ბლოგკემპი და სამომავლო გეგმები

ალბათ უკვე ყველამ გაიგო რომ ნიუ მედია ფორუმი ჩატარდა, ამიტომ ფაქტობრივ დეტალებზე არ გავჩერდები.

ორშაბათს, რიგი მიზეზების და უფრო მეტად საკუთარი უტვინობის საფუძველზე არ/ვერ წავედი. ამიტომ გადავწყვიტე სამშაბათს აუცილებლად ამენაზღაურებინა ეს დანაკლისი და დილიდან საღამომდე იქ ვყოფილიყავი.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა მთაწმინდის პარკი. არ ვიცი, ერთადერთი ვიყავი, ვისაც ის აქამდე ნანახი არ ჰქონდა, თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ აი.. უუუ ) ძალიან მომეწონა. ატრაქციონების დიდი მოყვარული არ ვარ, ამიტომ მაგ ნაწილზე არ გამიმახვილებია ყურადღება, სხვა დანარჩენი ძალიან საყვარელია, რაც მთავარია სუფთა ჰაერი, ბევრი სიმწვანე და კვირის დღეებში, მეტ–ნაკლებად მშვიდი გარემო.

როგორც მივხვდი, მეორე დღეს ხალხი ბევრად ნაკლები იყო ვიდრე ორშაბათს. დილიდან სამი ლექცია იყო ასარჩევად, სოციალური მედიის ზეგავლენაზე დიდხანს ვიფიქრე და მერე უარვყავი ეს იდეა, სვითის ლექცია ვორდპრესს ეხებოდა, ამიტომ აღარ წავედი და შესაბამისად აღმოვჩნდი  დუგლას არელანესის სემინარზე “მედიის განვითარების tool-ების” შესახებ.

სულ თავიდან 5-6 კაცი ვიყავით (ჩემი აზრით ეს დაინტერესებული პირების multitasking-ის ბრალი იყო, ბევრი საინტერესო ლექცია იყო ერთდროულად და ყველა ცდილობდა, ყველგან მომხვდარიყო). რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის დუგლასის მეტყველების მანერა, რომელიც იყო ძალიან მკვეთრი და ამიტომ ყველაფერი მესმოდა რასაც ამბობდა (Thank you, Douglas ).  ლექციაში ბევრი საინტერესო შესაძლებლობის შესახებ გავიგე, რომელიც მე (როგორც პირად ბლოგერს)  ნაკლებად გამომადგება, თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა, თუნდაც იგივე NGO-ებისთვის (მაგ., Ushahidi, Laconica).

მერე იყო დოდკას სემინარი ინტერნეტ მარკეტინგზე. იმის გამო რომ დუგლასის სემინარი ცოტა გვიან დამთავრდა და დოდიმ გვიან დაიწყო, ვერ მოვასწარი როკოს მოსმენა (ასევე ჩემთვის საინტერესო თემაზე SEO-ებთან “ურთიერთობაზე” ლაპარაკობდა). ორივე ლექცია (როგორც დუგლასის, ისევე დოდკასი), იყო კატეგორიიდან “ინფორმაცია, რომელიც თითქოს იცი, მაგრამ რომელზეც ყურადღების გამახვილება მაინც გჭირდება”.. აი, თუ გქონიათ შეგრძნება, რომ ზიხართ ლექციაზე, საკითხი თქვენთვის ნაცნობია, ინფორმაცია უკვე გაქვთ, მაგრამ მაინც თითქოს რაღაც ახალია. ანუ, ის დეტალები, რომლებიც აქამდე იცოდი, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევია.

Image0075

ეს ჩუპა–ჩუპსი ომედიამ დააფინანსა პირადად ჩემთვის ^^

ლანჩის შემდეგ, ჯერ ინტერნეტ-ტელევიზიის გაკეთების ვორკშოპზე წავედი, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ დიდად არ მაინტერესებდა ეს საკითხი, ამიტომ ჯერ უბრალოდ ბლოგერებთან ვიჭორავე, მერე ცოტა ხანი სვითის რჩევებს მოვუსმინე ბლოგინგთან დაკავშირებით(და ისევ ის დეტალები, რომლებიც იცი, მაგრამ აიგნორებ). ბოლოს ბლოგროლ.ჯი-ს პრეზენტაცია იყო.  როკომ ძალიან საყვარელი, მსმენელ-friendly, სლაიდშოუ გვაჩვენა, ვიკამათეთ, ვიმსჯელეთ, ბოლოს დიიიდი აპლოდისმენტებით დავაჯილდოვეთ ომედია+დოდი-სვითი+სოროსის ფონდი და წამოვედით სახლებში.

მთაწმინდის პარკიდან “ბლოგოსფერო”(ნუ, საკმაოდ ბევრი ბლოგერის გამოკლებით, მაგრამ მაინც) ერთად ჩამოვგორდით. ავტობუსში ყველამ პატიოსნად ავიღეთ ბილეთები ( :სამაგალითო მამულიშვილების სმაილი: ) . კიდევ ვიჭორავეთ, ვიცინეთ, ვიკისკისეთ და მოვგორდი კიდეც სახლში. ძალიან დადებითი მუხტით(ქართული ბლოგოსფერო, ძირითადად ჩემნაირი ოღრაში, ურჯულო, უჯიშო, უნამუსო და ა.შ. ხალხით არის დაკომპლექტებული, ამიტომ უზომოდ მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა) დავიტვირთე.

ზემოთთქმულის(გადახდენილის/განცდილის) შემდეგ გადავწყვიტე ცვლილებები გავაკეთო ბლოგში(იმედი მაქვს

ბლოგერები ვიხდით ფულს ავტობუსით მგზავრობაში. შენ?

ბლოგერები ვიხდით ფულს ავტობუსით მგზავრობაში. შენ?

გამომივა).

ეს ცვლილებებია:
1. უკვე შეგიძლიათ შეამჩნიოთ პოსტების პაააწაწინა ჩამონათვალი ყოველი პოსტის ბოლოს.. ეს არის ე.წ.  related posts, ანუ, სხვა პოსტები, რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდება იმას, რომელიც უკვე წაიკითხეთ. როდესაც პოსტს არ აქვს სხვა, მასთან დაკავშირებული ნაწერები, თქვენ ნახავთ სამ, ყველაზე “კომენტირუხვიან” პოსტს. )
2. სერიოზულად დავფიქრდი სერვერის შეცვლაზე :ა.ბლოგი ძალიან ნელა იტვირთება, ბ. ყოველი მესამე რეფრეში ერორებით მთავრდება.
3. გადავწყვიტო მოვაწესრიგო პოსტვის სიხშირე. ძალიან არარეგულარული ვარ. ხან ყოველდღე ვწერ, ხან ორ კვირაში ერთხელ, ამიტომ ალბათ ავარჩევ 2-3 დღეს კვირაში, როდესაც დაიდება პოსტები.
4. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ ერთ ახალ კატეგორიაზე და მასთან დაკავშირებულ ფეიჯზე.

5. კიდევ ბევრ რაღაცაზე ვფიქრობდი, მაგრამ დამავიწყდა უკვე, მოკლედ თავად ნახავთ.

ჰუჰ, მგონი გავედი სათქმელის ბოლოში, გიხაროდენ! ) წავედი ახლა თქვენს კომენტარებს ვუპასუხო.

update: ხო, კატეგორიების რეორგანიზაციას ვგეგმავ კიდევ :იეს:

P.S. აღფრთოვანებული ვარ blogroll.ge-ს ეფექტურობით, სამი დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი გადმოვიდა, ტოპ.გე ნერვნო კურიტ ვ სტორონკე )

მსგავსი პოსტები

8 Comments

  1. 1
    НАТУРЩИЦА says:

    მთელი გულით “მშურს” თქვენი სოციალურობის :yes: :) good job :up:

  2. 2
    კოტე (ძმა) :-) says:

    რა გეგმები, რა გეგმები ;-) !!! What a dedicated person :-)

  3. 3
    dv0rsky says:

    აუ მეც დავფიქრდი სერვერის/ჰოსთინგის/სერვისის გამოცვლაზე…

    ჰმჰმ…

  4. 4
    Spieler says:

    :) MMORPG-ზე რატო არაფერი დაწერე? :D

  5. 5
    თინი says:

    შენ მარტო არა ხარ, მეც არ ვიყავი აქამდე ნამყოფი :user: :D

  6. 6
    ნასტასია says:

    ბლოგროლის გაშვების მერე აშკარად მოიმატა ჩემთანაც შემომსვლელებმა…

  7. 7
    Kate says:

    ჩემდა ბედად მაინცდამაინც სამუშაო დღეებში ხდება ხოლმე ასეთი კარგი შეხვედრები რა :( არადა მეც ძალიან მაგრად მინდოდა წამოსვლა.

    მე 20 თეთრად ვმგზავრობ :P

  8. 8
    ნებიერა says:

    ესაა გოგო… ყოველ მესამე დღეს დავპოსტავო?

1 Trackbacks

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »