ჩვენ ყველამ ვიცით რომ ტყუილი ცუდია. რატომ და რისთვის ეს არ აგვიხსნეს, უბრალოდ ბავშვობიდან გვასწავლეს რომ ტყუილი ცუდია, რომ არასოდეს უნდა მოვიტყუოთ, და რომ “ტკბილ ტყუილს, მწარე სიმართლე სჯობს”…
გააჩერეთ ქალაქში ჩვეულებრივი, რიგითი გოგონა ან ვაჟი 15-30 წლის მონაკვეთში და ჰკითხეთ ბანალური “რას არ აპატიებთ საყვარელ ადამიანს?”… წინასწარ გეუბნებიტ რომ ორი მოწინავე პასუხი იქნება “ტყუილი” და “ღალატი”.. ერთი – ორი განსაკუთრებით მწვავედ აღნიშნავს, რომ “ყველაფერს აპატიებს, ოღონდ არ მოატყუოს”..
აააახლა მეორე მხრიდან, აიწიეთ ხელი, რამდენი იცნობთ “მე არასოდეს ვიტყუები და ყოველთვის სიმართლეს ვამბობ” ტიპებს? კარგია, კარგი.. მომწონს.. ახლა აიწიეთ ხელი რამდენი ხართ ასეთი ტიპი?
ა-ჰა.. gotcha ![]()
შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო მომენტია.. აი, მე მაგალითად, ყველაზე ახლო ადამიანებიდან, ბებია მყავს ასეთი, რომელიც ყოველთვის ყველას სიმართლეს ეუბნება. ნუ, აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, შეუძლია არც ისე ახლობელ ადამიანს, უბრალოდ ნაცნობს პირდაპირ უთხრას, რომ ამ ადამიანს სრულიად არ უხდება შეჭრილი თმა/შარვლის ტარება/ჩოლკა/პომადა და ა.შ. შეიძლება გააფორმოს “ამ შარვალში ტრაკი ისეთი დიდი გიჩანს” და ბოლოს დააყოლოს “არა, საწყენად კი არ გეუბნები”…
რამდენიმე ხნის წინ, თბილისის ფორუმზე, ერთმა გოგომ თავისი საქორწილო კაბა დადო, რომლის ჩაცმასაც უახლოეს მომავალში გეგმავდა. ერთი-ორმა ფორუმელმა პირდაპირ გამოხატა შემდეგი ტიპის აზრები: “შენნაირ მკერდზე, ასეთი კაბის ჩაცმა არ შეიძლება” და ა.შ… ნუ, აზრი? გოგოს რამდენიმე დღეში ქორწილი აქვს, კაბა უკვე ნაყიდია, გამზადებული.. ასე ვთქვათ, და შენ ამ დროს სიტყვით გამოდიხარ, რომ თურმე ასეთი კაბის ჩაცმა არ შეიძლება.. ახლა ვიღაც გამოვა და იტყვის, რომ “თუ სხვისი აზრი არ აინტერესებდა, რისთვის დებდა სურათებს ფორუმზე” – პრინციპში, ვისაც ეს კითხვა გაუჩნდა, მართლები ხართ და იმ კრიტიკული აზრის გამომხატველებსაც სრული იურიდიული უფლება ჰქონდათ თავისი აზრი გამოეხატათ. მაგრამ, C’mon, ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ მსგავს მომენტებში, სურათები თითქმის არასოდეს იდება “საღი აზრის” მოსასმენად, ამიტომ დარწმუნებული ხართ რომ თქვენი “ობიექტური შეხედულება” იქ საერთოდ საჭიროა? არა, თქვენ თუ სხვის კომპოტში ძმრის ჩასხმით ერთობით ხოლმე(პრინციპში ვინ არ ერთობა ხოლმე ასეთი რაღაცეებით ხან და ხან მაინც) მაშინ go on.
გასაგებია, რომ ჩვენ ყველანი კარგი ტიპები ვართ, სიმართლის მოყვარულები და პირში მთქმელები. ისიც გასაგებია, რომ საკუთარი კრიტიკული აზრის შეკავება, ხან და ხან შარდის შეკავებაზე უფრო ძნელია ხოლმე.. გეწერინება/გეთქმევინება, ხელები და ენა გექავება.. და მაინც ვიფიქროთ იმაზე, რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი.. ბოლოს და ბოლოს, თქვენც არ მოგეწონებოდათ ყოველდღე, ყველა იმ “პირდაპირი აზრის” გაგონება, რომელსაც თქვენზე გარშემომყოფები ფიქრობენ.
დაკავშირებული პოსტები ბლოგოსფეროდან:
პირდაპირ და მარცხნივ – by Lilian
10 ყველაზე გავრცელებული ტყუილი – by Doin.ge







იცი როგორი ვარიანტია, კაბის შემთხვევაში ადამიანი გიწვევს იმისთვის რომ უთხრა ის რაც უნდა უთხრა.
მეორე ვარიანტია როდესაც ადამიანი არაფერს ითხოვს და შენ მაინც ატაკებ იმას რაც გინდა რომ უთხრა.
ხოდა ორი შემთხვევაში სიამოვნება არის მაგრამ ბევრი სხვა რამეც არის აქედან გამომდინარე როგორც დედაჩემმა დამიწერა კომენტარში “გააჩნია როგორ იტყვი, თორემ თქმა ყველაფრის შეიძLება” რაც პრინციპში სიმართლეა!
პ.ს მადლობა დათაგვისთVის :*
დღეს გამიჩნდა ასეთი კითხვა პირველად სიმართლე რო გითხრა. მეგობარს ვუთხარი რო ვმამენტ არ ვიხმარდი თუ აუცილებლობა არ იქნებოდა დ აგაუტყდა (არაა ქართველი არ ვქარ ვაბშე საქართველოში ამჯამად) ))) და ვიფქრე რო მეთქწვა რომ ძლაიან სექსი ხზარ და ერთი სული მაქვს როდის შეგიყოფ თქო უფორ სწორი იქნერბოდა თუ არასწორი.
მარა მერე დავფიქრდი რ აუფრო წრორია ადმაინს უთხრა რომ ღმერთი არსებობს თუ დარვინი არსბეობდა და მოკვდა… და აღარ არსებობს იმენა აღარ არის დ ავსიო!!! ჩემს თავზე გავაანალიზე, და მეორე!
ძალიან კარგი პოსტი იყო! რაღაც ოერიოდი ნათლიაჩემთან ერთად ვცხოვრობიდ ხოლმე. ხოდა, ყოველთვის, როცა სადმე გადაპრანჭული მივდიოდი და ვკითხავდი, აბა ლია, როგორ გამოვიყურები, ის მპასუხობდა, ხო, ნუ, არაგიშავს! შედეგად, ახალი კაბაც, მაკიაჟიც და ვარცხნილობაც ფასს გარკავდა და ჩემი განწყობაც კატუ პად ხვოსტ! რამდენჯერმე ვკითხე, რატომ აკეთებ ამას-მეთქი და პასუხი იყო ის, რომ მე არ შემიძლია შენ მოგატყუო, იმიტომ, რომ შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ, თუ ჩემი აზრი არ მოგწონს, ნუ მეკითხები! სიყვარყულის ძალიან უცნაური ფორმაა, მუდმუვად აკომპლექსებდე ადამიანს, ვერაფერს იტყვი! ვთვლი, რომ მსგავს შემთხვევებში სიმართლის მიხლა არაა საჭირო, ის სიმართლე, იმ წუთას, არავის სჭირდება. ყველამ ისედაც კარგად იცის, 100 კილოს რომ იწონის, ან მკერდი რომ არ აქვს საერთოდ და ა.შ.
მშვენიერი პოსტი იყო
ხანდახან, შეკითხვის წინ ვფიქრდები ხოლმე, აქვს თუ არა საერთოდ მნიშვნელობა ამ კითხვას.. თუ ვიცი მისი აზრი დაახლოებით, შეიძლება უხერხული სიტუაცია და ტყუილის თქმა ავაცილო.. ნუ, მაინც.. უმეტეს შემთხვევაში, როცა სუბიექტური საკითხია, ჩემს აზრს არ ვიცვლი ხოლმე და არც სხვისას აქვს დიდი გავლენა.. ასე რომ მთავარია მე მომწონდეს..
@მწარე
გეთანხმები. თუნდაც რაღაც დეტალი არ გამოიყურებოდეს კარგად, როცა მაგ დეტალის გამო თავს კარგად და თავისუფლად გრძნობ, ასეც იქცევი და ეგ იმ დეტალების ნაკლსაც გადაწონის. მთავარი ხომ ისაა, როგორი განწყობა გაქვს.. და რომ დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში…
ეს ორმხრივი მომენტია, ვინც კითხულობს ისიც უნდა აანალიზებდეს, რომ კითხვას ერთადერთი პასუხისთვის არ სვამს და სხვა პასუხების მიღებაც შეუძლია. ანუ კითხვა შეიძლება მართლა სიმართლის გასაგებად იყოს დასმული, ან მხოლოდ ერთი პასუხისთვის. თუმცა შეიძლება ზოგჯერ მაინც მიხვდე, რომ კითხვის ავტორს პასუხის ერთადერთი ვარიანტი აინტერესებს და არ ჩაუშხამო
მე მეზიზღება სიმართლე!
ჰოლი ჰელ, თითქოს მე არ ვიცოდი
არის შემთხვევები, როცა შენი სიმართლე არავის სჭირდება და თუ ტყუილის თქმაც არ გინდა, უბრალოდ უნდა გაჩუმდე.
იმიტომ, რომ ზოგჯერ შეიძლება ადამიანს მთელი დღე/საღამო/ღამე გაუფუჭო.
რამდენიმე ხნის წინ ვიყავი ქორწილში და მაშინ მითხრა ერთმა გოგომ “კეთილად”, გასუქებულხარ, ეს კაბა ადრე სხვანაირად გქონდაო
დასკვნა: უნდა იცოდე როდის თქვა სიმართლე, და როდის -არა
ხანდახან უბრალოდ გამხნევებისთვის გვჭირდება სიტყვები ’შენ ყველაზე მაგარი ხარ’, თორემ თვითონაც ხომ ვიცით, რომ ’ყველაზე მაგარი’ როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს : ))
ლილიან ნუ, აღიარე, რომ ნებისმიერ ვარიანტში, ჯასთ შიამოვნებას იღებ იმის “მიხლით” რასაც ფიქრობ, თორემ არის ბევრი სიტუაცია, როდესაც შეიძლება უბრალოდ გაჩუმდე და ჩაიარო
საყვედურის და ცუდი ტონით არ ვამბობ, არავინ ვართ ფრთიანები.
2კიჯა ღმერთის არსებობა/არარსებობა ცოტა უფრო ღრმა საკითხია, თუმცა კი, ეხება “სიმართლის” ცოდნა არ ცოდნას, მაგრამ აქ უკვე ჩნდება ის, რომ სიმართლე სხვა და სხვა არსებობს განსხვავებული ადამიანებისთვის + ის, რა არის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
მწარე
სოფი
ნატალია
აი, აი.. მანდ ვარ მეც. არის სიტუაციები, როდესაც ვიღაცის “მართალი აზრი” არაფერში გჭირდება. სხვა საკითხია, როდესაც მე მოვდივარ და (ყველაზე პრიმიტიული მაგალითი) გეკითხები მწვანე ფეხსაცმელი ვიყიდო თუ ლურჯი.. მაშინ გამოხატე შენი აზრი, კი, ბატონო.. მაგრამ ნუ დანარჩენ შემთხვევებში არის რაღაცეები, რაზეც არაა ლაპარაკი. განსაკუთრებით აგრესიული ვარ “უი, კიდევ გასუქდი, რა არის დიეტაზე დაჯდომას არ აპირებ?” ტიპის კეთილმოსურნეებისთვის. რომლებსაც, რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს შენთვის რაღაც “ახალი ამბავია”, ან მისი შენიშვნის მერე გაიქცევი და შიმშილობას დაიწყებ.
Lintu
ხო, ადამიანი მეტ-ნაკლებად უნდა გრძნობდე “სიტუაციას” და სახლიდან გასვლამდე 2 წუთით ადრე არ უნდა “ახარო” ახლობელს, რომ კაბა არ უხდება, ან შარვალში “ბომჟური” ვიდი აქვს.
სამურაი ნელა-ნელა ვსწავლობ სხვისი აზრის დაკიდებას.. დაკიდებას რა.. არგათვალისწინებას კი არა, სხივს აზრზე “არგაღიზიანებას”. ხშირად ხომ ყველაზე მეტად ჩვენგან განსხვავებული შეხედულება გვაღიზიანებს. ))
როდესაც გარეგნობაზეა საუბარი, ვცდილობ აზრი არ გამოვთქვა. ის ადამიანი თუ ასე გამოიყურება, ზნაჩეტ მოსწონს თავისი თავი ისე ხო? და მამენტ ეგრე უფრო თავდაჯერებულია და თავდაჯერებულობა მთავარია
მმ, ყველას ურჩევნია გამოგონილ სამყაროშI იცხოვროს. მაგრამ თვითონ სხვებს არასოდეს აცლიან ხოლმე რომ სხვებმაც ისევე იცხოვრონ. ანუ გამოდის რომ არავინ ცხოვრობს გამოგონილ სამყაროში. ბლეე. როგორც წყალი გამკვრივდება ყოველთვის ყველაზე მეტად 4 გრადუს ცელსიუსზე, ისე იარსებებს ყოველთვის ეს რაღაცეებიც. იმ 4 გრადუსზე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, აზრი ხომ გასაგებად ვთქვი?:D ჰოდა რა საჭიროა ვიცოდეთ რა რატომ და როგორ, ადრე სულ არ ციოდნენ ადამინებმა რომ მკერდში გული ჰქონდათ მაგრამ ხომ ცოცხლობდნენ? .ეს რა შუაში იყო..მოკლედ, მეძინება. და უფრო მოკლედ, ვერაფერი ვეღარ გავიგე მაგრამ მომეწონა შენი პოსტი :p