სკოლა

ლილიანის შეპირებული პოსტის წერას ვაპირებდი, მაგრამ..

მემართება ხოლმე ასე. უცებ რაღაცას დავინახავ, ან მოვისმენ, მერე რაღაც გამახსენდება და მორჩა. ჩემი პოსტი სულ სხვა რაღაცაზე გამოდის.

სკოლა ყველას სხვადასხვანაირად ახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სკოლაში სწავლის პერიოდს ცუდს ვერ უწოდებ, მაინც უფრო მეტი უსიამოვნო მოგონება მაქვს, ვიდრე პირიქით. დღემდე მაქვს ის შეგრძნება, რომ ცხოვრების ამ პერიოდში რაღაც არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობდი. აი, იმ სკოლაში, რომლის წინ, ყოველ ღამე 12 საათზე, აკაკი და ილია ჯოხებს ცვლიან (ჩემი ბავშვობის Urban Legend-ი ).  “ბნელ” პერიოდში დავიწყე სწავლა. 1994-1995 წელი. ჩემს უბანში ამ სკოლის გარდა, დანარჩენებში, უფროსკლასელები, უმცროსკალსელებს სახლიდან წამოღებულ ფულს ართმევდნენ და ზოგადად, არ იყო გარშემო კარგი “აურა”. ამიტომ, სკოლის არჩევაზე არც გვიფიქრია. პირველი სკოლა, ჩემი “უბნის” სკოლაც იყო და იმ დროისთვის ყველაზე ნაკლებად საშიში. თუმცა, მაშინდელი დირექტორი, როგორც ჩანს არ ფიქრობდა, რომ იმ უბანში ცხოვრება და კარგი გონებრივი განვითარება (თავისუფლად ვკითხულობდი ქართულად და რუსულად + 1-2 კლასის მათემატიკა გადაღეჭილი მქონდა) საკმარისი იყო სკოლაში მოსახვედრად. სკოლაში ყველა ადგილი “დაკავებული” იყო და საჭირო აღმოჩნდა იმის გახსენება, რომ ვიღაცის ნათლული და ვიღაცის ნაცნობი ვარ. მერე ყველაფერი მოგვარდა. სექტემბერში კი აღმოჩნდა, რომ ჩემ სკოლაში, სულაც არ უყურებდნენ ბავშვის საცხოვრებელ უბანს. ბავშვები, თბილისის ყველა უბნიდან დადიოდნენ ჩვენთან. ზოგს დილით 7-ზე სჭირდებოდა ადგომა, რომ  9-სთვის სკოლაში მოსულიყო. მაგრამ ამას შევეშვათ. საქართველოში ყველაფერი  “ვიღაცის შვილობით” და “ვიღაცის ნაცნობობით” რომ კეთდება, ეს ისედაც კარგად ვიცით.

არ მახსოვს, პირველივე კლასიდან ასე იყო, თუ მე-5 ს მერე დაიწყო ის, რომ ჩვენს ნაკადში ყველაზე “ცუდები” ვიყავით. ყველაზე დაუნები ( დაუნების დაძახება განსაკუთრებით ინგლისურის მასწავლებელს უყვარდა),  უგუნურები (ქართულის მასწავლებელი),  ცუდი ყოფაქცევის მქონეები  და ა.შ. ამას ყოველ დღე დაბეჯითებით გვიმეორებდნენ, არც იმის თქმა ავიწყდებოდათ, რომ არ ვიყავით ღირსები გვესწავლა “იმ კედლებში, სადაც ამდენი გამოჩენილი ქართველი სწავლობდა”.  ხო… სკოლის კედლები, რომელიც ამდენი “მოგონებას” ატარებდა, მართლა რაღაც “საკრალიზებული” იყო იმ დროს და მათთან შეუსაბამობაზე ზუსტად 9 წელიწადი მელაპარაკებოდნენ.

მასწავლებლებიდან, ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი. ეს ყველგან ასეა. დღემდე მადლიერი ვარ დედაჩემის, რომელიც ყოველთვის მიხსნიდა მათემატიკას. თვითონ პედაგოგმა, საგანი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ვაი, იმის ტყავის ბრალი, ვისაც ის არ ესმოდა. ოროსნებთან და სამოსნებთან ერთადერთი მიდგომა ჰქონდა. დაფასთან გაყვანისთანავე, სუსტ ბავშვს ჯერ კარგად ლანძღავდა, შემდეგ ეუბნებოდა “მიბრუნდი ახლა დაფასთან და ამოხსენი მაგალითი. იცოდე, ერთ შეცდომას დაუშვებ და ორიანს გიწერ მაშინვე”… :) პედაგოგიკა.

არა, ნათელი წერტილებიც არსებობდა. მაგალითად, ისტორიის მასწავლებელი. მიყვარდა ძალიან. ნუ, ის მგონი სკოლაში ყველას უყვარდა. ერთ-ერთ წინა პოსტში მეწერა, რომ უშუალოდ ისტორიასთან ფინთად ვარ, მაგრამ მასწავლებლის ხათრით ვსწავლობდი ყოველთვის. ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული იყო, მასწავლებლებს შორის. ერთხელ, იმასაც წამოსცდა “არაა აუცილებელი ყველა პირველი სკოლის ატესტატით აბარებდეს უნივერსიტეტშიო”..და დღემდე საზიზღრად მახსოვს ეს ნათქვამი.  სხვა მასწავლებლებისგან მიჩვეული ვიყავი. მისგან არა. ახლაც ეს წამოსროლილი ფრაზა რომ მახსენდება, ცუდ ხასიათზე ვდგები.  Дети злопамятные существа :)… ან მე ვარ.. “ზლოპამიატნაია”.

ზოგადად ვერ ვიტანდი სკოლაში ამ გამეფებულ სნობიზმს, ამ  “სიამაყეს”. საკლასო ოთახში კედლებზე რუკებს არ გვაკიდინებდნენ. “სოფლის სკოლა ხომ არ არისო” :)

კლასიც ვერ შევიკარით. მე-9 კლასის ბოლოს, სკოლაში ერთი “საყვარელი” წესი ჰქონდათ, ტესტირებას ატარებდნენ და 4-5 მეცხრე კლასიდან ორ მეათეს ტოვებდნენ.  იმას, ვინც რაღაც ზღვარს ვერ გადაცილდებოდა, სკოლიდან აგდებდნენ. პრინციპში, არც ისე ბევრს ჰქონდა იქ დარჩენის სურვილი, მე-9 კლასის შემდეგ.  ამ ყველაფრის გამო, გვინდოდა, პატარა “ბოლო ზარი” მოგვეწყო.  მთელ კლასს მოვდეთ ინფორმაცია, მაგრამ საბოლოოდ 40 ადამიანიდან სულ 12-15 ვიყავით. თუმცა ის პერანგი (შინაურულად “საროჩკა”) დღემდე მაქვს შენახული. დღეს, არც ისე ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. არ ვიცი ეს არაერთიანობა რისი ბრალი იყო. კლასის, დამრიგებლის თუ გარემოს. ალბათ ყველასი ერთად. იმისთვის, რომ ორმოცი ადამიანი,  გაერთიანდეს, ამისთვის ყველას სურვილი არის საჭირო. როგორც ჩანს არ იყო.

როდესაც მე-9 კლასის შემდეგ კოლეჯში მოვხვდი, გაკვირვებული ვუსმენდი ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში რაღაც სერიოზული ღონისძიებები უტარდებოდათ, სპექტაკლებს დგამდნენ, დებატებს  მართავდნენ.. მთელი ჩვენი “ღონისძიობანა” მეოთხე კლასში დარიგებული პატარ-პატარა ლექსებით და რამდენიმე მუსიკალური ნომრით დამთავრდა. სამაგიეროდ ბლომად იყო შემწვარი გოჭები, ორსართულიანი ტორტები და ა.შ.

რა თქმა უნდა, არ მქონია “სკოლის დამამთავრებელი ბანკეტი”. პო ბოლშომუ შეტუ, რომ შევხედოთ, დიდი არაფერია ეს ბანკეტი, მაგრამ თავის დროზე მაგაზეც მწყდებოდა გული. ახლაც მწყდება, ოღონდ ძალიან შორეულ კუნჭულში და ზედმეტად ჩუმად.

