top-image

Archives for October, 2009

Take it easy
ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები იმას, რომ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ არ შეუძლიათ მოდუნება. სერიოზულად. ჩვენთან დასვენების და გართობის დროსაც კი, რაღაცნაირად შებოჭილია ბევრი და ფიქრობს იმაზე, რა უდევს ამ ყველაფერს "ქვეაზრად"...  აღელვებთ რატომ შემოხედა ვიღაცამ მარჯვნიდან მარცხნივ და არა პირიქით, რატომ გააკეთა მისალმებაში მახვილი ბოლო მარცვალზე, რატომ უთხრა ის "ისე" და არა "ასე"...  ჩვენს ადამიანებს აქვთ მუდმივი ეჭვები "შეფარულ აზრებთან" დაკავშირებით.. თუნდაც ...more»
მესამედ პირველ კლასში…
არის ასეთი რუსული გამოთქმა:  "третий раз в первый класс". საიდან წამოვიდა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემს ბლოგს რომ ვუყურებ სულ ეგ მახსენდება. 2 წელიწადზე მეტია ბლოგი რაც მაქვს და სულ აქეთ-იქით "დავათრევ". ჯერ ბლოგსპოტზე იყო, მერე ვორდპრესზე გადმოვაჩანჩალე, მერე გოუდედიზე გადავათრიე, ბოლოს ქართულ სერვერზე გადმოვედი და დიდი, დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აქ ვიქნები. მეზარება და მღლის აქეთ-იქით ...more»
რემონტი
თუ შემოხვედით, ვერ დაინახეთ ნაცნობი პოსტები( და ერთი–ორი საათის წინ, ნაცნობი ტემპლეიტიც კი), ნუ შეგეშინდებათ. ბლოგზე პატარა რემონტია, ახალ სერვერთან დაკავშირებით :) დაწვრილებით მოვყვები ყველაფერს, როდესაც დავლაგდები ) დიდი მადლობა, serv.ge- ს за наше счастливое детство ) ...more»
აღშფოთებული პოსტი
რამდენი ხანია აღარ ვწერ. დღე–დღეზე ველოდები ახალ სერვერზე გადასვლას (კავკაზუსს ველოდები, როდის გადაამისამართებს ნს–ებს), ამიტომ ვერ ვწერ. უბრალოდ, დღეს ისეთი აჟიოტაჟი აიწია საზოგადოებაში,თავს ვერ ვიკავებ, რომ არ გამოვეხმაურო. საუბარი მაქვს თეა თუთბერიძის წინააღმდეგ გამოსვლებზე. ვინც არ იცის რა მოხდა, აი მოკლე მონახაზი: ვიღაცამ გააკეთა პატრიარქზე ვიდეოშარჟები. შემდეგ, თეა თუთბერიძემ დადო ეს ვიდეო თავის FB -ს "კედელზე". ნანა ლეჟავას ეს აღმაშფოთებლად მოეჩვენა და ...more»
ბლოგკემპი და სამომავლო გეგმები
ალბათ უკვე ყველამ გაიგო რომ ნიუ მედია ფორუმი ჩატარდა, ამიტომ ფაქტობრივ დეტალებზე არ გავჩერდები. ორშაბათს, რიგი მიზეზების და უფრო მეტად საკუთარი უტვინობის საფუძველზე არ/ვერ წავედი. ამიტომ გადავწყვიტე სამშაბათს აუცილებლად ამენაზღაურებინა ეს დანაკლისი და დილიდან საღამომდე იქ ვყოფილიყავი. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა მთაწმინდის პარკი. არ ვიცი, ერთადერთი ვიყავი, ვისაც ის აქამდე ნანახი არ ჰქონდა, თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ აი.. ...more»
Dreams…
მორიგი ჯაჭვური პოსტი. მადლობა პოლსკას თაგისთვის. ტიპი დაიჭერს ოქროს თევზს. ტრადიციულად, თევზი სთავაზობს სამ სურვილს.. - მინდა ბევრი ფული, მანქანა, მაგარი სახლი - ეს პირველი სურვილი.... ანეკდოტიდან... ოცნებები.. ) პრინციპში, როგორც რამდენიმე ბლოგზე უკვე ითქვა, ჩვეულებრივი, ადამიანური სურვილები უფრო მეტი მაქვს, ვიდრე ოცნებები, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვოცნებობ. ამიტომ, გადავწყვიტე აქ უფრო "აუხდენელი" ოცნებების კატეგორია ჩამომეწერა, ახდენად სურვილებს, ისედაც ხშირად ვწერ. 1. ჩემი ...more»
წონაზე და ურთიერთობებზე…
მაღაზიაში: - ბორჯომი რა ღირს? "პახმელიაზე" ვარ. - 10 ლარი. - ??? ათი ლარი რა უბედურებაა? - არ გქონია შენ პახმელია გაზეთში წაკითხული ანეკდოტი. პედიატრიაში, გვასწავლეს, რომ პატარა ბავშვებს, აქვთ ზრდის  ოთხი ფაზა.. პირველადი დამრგვალების პერიოდი(2-4 წელი), პირველადი აჭიმვის პერიოდი(5-7 წელი), მეორადი დამრგვალების პერიოდი(7-9 წელი) და მეორადი აჭიმვის პერიოდი ( 9 წლის ზემოთ).  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მას შემდეგ რაც "მეორადი დამრგვალების პერიოდი" დამეწყო, იქიდან არც ...more»
Tired
შეიძლება თამამად ითქვას რომ კარგი დღე მქონდა.. ლექციით დაწყებული, შოკოლადის ტორტით დამთავრებული. მაგრამ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ კარგი დღის ბოლოს "სულის კივილი" პოსტის დაწერა მომინდა, იმიტომ რომ არის ისეთი მოვლენები, რომლის ცქერა და მშვიდად ყოფნა, ხან და ხან, თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია. დავიღალე ადამიანებით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ის, რაც მათი დამსახურება სულაც არაა, მათ რაიმეთი "აუმჯობესებს".. კანის ფერი, რომელიც გენების ნაკრებია... გარკვეულ ლოკაციაში ...more»
პირველი სექტემბერი
მე ჯერ კიდევ ვეკუთვნი იმ თაობებს, რომლებისთვისაც პირველი სექტემბერი, პირველი სექტემბერია და არ აქვს მნიშვნელობა როდის არის, პირველ სექტემბერს, ოც სექტემბერს თუ ხუთ ოქტომბერს. მოკლედ, ხვალ ჩემი თსსუ–ში ყოფნის რიგით მე–7 წელი და მე–5 კურსი(+2 წელი კოლეჯი) იწყება. ჯერ კიდევ სამი – ოთხი წლის წინ მე–5 კურსი საოცრად შორეულად მიმაჩნდა, მე–5 კურსელები კი დიდი დეიდები და ბიძიები მეგონა და აი, უკვე მე ...more»
რადიო და მე
საერთოდ, არ მჯერა "მისტიური" რაღაცეების. მკითხაობა, ჯადო, ჰოროსკოპი და ა.შ. თუმცა, ალბათ ისევე, როგორც ჩემი ნაცნობების და საერთოდ ადამიანების დიდი ნაწილი, მეც ვერთობოდი პერიოდულად მსგავსი "მისტიკით". აი, მაგალითად ჰოროსკოპი. ხელი აიწიოს იმან, ვისაც ერთხელ მაინც არ ჩაუხედავს რამე წიგნში "ეძიე ვარსკვლავი შენის" სტილის და არ უნახავს, რაზე უყვებიან ვარსკვლავები? ხოდა მეც ასე. იმ დღეს, ერთ-ერთ "ჰოროსკოპში", მსგავსი რაღაც ამოვიკითხე ჩემს ...more»
bottom-img