(ცოტა სნობური პოსტი)
მინდა თუ არ მინდა, ხანდახან, ადამიანებს ძალაუნებურად ვყოფ, მათი პრიორიტეტული საგნების მიხედვით. ზოგი სუფთა ჰუმანიტარია, ზოგი მათემატიკაზე გიჟდება, მე პირადად “საბუნებისმეტყველო” საგნებისკენ ვარ, განსაკუთრებით ბიოლოგია მიყვარდა ყოველთვის. ფიზიკა/მათემატიკასთანაც კარგი სალმისა და ოჯახის მოკითხვის (სხვანაირად რომ ვთქვათ “მყარი ოთხიანის”) დონეზე ვიყავი. სამაგიეროდ, პრინციპულად არ ვწყალობდი ისტორიას. ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა სახელების, გვარებისა და თარიღების დამახსოვრება, ამიტომ ისტორიას ყოველთვის ცერად ვუყურებდი, ვერც გეოგრაფიას დავუმეგობრდი. ზღვებს, მთებს და მდინარეებს რა უჭირთ, მაგრამ როდესაც მე-7 კლასში მითხრეს, რომ უნდა დამეზეპირებინა, როგორი ნიადაგებია ალაზნის ველზე, აქ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და მას შემდეგ ჩემი გეოგრაფიის ნიშნები, ყოველთვის “კარგი გოგოობით” იყო განპირობებული.
სხვათაშორის, უცნაურ მომენტს დავაკვირდი, საკმაოდ ხშირად (ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად), როდესაც რაღაც ე.წ.”ინტელექტუალურ” გამოკითხვებს ატარებენ, შეკითხვები ზუსტად რომ ისტორიიდან და გეოგრაფიიდან არის. კიდევ სპორტიდან, კულტურიდან, ლიტერატურიდან.. ამავე დროს, შეკითხვები ფიზიკიდან, მათემატიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. ბევრად უფრო იშვიათია.. საინტერესოა რატომ? მაგრამ პოსტის დაწერა სხვა რამემ შთამაგონა.
მოგეხსენებათ, საქართველოში ახალი კანონი შემოიღეს სკოლაში ატესტატის გაცემასთან დაკავშირებით. შემდეგ წელს მე-12 კლასის მოსწავლეები ჩააბარებენ გამოცდას ყველა 10 საგანში. ბუნებრივია, ახლანდელ მე-11 კლასელებში პანიკაა. ფორუმზე დავათვალიერე თემა და ერთი უცნაური ტენდენიცა შევნიშნე. თითქმის ყველა “წუწუნა პოსტში” წერია რაღაც შემდეგის მსგავსი: “აუ, არასოდეს მისწავლია ფიზიკა და ახლა რა ვქნა?”, “რა ჯანდაბად მჭირდება ქიმია, იურისტობას ვაპირებ”, “უფ,რა უნდათ ახლა ბიოლოგიის სწავლა დავიწყო? რაში მჭირდება ფილოლოგს ბიოლოგია” და ა.შ. ჯერ არ მინახავს პოსტი შინაარსით “აუ, მე ფიზიკოსობა მინდა და რატომ უნდა ვისწავლო გეოგრაფია?” ან “ვაიმე, ისტორია არ მისწავლია საერთოდ, ან რაში მჭირდება? მე ხომ ექიმობას ვაპირებ”..
ხოდა.. ნეტავ საქმე იმაშია, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებს საერთოდ აღარავინ სწავლობს, თუ იმაში, რომ მსგავსი საგნების მოყვარულ ბავშვებს გამოცდების ნაკლებად ეშინიათ?

მართლა სამწუხაროა, რომ აღარავინ სწავლობს ზუსტ მეცნიერებებს :| თუ სწორად მახსოვს, შარშან თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე 14 სტუდენტი მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ მეც ჰუმანიტარული განხრით ვარ, საკმაოდ საპანიკოდ მიმაჩნია ეს პრობლემა – პრინციპში, არავის სჭირდება ფიზიკოს-ქიმიკოსები. აქ მხოლოდ სასტუმროების მომსახურე პერსონალი და დაცვის სამსახურია საჭირო
მეც ზუსტებზე ვარ და ჰუმანიტარულზე გადავდივარ :))))))))))))))))))))
არა, ნატოშ.. რეალურად რო შევხედოთ საქმეს.. რა.. დღეს მართლა არავინ საწვლობს… ვინც მაღლივში ამოდის.. ყველა ეკონომისტია… ან კომპ.მეცნიერებზე,…
1-2 მათემატიკაზე…
ქიმია ფიზიკა და ბიოლოგიაზე ხო რავიცი.. თითო ოროლა ბავშს თუ შეხვდები… ალბათ ყველანი თავიდანვე იმ ფაქტმა შეაშფოთა… რომ ეს საგნები რთულია… ვგულისხმობ ჰჯერ კიდევ იმ დროს, როცა სკოლაში იწყებდნენ ამ საგნების სწავლას..
პირადად მე ასე ვიყავი.. ჭირივით მეზიზღებოდა… ქიმიაც და ბიოლოგიაც.. ფიზიკა მევასებოდა.. მაგრად… მიდრეკილება მქონდა ამ საგნის მიმართ… მიყვარდა რაღაც ელექტრო ფინწიკლიუშკების გაკეთება,…
მარა მას შემდეგ რაც სახში ერთი დიდი ფინწიკლიუშკა დავიდგი .. მას მერე არაფერი მაინტერესებს… : ))
ზემოხსენებული ფაქტორის გამო, ცდილობ რომ ამ საგნებზე არც ჩააბარონ… ალბათ იმიტომ რომ დღეს რეალრუად ამით კარგი სამსახური ან შეილება არ იყოს, ან ჰგონიათ რომ არ ექნებათ… უბრალოდ მესამე ფაქტორიც არის, ნაკლები ინტერესი… იმდენად ნაკლები.. რომ ნულს უტოლდებოდეს…
ჰგონიათ რომ მათგან კარგი.. იურისტები, ეკონომისტები და დიპლომატები დადგებიან, ვიდრე… ფიზიკოსი მეცნიერები…
საგნების სირთულე არა მგონია პრობლემა იყოს… შეიძლება სულ ცოტა – სად რო ადამიანების შექმნილ კანონებთან, ფულთან, ფულთან, ფულთან, ფულთან, კანონებთან, წესებთან, ფულთან გაქვს საქმე და სად ბუნების კანონებთან (რომლებსაც მამენტ, ისევ ის ადამიანები იგონებენ, წიპა აი, ეს ასე ამიტო ხდება, ის იმიტოო, მარა ნუ ამაზე სხცვა დროს :)).
უფრო მათი არარენტაბელობაა დიდწილად მიზეზი. თავიდანვე მშობლებიც ხო ისე ზრდიან, რო ბედნიერება და კარგად ყოფნა ფულთანაა დაკავშირებული და ესეც შედეგი, მიიღება უბედური, საკუთარი თავით მუდამ უკმაყოფილო, მშიშარა “მენეჯერების” მასა… რაც გინდა ის უქენი, იგულავე, როგორც გინდა ისე მართე.
სტატისტიკა არ ვიცი, მარა ასე მგონია რო პროცენტულად ამერიკაშიც (შეიძლება ევროპაშიც) დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. პროსტა იქ კაი ხანია მასეა და არავის უკვირს, მასეც უნდა იყოსო, აბა რად გვინდა ვაბშე მეცნიერები, ისედაც იმაზე მეტნი არიან ვიდრე თავდაცვის სამინისტროს ჭირდებაო.
მოკლედ, დაიკიდეთ :):) მეც ეგეთი არ ვარ მამენტ?
მსგავსი ბიოლოგიისადმი შიშის გამო ვთქვი უარი როდესღაც ფსიქოლოგობაზე
ახლანდელი ბავშვები მე მგონი არაფერსაც არ სწავლობენ საგამოცდოდ გამოსადეგი რამეების გარდ
ნასტასია, არადა, ბიოლოგიის სირთულეზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე, ისე გულწრფელად მიკვირს ) აი, ისტორია, სუფთა საზეპირო საგანია. თარიღები, სახელები, თარიღები, სახელები. ბიოლოგიაში ყველაფერი ისეთი..მმმ.. ლოგიკურია ) ისე არის გადაბმული ერთმანეთზე და ბოლოს და ბოლოს უბრალოდ ისეთი საინტერესო )
არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ ჩვენი სახელმძღვანელოები და მასწავლებლები არ ვარგა ) თორემ ბიოლოგიის სირთულე არ გაიშვა არსად )
ეს ახალი კანონი ძალიან არ მინდა, მაგრამ მეც პირდაპირ მეხება (მეთერთმეტე კლასელი ვარ) . რაც შეეხება ამ საგნების ჩაბარებას: ხომ გამოაცხადეს, რომ 15 ქულიანი ბარიერია გადასალახი და 12 წელი რომ სკოლაში სწავლობ, რაც არ უნდა არ გიყვარდეს ფიზიკა, g=9.8 მაინც გეცოდინება და კიდევ სხვა რაღაცეები : ))) მე მაგალითად სულაც არ მეშინია ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგია-მათემატიკის ჩაბარება, რასაც ისტორიაზე ვერ ვიტყოდი .
ჰო, და კიდევ, ვისაც ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები არ გვიჭირს, ნაკლებად ვწუწუნებთ, ვიდრე ჰუმანიტარები : )))
დაა ის რომ ფიზიკის ფაკულტეტზე 14 ბავშვი ჩაირიცხა უკვე სხვა პრობლემაა და არ ნიშნავს იმას, რომ არ გვესმის, არ ვსწავლობთ ან არ გვაინტერესებს . უბრალო თუნდაც ფიზიკის ფაკულტეტზე რომ ჩააბარო, სამსახურის შოვნა ცოტა რთულია და თუ იშოვი, სადმე მასწავლებლად ალბათ… ჰოდა ბავშვებს კი უნდათ ფიზიკოსობა, ქიმიკოსობა და ბიოლოგობა, მაგრამ მასწავლებლობის პერსპექტივა არ ხიბლავთ ; X
აშკარად ბუნებისმეტყველი ვარ
და ჰუმანიტარულებთანაც მშვენივრად ვმეგობრობ სამაგიეროდ ჰუმანიტარები ვერ მეგობრობენ ტექნიკურებთან ა ია დვა ვ ადნომ. პრელესწ
მეგობრობით ყველასთან კარგად ვმეგობრობ ) ჰუმანიტარებთანაც, ფიზიკა/მათემატიკებთანაც, ქიმიო/ბიოლოგებთანაც და ა.შ.