მგონი სიტყვა გამიგრძელდა. ყველას აქვს თავისი ბავშვობის ტრავმა. როგორც სოფიმ თქვა თავის ბლოგზე, ზოგი უმამოდ იზრდებოდა, ზოგი საქანელიდან გადმოვარდა, ვიღაც გადმოაგდეს კიდეც. ჩემი ბავშვობის ტრავმაა “ნორმალური სასკოლო პერიოდის დანაკლისის შეგრძნება”. ალბათ ცოტა ვაზვიადებ, ასე ცუდად არ იყო საქმე. მაგრამ რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო ცოტა კარგი მრჩება მეხსიერებაში, რაც ზოგადად არ მახასიათებს, ასე რომ, ალბათ ცუდი ბევრად მეტი იყო. შეიძლება ეს ჩემი ბრალიც იყო. შეიძლება საკმარისად ახლო ურთიერთობაში არ შევდიოდი თანატოლებთან … მაგრამ აწი რაღა მნიშვნელობა აქვს.

ხანდახან რომ ვფიქრობ, შანსი რომ მქონდეს, თავიდანვე სხვა სკოლაში წავიდოდი. თუნდაც დანგრეულში, თუნდაც არაპოპულარულში და ისეთში, რომელშიც ტატო ბარათაშვილს ფეხი არ მოუტეხავს. მეორეს მხრივ, შეიძლება არც შემეცვალა რამეს, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ის ვართ, რასაც  განვლილი მოვლენები აკეთებს ჩვენგან.

მომიტევეთ ყველამ, ვისაც კარგი მოგონებები გაქვთ დაკავშირებული ამ სკოლასთან, მაგრამ მე მასთან ჩემი Счет-ები მაქვს.

პ.ს. კიდევ ერთი სკოლისდროინდელი ტრავმაა ქართული გრამატიკის უცოდინრობა. თავის დროზე არ ვისწავლე, ახლა მრცხვენია.

შემთხვევითი პოსტი

19 Comments

  1. 1
    სალ says:

    ჰაჰ პირველი კლასიკური გმაოსაასწორებელი კოლონია,მ ასე ვეძახდით ჩვენ მანდ სწავლის პერიოდშI, დაჟე 1ხელ კარნავალი გავაკეთეთ და იქ დააწერეს დიდ ტილოზე, ეგ სკოლა საქს, ვერ ვიტანდი, მიუხედავად იმისა , რომ მეც “ვიღაცის შვილი” ვიყავი, ორმ ყველა პატივისცემით და ათასი ფიგნებით მექცეოდა, რომ მე მეპატიებოდა რაღAცეები ზემოთხსენებულის გამო….საქს,საქს.. არ ვმეგობრობდი სხვა “ვიუღაცის შვილებთან” . უბრალო, ჩვეულებრივი ,”არავის შვილი” მეგობრები მყავდა ყოველთვის და ეს უკვირდათ, ნახ, არ მევასება ეგ სკოლა,საქს ბიგთაიმ

  2. 2
    ნებიერა says:

    ჰეჰ…. ეს რა გამახსენე… დინას “თქვე უგუნურნო არსებებო” და ნანას “დაუნებო” ეხლაც გუშინდელივით მახსოვს… ასე რომ მარტო თქვენი კლასი არ შედიოდა გონებაშეზგუდულთა სიაში… მგონი მაგ სკოლაში თავისებური ტაქტიკა ქონდათ შემუშავებული რომ ბავშვებისთვის გაეჩინათ ერთგვარი კომპლექსები… ბარათაშვილის კიბეს რაც შეეხება… იმდენს გვიძახოდნენ ამ კიბეზე ტატომ ფეხი მოიტეხაო რომ სულ მეშინოდა მეც არ წამეტეხა კისერი განსაკუთრებით ჩასვლის დროს…
    კლასი მეც დაქსაქსული მქონდა… იყო ეგრეთწოდებული კუტოკები… რომლებიც სულ ერთად იყვნენ და სხვებს არ კადრულობდნენ… იყო შემოთავაზებაც ამ კუტოკში გაწევრიანებაზე (ნუ რადგან ხუთოსანი ვიყავი ეტყობა მაგიტომ კადრულობდნენ ჩემთან საუბარს) მაგრამ მახსოვს საბოლოოდ ნეიტრალური ზონა ავირჩიე და ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა.
    ხო კიდე… მწარედ მახსოვს ის ფაქტი რომ ამხელა სკოლას არ ქონდა ფიზკულტურის დარბაზი და ბუფეტი… სამაგიეროდ ქონდა “15000 დოლარად მოხატული დარბაზი”(სტუმრების თვალის დასაფსებად)და ეკლესია (რომელსაც ბავშვები ძირითადად ერთგაკვეთილიანი შატალოსთვის იყენებდნენ ხოლმე).
    ჩემს დამრიგებელზეც მინდოდა მეთქვა ორიოდე სიტყვა… მაგრამ დინა გეგენავას ფენომენი მოკლედ ვერ აიხსნება… ვინც მას იცნობდა მიხვდება ალბათ… :)

  3. 3
    სალ says:

    იმ ბარათაშვილის კიბეზე ჩვენმა მათემატიკის მასწავლებელმა მოიტეხა ფეხი :D

  4. 4
    Dav1D says:

    ცუდ პერიოდში მოგიწია სწავლა .. მე მოგვიანებით შევედი სკოლაში მაგრამ ახლობლებისგან ვიცი რომ საშინელი სიტუაცია იყო სკოლებში. ერთ ერთ სკოლაში მასწავლებელი გოგოს ნიშანს არ უწერდა და შეყვარებული დააყენა თავზე =))
    ჩემთანაც იყო მასწავლებლები რომლებიც ნერვებს მიშლიდნენ. თითქოს ვიღაც აძალებს სკოლაში მუშაობასო..
    ერთ ერთი მიზეზი მასწების ესეთი საზიზღარი ხასიათის დაბალი ხელფასი იყო. 90იან წლებში საერთოდ არ უხდიდნენ და სამსახურიც ეზიზღებოდათ ბავშვების ჩათვლით ..

  5. 5
    მწარე says:

    მიუხედავად იმისა, რომ არცთუ საშინელი მოსწავლეობა მქონდა და კარგიც ბევრი მაქვს გასახსენებელი, სკოლა მაინც არ მენატრება და არც მოგონებებში ვიძირები დიდად! თუ ვინმე შემახსენებს, გამახსენდება, რომ ოდესღაც მოსწავლე ვიყავი.

  6. 6
    მიჩინიო says:

    მთელი საქართველო ჩემს სკოლას დასცინის… არადა ეხლა ვხვდები რო ძალიან მაგარი სკოლა იყო, ყველანაირი ივენთებით, სპორტულით, კრეატიულით, სამეცნიეროთი, დებატებით, ინტელექტ-კლუბით, კლასელებით, რომლებთანაც ეხლაც ვმეგობრობ და ძალიან მიყვარს, ბოლო ზარით და ყველა სემესტრში გამოცდებითაც კი!

  7. 7
    CheshireCat says:

    სალ, პრინციპში ჩემი “ვიღაცობა” აღარასოდეს გამომიყენებია სკოლაში, მიღებას შემდეგ. არც საპატიებელი მქონდა ბევრი. ძალიან წყნარი ტიპი ვიყავი. მე-7 კლასის ჩათვლით ხუთოსანი, მერე მყარი ოთხოსანი. ძალიან ნეიტრალურ პოზიციაზე მყოფი. მაგრამ ძალიან, ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ვიტანდი და ვერ ვიტან. არადა, ხალხს ვიცნობ, დაახლოებით ჩემი თაობის (+- 3-4 წელი) მზე და მთვარე ამოსდით პირველ სკოლაზე და ვერ ვხვდები. ან მე ვსწავლობდი სხვა პლანეტაზე ან უბრალოდ იმათ უფრო გაუმართლათ.
    ნებიერა, დინა ჩვენი ტკივილია ) შენი უფრო მეტად. ხო, სპორტ-დარბაზი რაღაც მიუღწეველი იყო მაგ სკოლაში. მერე უკვირდათ, რომ ბიჭები დერეფანში ქაღალდის ბურთით თამაშობდნენ ფეხბურთს. და ეკლესია და დარბაზი ხომ საერთოდ. მე მაპატიეთ, მაგრამ მატრაკვეცობის და “პაკაზუხის” აპოთეოზი იყო.
    დავ1დ კი. პერიოდიც საშინელი იყო. ალბათ მე-20 საუკუნის განმავლობაში, ყველაზე ბნელი პერიოდი თბილისში. მე კიდევ 6-7 წლის ვიყავი. ჩემ ძმებს “თინეიჯერობამ” მოუწია მაგ დროს.
    მწარე, ხო, მონატრება კიდევ ცალკე საკითხია. ნამდვილად არაფერი აქვს მოსანატრებელი სკოლას. თუმცა, ალბათ სკოლას გააჩნია
    მიჩინიო, მშურს :) თეთრი შურით. რომელ სკოლაში დადიოდი? მე სწავლის განმავლობაში, საერთოდ არ მეგონა, რომ სკოლაში შეიძლება იყოს რამე საინტერესო. მარტო გაკვეთილების სწავლა და მერე იმის მოსმენა, როგორი ცუდები ვართ :)

