top-image

Archives for December, 2009

საახალწლო პოსტი
რატომღაც თავში დამარტყა, ვიდეო-პოსტის  ჩაწერის იდეამ. 1.ხმა ისევ ისეთი ცუდია 2.სახე მაქვს კამერასთან ძალიან ახლოს და როგორც "სამოვარში" ისე ვჩანვარ ) 3. ახალ წელს გილოცავთ ყველას :) ...more»
საჩუქრებზე, დღესასწაულებზე და გულისაჩუყებებზე )
მიყვარს დღესასწაულები. არ აქვს მნიშვნალობა რა ) აღსანიშნი იყოს და ალბანეთის დამოუკიდებლობის დღესაც აღვნიშნავ (28 ნოემბერსაა, btw). განსაკუთრებით მიყვარს საყოველთაო ზეიმები.. ქართულიც და ამერიკული ფილმებიდან შემოჭრილებიც. ახალი წელი, ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი, გულის სიღრმეში მაინც იმედით უყურებენ კალენდარში ციფრების ცვლას. აი, მოვა ახალი წელი და ყველაფერი უკეთესად იქნება. ის, რაც ცუდი მოხდა, დარჩება უკან, წინ ...more»
წერილი თოვლის ბაბუას (ფაქტიურად მეორე)
პ.ს. (ნახატში არ ჩაეტია და აქვე მოგწერ) სოფომ ასე ჰსთქუ, მეც მინდაო, ხოდა ერთი წყვილი მაგასაც მიუტანე ^^ ...more»
Egal
ბოლო სამი დღეა ფულს ვხარჯავ. გემრიელად, სინანულის გარეშე. კარგი შეგრძნებაა სულ რომ შენია და რაშიც გინდა - იმაში გადაყრი. ნაძვისხის სათამაშოები ვიყიდე.  ორ კი არა - ათ ნაძვის ხეს ეყოფა )) ბლიზარდმა 7 უფასო სათამაშო დღე მაჩუქა ვოვში. ვირბინე ერთი საათი და მომბეზრდა. ინტერნეტში შემოვდივარ, ვამოწმებ ფორუმს, ფეისბუქს. ორ მეილს. მერე ვხვდები რომ სხვა საქმე მართლა აღარ მაქვს აქ. წავედი, კომპიუტერი ქსელიდან გამოვაძრო ) ეს თქვენ: ...more»
Status Report : IBT TOEFL passed.
WARNING: წინამდებარე ტექსტი გარდა გამოცდასთან დაკავშირებული მშრალი ფაქტებისა შეიცავს ემოციების აღწერასაც, ამიტომ ვისაც მხოლოდ ფაქტები გაინტერესებთ, მოგიწევთ ქიშმიშების ბულკებიდან ამოკრეფა :) mea culpa. გქონიათ შემთხვევა, როდესაც იღვიძებთ, საათს უყურებთ და ტვინი უარს აცხადებს მიიღოს რეალობად ის, რაც ციფერბლატზე დაინახა? კი? გამარჯობა თქვენი. გამოცდა 11.30-ზე იწყებოდა. 11 საათზე მეგობრის ზარმა გამაღვიძა (ახლაც გული მისკდება იმის წარმოდგენით, რომ შეიძლებოდა არ დაერეკა). გადარეული წამოვვარდი ...more»
გამოუძინებელი პოსტი
აბსოლუტური  ბლოგური "დამბლა" მაქვს. არ ვიცი რა ვპოსტო და რატომ ვპოსტო. უკანასკნელი უარესია. I mean, თემები რომლებზეც წერა შეიძლება მაქვს თავში, მაგრამ მათ შესახებ წერის აზრს ვერ ვხედავ. ერთი თვის განმავლობაში მესამედ მივუბრუნდი tumblr-ს. თავიდან "ისე უბრალოდ" გავაკეთე. მერე ერთი-ორი რაღაც დავდე. გუშინ მოდუსმა დადო თავისი ბლოგის ლინკი და გამახსენდა რომ მეც მქონდა მსგავსი რაღაც. არ ვიცი, რამდენად ხშირად განვაახლებ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ...more»
bottom-img