მეცნიერებები ვიგულისხმე ანუ მიყვარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მატემატიკურებიც მაგრამ გადასარევად ვითვისებ და ვიგებ ჰუმანიტარულებსაც. აი ისტორია ცოტა მეზარება თარიღების გამო.
პროფესიების მიხედვით არავის ვუმეგობრდები
ა.. უი )) სულ გამოვშტერდი
ნატოშა, როგორ ხარ?
სულ მინდოდა მეთქვა და ვერ მოვაბი თავი, რომ ვკითხულობ შენ ბლოგს და წერე ხოლმე, რომ იძახი, რისთვის|ვისთვის ვწერ ვერ გამიგიაო.
რაც შეეხება შენს ბოლო პოსტს და მის შეკითხვას, შენი პოსტის ბოლო წინადადებაა ჩემი პასუხი.
ასიკო,
:* გამარჯობა, კარგად ვარ
შენ როგორ ხარ?
გამიხარდა შენი დანახვა )
დავწერ, დავწერ ) ყველა ბლოგერს აქვს, ასე ვთქვათ ბლოგური “PMS”-ი ) ასე რომ, ბივაეტ ))))
ნეტა, რალური საბაზრო მოთხოვნილება რაა.
ანუ ყველა ცდილობს მოხვდეს ეკონომიურზე და ა.შ. და რეალურად გვჭირდება ამდენი ეკონომისტი? შესაბამისად ჩემი კითხვაა რა სპეციალობებია 1. მეტ ნაკლებად პერსპექტიული, 2. დრევანდელ დღეს რა სპეციალობებია ყველაზე მეტად საჭირო.
ახლა 10000იურისტი, ორი ამდენი ეკომონისტი და ამდენივე ექიმი რომ არ სჭირდება ქვეყანას ფაქტია.
საგნის სიყვარული/არსიყვარული ამ საგნის ცოდნიდან გამომდინარეობს – თუ იცი, გიყვარს, თუ არ იცი – არ გიყვარს. მაგალითად მე, მათემატიკა მიყვარს, იმიტომ რომ ყოველთვის კარგად ვსწავლობდი ამ საგანს. გეოგრაფია არ მიყვარს, ჩემი მასწავლებელი ყველაზე ცუდი მასწავლებელი იყო გეოგრაფიის მასწავლებლებს შორის და იმიტომ
ხო და კიდევ, ვთვლი რომ ლოგიკურ აზროვნებას ყველაზე კარგად მათემატიკა ავითარებს, ამიტომ ექიმებისთვის ზედგამოჭრილი [: D] საგანია : ))
ისტორიას მეც არ ვწყალობდი. ახლაც თორნიკე მიყვება ხოლმე საინტერესო მონაკვეთებს ისტორიიდან. გეოგრაფიას ისე, რა. მათემატიკაზე ვგიჟდებოდი. ფაქტობრივად, სხვა საგანი არც მყვარებია :))
ქიმია-ფიზიკის აზრზე არ ვიყავი, მაგრამ გამოთვლებზე რომ მიდგებოდა საქმე, ვიცოდი, არ ვიცოდი, მაინც ვთვლიდი და პასუხს ვიღებდი ხოლმე
ჰოდა, შენს ბოლო კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
შემეცოდნენ მოსწავლეები, ეს ბარიერი რო დაუწესეს, თან ათჳ გამოცდა. ჯერ სასწავლო პროცესი მოასწესრიგონ ისე, რომ ფიზიკაც და ქართულიც ერთნაირად პრიორიტეტული და მოთხოვნადი იყოს და მერე ჩაუტარონ გამოცდები. საბუნებისმეტყველო საგნები ყოველთვის ჩრდილში იდგა
საქმე იმაშია რომ დღეს პრესტიჟულ პროფესიებად ითვლება ეკონიმოსტი და იურისტი
სამედიცინოზე მაქსიმუმ 10% თუ აბარებს
აქედან გამომდინარე არც საბუნებისმეტყველო საქგებისადმი გამოირჩევნიან ბავშვები დიდი სიყვარულით.
რაც შეეხება ისტორიას. ვგიჟდები ისტორიაზე. თუმცა მათემატიკაც ბიძაშვილივით მყავს
ისტორია რა საინტერესოა ზუსტი მეცნიერება არ არისო იძახის ხოლმე ჩემი ფიზიკის მასწავლებელი. სწორედაც რომ ამიტომაა საინტერესო. ფიზიკაში და ქიმიაში მოვლენების წინასწარმეტყველება შეიძლება
ისტორიაში კი არა