Take it easy

ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები იმას, რომ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ არ შეუძლიათ მოდუნება.
სერიოზულად.
ჩვენთან დასვენების და გართობის დროსაც კი, რაღაცნაირად შებოჭილია ბევრი და ფიქრობს იმაზე, რა უდევს ამ ყველაფერს “ქვეაზრად”…  აღელვებთ რატომ შემოხედა ვიღაცამ მარჯვნიდან მარცხნივ და არა პირიქით, რატომ გააკეთა მისალმებაში მახვილი ბოლო მარცვალზე, რატომ უთხრა ის “ისე” და არა “ასე”…  ჩვენს ადამიანებს აქვთ მუდმივი ეჭვები “შეფარულ აზრებთან” დაკავშირებით.. თუნდაც გაცვეთილი, ქუჩის ბიჭური “ახსენი, ძმაო” რად ღირს.

აი, ახლა ერთი ამბავია ატეხილი ჰელოუვინზე. ადამიანების ნაწილს, მწვავედ მიაჩნია, რომ ამ დღესასწაულით(ისევე როგორც სხვა ბევრით) “ქართველობას გვართმევენ”. ნაწილი გეტყვის რომ “უF, მოდას ყვებიან, ჩვენებური ყველაფერი ბანძი ჰგონიათ და ევროპელობენ”(ეს უკანასკნელი აზრი ვალენტინობის დროსაც ისმის გულისარევამდე ხშირად). არადა, ყველაფერი ძალიან, ძალიან მარტივადაა. გინდა რაღაც აღნინშნო? აღნიშნე. არ გინდა – ნუ. თუკი, ვიღაცას სჭირდება რაღაც დამატებითი დღე იმისთვის რომ იმხიარულოს, რაც უნდა ის აღნიშნოს. თუნდაც, ალბანეთის დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ რა? მე რა? შენ რა?

c’mon, რატომ არ გვკიდია?

რაღაც, “ნე ვ Fორმე” ვარ და არ გამომდის კარგად დალაგება. მაგრამ იმედს ვიტოვებ, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

დაიკიდეთ, მაინც ყველანი მოვკვდებით :D

relax

შემთხვევითი პოსტი

10 Comments

  1. 2
    sunny says:

    :D კი ნამდვილად ეგრეა….
    არადა როგორ ძაან მინდა ჰელოუინის გაკეთებდა და არავინ მყვებაა..
    ჩემს მეგობრებს ვგულისხმობ :(

  2. 3
    Sophie Golden says:

    მეც ამას ვამბობ! ლოლ
    მაგრამ ყველგან ასეა უმრავლესობა, სულ ქვეაზრებს და ქვეტექსტებს ეძებენ, ბლინ :|

    ჰავაიზე მინდა, ან ამსტერდამში, კაკ მინიმუმ :D

    http://www.youtube.com/watch?v=XNP8xzknq58&feature=related

    ;)

  3. 4
    Sal says:

    ეგარის რომ მარაზმი აქვთ ადამიანების უმეტესობს შIგნიდან,
    მეც ვაფრენ ხოლმე მომენტ მასე და ვიძაბები უაზროდ, მერე აზზე მოვდივარ, საქს ენივეი ..

  4. 5
    Clown^^ says:

    გეთანხმები :))

  5. 6
    Lord Vader says:

    ეგრე კაიფი არაა.
    შენ რომ აღნიშნავ და სხვასაც აიძულებ ან რომ არ აღნიშნავ და სხვასაც არ აცლი – მაგაშია ქართული კაიფი.

  6. 7
    Natalia says:

    ხანდახან განსაკუთრებით მიმწვავდება და მაღიზიანებს ასეთი რაღაცეები, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. ამდენ წვრილმანზე ნერვიულობა – არ ბეზრდებათ? [ეხლა სხვა რაღაც გამახსენდა და იქ გადავედი, მაგრამ პოსტის შესაფერისი არის ის 'რაღაც' ;) ]

  7. 8
    Lord Vader says:

    ჰო BTW, ჩათვალე რომ ეს პოსტი შენ გეძღვნება :)
    http://wp.me/pBTza-cs

  8. 9
    piccolina says:

    ნატოშ, ფონტი გაამუქე და ცოტა გაზარდე, თორე გამიჭირდა წაკითხვა )))
    პირველი აბზაცის პრობლემა ძალიან მაწუხებს :/
    ფრაზები წიპა: “ააა, აი, ხედავ? ასე გააკეთა, ესეიგი ასე აქვს ჩაფიქრებული” ყელშია უკვე.

  9. 10
    Kate says:

    “დაიკიდეთ, მაინც ყველანი მოვკვდებით ” აუუუუუუუუ, გადავბჟირდიიიიი :D :D :D :D :D :D :D :D

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »