2009 Summary

გამშრალი პირის, ატკიებული თავისა და გაღიზიანებული ღვიძლების მესამე დღე დასასრულს მიუახლოვდა. ერთი-ორი კვირაც და ახალი 2010, ზუსტად ისეთივე გახდება როგორც ძველი 2009. ნწ. ეს არ არის პესიმიზმი, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ :)

გადავხედე 2008 წლის შემაჯამებელ პოსტს და მე თვითონ გამიკვირდა, აღმოჩნდა რომ ჩემი მაშინდელი სურვილების უმეტესობა ახდა. სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც.

აი ძველი სია, სტატუსებითურთ

  • სიმშვიდე. ზოგადი და ადგილობრივიშესრულებულია (ნუ, არამდგრადად, მაგრამ რაც არის ისიც კარგია)
  • ახალი ჰოსტი და დომენი ბლოგისთვისშესრულებულია
  • 80 ლვლ პრისტზე - ესეც Done
  • ჩეშირის კატიანი ყავის ჭიქა – 1,5  კვირის წინ მაჩუქეს. Done
  • ცოტა მეტი, არაინვალიდი, პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილების მიღების უნარიჰმმმმ…
  • იქნებ წელს მაინც მივხვდე რა მინდა.. – ნაწილობრივ შესრულებულია
  • აიპოდი – ზაფხულში ვიყიდე. Done
  • მეოთხე კურსი დანარჩენ სამზე უკეთესად დავხუროძალიან დიდი “ჰმ”. მეოთხე კურსი დავამთავრე ყველაზე ცუდად.
  • ხალი მაუსი :) ))) ძველმა ტვინი შეჭამავიყიდე, უკვე გაფუჭდა. ასე რომ ისევ მჭირდება ახალი მაუსი
  • სადმე ევროპაში მინდა.. ჩოტა ხნით მაინც :უსერ: - ევროპაში არა, მაგრამ თურქეთში ვიყავი სამი კვირით, ასე რომ ესეც Done.

2009 წლის მოკლე შინაარსი:

  • იანვარში ძირითადად ვპროკრასტინატორობდი და ჩვენი საზოგადოებით ვღშფოთდებოდი.
  • თებერვალში ჩავწერე პირველი ვიდეო პოსტი.
  • მარტში პირველად ვიყავი ბაკურიანში ჩემს ბიჭთან და მეგობრებთან ერთად.
  • აპრილში ვცადე “Perfect World”-ის თამაში. საკმაოდ მინორულ ნოტაზე შევხვდი ჩემს დაბადების დღეს.
  • მაისში დავიწყე წერა Weekend.ge-ზე(შესაბამისად, ბლოგინგში ფულის აღება).
  • ივნისში პირელად ვიმგზავრე მატარებლით. ვიყავი ბათუმში, ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სტუდიასთან ერთად.
  • ივლისში: ა.ბლოგი გახდა self-hosted-ი და გადავიდა მისამართზე imho.ge , წავედი თურქეთში საზაფხულო პრაქტიკაზე.
  • აგვისტოში ბეთხოვენა დაიღუპა.
  • სექტემბერში გადავწყვიტე ტოეფლის ჩაბარება. ბევრი ფიქრის შემდეგ დავიწყე სიარული კურსებზე CIE-ში.
  • ოქტომბერში Serv.ge-მ მაჩუქა ჰოსტი ჩემი ბლოგისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საჩუქარისთვის და ძალიან მაგარი სერვისისთვის.
  • ნოემბერში ვფიქრობდი ზამთარზე, ცხოვრების აზრზე და ვემზადებოდი ახალი წლისთვის.
  • დეკემბერში ჩავაბარე TOEFL-ის გამოცდა. მივიღე 95 ქულა. მქონდა ძალიან მაგარი შობა და უმაგრესი ახალი წელი მეგობრებთან ერთად.

ახალი წლისგან მინდა:

  • ყველა ახლო ადამიანი ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს.
  • ბილეთი ევროპაში. სასურველია სასწავლო ვიზით. სასურველია ზაფხულში (სასურველია ამ დროს არავინ წუწუნებდეს იმაზე რომ მივატოვე :უსერ: :მო: )
  • -30 კგ 2010 წლის ბოლომდე
  • ნორმალურად დამთავრებული კურსი
  • ჯანმრთელობა(არ მაქვს ახლა თხის და დრაკონის გრიპების დრო)
  • მართვის მოწმობა. ა.კ.ა. “პრავა”
  • ახალი მაუსი

…მეტი აღარ მახსენდება ) არაუშავს. მადა ჭამაში მოდისო და წლის განმავლობაში გავიხსენებ :D

წელს პირობას ვდებ:

  • აღარ ვიარო მაკდონალდსში ივნისამდე (თუ შემთხვევით აღმოვჩნდები, მხოლოდ ჩაის ან ფანტას დავლევ. ვოტ)
  • სერიოზულად მივუდგე გერმანულის სწავლას
  • ნორმალურად ვისწავლო და მაქსიმალურად ვეცადო, ორკვირიან კურაციებში ორზე მეტი და ერთკვირიან კურაციებში ერთზე მეტი გაცდენა არ მქონდეს.
  • უბრალოდ ვიყო კარგი გოგო, რომ გაისად თოვლის ბაბუამ კარგი საჩუქრები მომიტანოს.

მგონი სულ ეს არის, რისი თქმაც შეიძლება გასული წლის მოვლენებზე და მომავალი წლის იმედებზე.

შემთხვევითი პოსტი

8 Comments

  1. 2
    Landish says:

    გოგო რასაც დაიკლებ მე მომე რა…
    ბლინ ისე, მეც უნდა დავწერო ერთი შემაჯამებელი პოსტი…

  2. 3
    თვაგი says:

    მაუსი ალბათ ნამდვილი თაგვი გგონია და იმიტომ აფუჭებ :D

  3. 4
    Kate says:

    საყვარელი ადამიანი ხარ რა.
    ძალიან თან.
    აუ გეხვეწები ახალ მაუსს რომ იყიდი, მეც მითხარი სად რა. შემოვიარე მაღაზიები და ვერ ვიპოვე ისეთი, როგორიც მინდა.

  4. 5
    zghuladze says:

    -30 კგ 2010 წლის ბოლომდე

    ეს გამაკეთებინა და მარტო ჰოსტს კი არა, დომენსაც გაჩუქებ, თან 2 ცალს, ან 3, ან 4, რამდენიც გინდა :D

  5. 6
    CheshireCat says:

    თვაგი, ხო.. ვღრღნი ხოლმე :უსერ: :D
    ქეით, ასეთი რა მოთხოვნები გაქვს მაუსისადმი? :D ჩემთვის მთავარია ორი ძირითადი ღილაკი, სქროლი და “ბექ”-”ფორვარდ” ღილაკები ჰქონდეს. ასეთები კი ყელამდეა ყველა მაღაზიაში
    გია, კარგ დიეტას გასწავლი, არ გინდა? :D თან ძალიან “ყველაფერზე უარისმთქმელი” დიეტა არაა :D

  6. 8
    ნებიერა says:

    “სერიოზულად მივუდგე გერმანულის სწავლას”

    მჯერა… :)

    ისა და მერამდენე წელია მაგ პირობას დებ? :) ლოოოოლ

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »