top-image

Archives for November, 2009

what really matters…
მახსოვს, მე-7 კლასში პირველი 3-იანი მივიღე. მათემატიკის საკონტროლოში. რაღაც ახალი სისტემა შემოიღეს, 45 წუთში 15 საკითხი უნდა ამოგვეხსნა, ხოდა დროში ვერ ჩავეტიე, მხოლოდ ათს გავეცი პასუხი. მაშინ ძალიან ბევრი ვიტირე.  ახლა მიკვირს, ჩემი მშობლები არასოდეს აქცევდნენ ნიშნებს ყურადღებას და ასე ძალიან რატომ ვდარდობდი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. შემდეგ, უკვე კოლეჯში, ყოველ გამოცდაზე ნახევარ სიცოცხლეს ვტოვებდი (9 სიცოცხლის არსებობის დადებითი მხარე :D ) ბიოლოგიის ...more»
casual პოსტი, ზამთრის არომატით.
ჰუჰ.. დიდი ხანია არ დამიწერია. წინასწარ ვამბობ, ვისაც პირადი პოსტების კითხვა არ გიყვართ, შეგიძლიათ დახუროთ ბლოგი, იმიტომ რომ ახლა ზუსტად რომ პირადი რაღაცეების მოყოლას ვაპირებ.. პირველი -  ბოლო დროს საღამოობით საინტერესო გასართობი ვიპოვე - მძინავს.  საღამოს 10-დან დილის 7-მდე, პატიოსნად, პირველკლასელივით. მაღვიძარაც კი არ მჭირდება გასაღვიძებლად. ერთის მხრივ ეს თითქოს ძააალიან კარგია (ბავშვობიდან სულ მაგას არ გვიჩიჩინებდნენ, რომ ნორმალური დღის რეჟიმით უნდა ...more»
Truth… Do you need it?
ჩვენ ყველამ ვიცით რომ ტყუილი ცუდია. რატომ და რისთვის ეს არ აგვიხსნეს, უბრალოდ ბავშვობიდან გვასწავლეს რომ ტყუილი ცუდია, რომ არასოდეს უნდა მოვიტყუოთ, და რომ "ტკბილ ტყუილს, მწარე სიმართლე სჯობს"... გააჩერეთ ქალაქში ჩვეულებრივი, რიგითი გოგონა ან ვაჟი 15-30 წლის მონაკვეთში და ჰკითხეთ ბანალური "რას არ აპატიებთ საყვარელ ადამიანს?"... წინასწარ გეუბნებიტ რომ ორი მოწინავე პასუხი იქნება "ტყუილი" და "ღალატი".. ერთი - ორი ...more»
Your birthday..
Happy birthday. Yes, you really existed. ...more»
შიზოფრენია
ინსპირირებულია მარიკას მონაყოლი, ფსიქიატრიული შემთხვევით. მზის სხივები ფანჯარაში იჭრებოდა და ატმისფერკედლებზე ეცემოდა. ვიწრო ზოლში რომელსაც ისინი ქმნიდნენ, კარგად ჩანდა, როგორ ტივტივებს ჰაერში მტვრის ნაწილაკები. ლ. - დიდი ხნის განმვალობაში იჯდა გაუნძრევლად და მტვრის ცურვას ადევნებდა თვალყურს. ოთახში საათის ხმა და მისი ბავშვის წყნარი სუნთქვა ისმოდა. ცოტა ხანში, თითქოს გონს მოეგო, თავი გაიქნია და საათს გახედა. 5 საათი ხდებოდა. ცოტაც, და ქმარი მოვიდოდა ...more»
ზამთარი მოდის, როდესაც..
"მაუსის" ხელი იწყებს გაყინვას. ქუჩიდან სახლში შემოსვლისას ცხვირი წითელი მაქვს. სულ უფრო ხშირად მიჩნდება სურვილი, სეირნობისას ხელი თანამგზავრის ჯიბეში ჩავყო. ჩემი კატა სახურავის ნაცვლად, ღამეს ჩემს ფეხებთან დაწოლილი ატარებს. სახლში სეზონზე პირველად ჩართული კარმის(ან სხვა რომელიმე გამათბობლის) სუნი დგება. დილაობით სულ უფრო ნაკლები სურვილი გრჩება ცხვირი გამოყო თბილი საბნიდან. სულ უფრო ხშირად გახსენდება, რომ შარშან ბაკურიანში კარგ ადგილას იშოვე, სიმპატიური "კოიკა". იწყებ დღეების ათვლას ახალ წლამდე. გახსენდება, რომ ...more»
მარკეტინგზედ…
მთელი ცხოვრება ვიძახდი, რომ ბიზნესი, ეკონომიკა, მარკეტინგი და ა.შ. არის ის საგნები, რომლებიც საოცრად შორია ჩემგან. მიდრეკილებით ბიოლოგიისკენ ვიხრები, ყველაზე მეტად (აქ უნდა ყოფილიყო "ქიმიო-ბიოლოგიისკენ", მაგრამ ქიმია დიდად არ მიყვარს). თავის დროზე ძალიან მაინტერესებდა ცოცხალ ორგანიზმებთან დაკავშირებული "შპუნწიკები", სკოლაში კარგად ვსწავლობდი ბიოლოგიის განხრის საგნებს.. და ნუ მოკლედ.. ახლაც ისეთ პროფესიას ვსწავლობ (ჯერ-ჯერობით), რომელიც ადამიანის გარშემო ტრიალებს, თუმცა ეს ცოტა სხვა ...more»
ძველი წერილები
წერილების წერა მიყვარს. ვერასოდეს ვწერდი დღიურებს, რაღაც დაფარულ ჩანაწერებს "მხოლოდ ჩემთვის", c'mon,  ჩემი ჩანაწერები თავშიც მყოფნის. აი, წერილი სულ სხვა ტიპია, განსაკუთრებით გემრიელი დასაწერი და მერე უფრო მაგარი გადასაკითხი. ჩემი ერთ-ერთი პირველი საფოსტო ყუთი, რომელიღაც რუსულ სერვისში იყო გახსნილი, შემდეგ სერვისი გააუქმეს და საფოსტო ყუთი "დამეკარგა". ფაქტიურად,  ჩემი ინტერნეტ-ცხოვრების პირველ 2-3 წელს "მიწამი პირი უყო". არადა, მაშინ ბევრად უფრო აქტიურად მქონდა ადამიანებთან ...more»
გამარჯობა, ირანო, შენი?!
მას შემდეგ, რაც აგორდა ინტერნეტ-სკანდალი, რომელზეც მეც  დავწერე პოსტი, დიდი იმედი მქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს მორჩებოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ყოველ დღე, უფრო ახალი და ახალი სიურპრიზები მხვდება. ალბათ უკვე ყველამ გაიგეთ, რომ დააკავეს ორი მოზარდი, რომელსაც ბრალი ედებათ "მამა ბუასილობაში" (ანუ, იმ ვიდეოების ავტორობაში, რომლებიც გაკეთდა პატრიარქზე). არ ვაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ ეს რეალურად ის ადამიანები არც არიან.  ...more»
bottom-img