედან -
- Oh, you can’t help that – said the Cat, – we are all mad here… I am mad. You are mad.
- How do you know I’m mad? – said Alice- You must be, – said the Cat, – or you wouldn’t have come here.
ლორდ ვეიდერ, ხო ) ჩეშირის კატა საკმაოდ ცნობილი პერსონაჟია
ჩემთვის, სამწუხაროდაც კი (ეგოისტურად არ მიყვარს ჩემი “სიყვარულების” ფართო მასებზე გავრცელება). მარტო ქართულ ნეტში კიდევ 3-4 “ჩეშირის კატა” მყავს ნანახი ).
რა ვქნათ, ჩავთვალოთ, რომ ჯიშია და არა ინდივიდი )
რა უბედურებაა?! ამდენი კომენტარი და მხოლოდ ცეკვაზე… თამაშებზე კი არავინ იტყვის რამეს
ფენტეზე ფტწ…
ჩავთვალოთ, რომ ჯიშია და არა ინდივიდი
მით უმეტეს, რომ ასე გამოდის – სქესიც კი არ ქონია
თუმცა ქეროლთან ნამდვილად მამრია :):)
კაი მე დავწერ თამაშებზე.
ვორკრაფტი მეც მაგრად მიყვარდა… ალბათ პირველი სიყვარულია ჩემი გეიმებში… მერე რედ ალერტი… და განგსტერები. ასევე ფიფა 19… რომელიღაცადან 2009-მდე. მარა ახლა ზოგჯერ რამე ახალ თამაშს ერთ-ორ დღეს ვითამაშებ ხოლმე ინტერესის გამო და ვშლი. იმიტომ რომ დრო მიაქვს ბევრი და სხვა საქმეს ვერაფერს ვაკეთებ კომპუტერთან.
ფენტეზი :ბლუსჰ:
აი ცეკვა მემგონი ყველაზე მეტად არ მიყვარს. სულ მგონია რომ არ გამომდის(და ალბათ არც გამომდის) და რაღაც პონტში ვკომპლექსდები ხოლმე. განგრეული მთვრალი თუ არ ვარ არასოდეს ვცეკვავ “ჩქარებს” ლოოოლ. : ))))
ღმერთო ჩემო…. მეტი ვერაფრის თქმას ვახერხებ