  8. 9
    Landish says:

    ნატ მადლობ რომ პოსტის წერისკენ შთამაგონე… ერთი წელიც არაა გასული რაც სკოლა დავამთავრე.. და უკვე მასზე წერა მინდა : ))

    რაც შეეხება პირველ საჯაროს, დავიჯერო არც ახლაა უკეთესი სიტუაცია ნეტა? : )

  9. 11
    nokami says:

    ხო იცი დიდი გულმოდგინებით წავიკითხე პოსტი. დიდი ხანია მინდა იმ ყველა მარაზმზე დავწერო ერთი დიდი პოსტი ან საერთოდ ცალკე ბლოგი გავაკეთო მაგრამ რაღაც ჩემს თავს ვუფრთხილდებოდი, გული მისკდება მაგათ მარაზმების გახსნებაზე ისედაც დიდ მარაზმში ვარ ეხლაც :) :) უბრალოდ ეხლა მეცინება და მაშინ ძალიან მძაფრად განვიცდიდი. ამის მერე დავჯდები და დავწერ ყველაფერს დავწერ თავისი სახელებით და გვარებით, და ხელდადებული ბრალდებებით :)

    კედლის გაზეთი რომ გავაკეთეთ გახსოვს? საახალწლო, ნაძვის ხე დავხატეთ და ჩვენს კლასელებს სურვილები უნდა მიეწერათ თოვლის ბაბუისთვის, მახსოვს ამისთვის პერმამენტული სახე გვინდოდა მიგვეცა მაგრამ რატომ აღარ გავაგრძელეთ ეგ აღარ მახსოვს :) ისე სად წავიდა ნეტა ეგ გაზეთი :)

  10. 12
    ლილიანი says:

    ეჰ მე ისევ იმედი გამიცრუვდა ნატოშ მაგრამ პოსტი კარგი იყო უდავოდ : )

    მეც მაქვს სკოლაზე ასე რაღაცეები ცარჩენილი თუმცა უფრო კარგი ან სასაცილო ვიდრე გამაბრაზებელი და ცუდი მაგრამ მაინც რა ცუდი იყო დღემდე ძალიან მაბრაზებს იმის გახსენება :))

    დასკვნა – სკოლა როგორიც არ უნდა იყოს მაინც კაია

  11. 13
    ეკაუკა says:

    ეჰ, რომ ვკითხულობდი მეც გამახსენდა ჩემი სკოლა გამახსენდა :(((((( სამწუხაროა, რომ მეც არაფერი მაქვს კარგი სათქმელი და მოსაგონებელი

  12. 14
    ნატოშა says:

    nokami, ხო, ადრე მეც მინდოდა სახელებით და გვარებით, ლუსტრაციული პოსტი დამეწერა. მერე გადავიფიქრე. რისთვის, თორემ ხო :) ახლაც უფრო, როგორც მოგონება დავწერე. ფეისბუკზე, სკოლის ჯგუფში შევედი და ზემოთხსენებული მასწავლებლების სურათები ვნახე, ხოდა.. მომაწვა :)

    გაზეთი როგორ არ მახსოვს :) ნაძვის ხე მახსოვს, დედაჩემმა დახატა, კონტურები, მერე თამუნამ წაიღო შავშიშვილმა სახლში და გააფერადა/გააფორმა :) კიდევ, ძირში ჩემი რაღაც სასტიკად უნიჭო მოთხრობის დასაწყისი ეწერა. კიდევ კარგი არ გავაგრძელე )))). ისე, თუ არ ვცდები, სოფოს აქვს :)

    ლილიანი, ჩემი აზრით, ალბათ უფრო გამართლებაზეა. მე მყავს ნაცნობები, რომლებსაც სკოლა სიყვარულით და “გულიკებით” ახსენდებათ სულ :)
    ეკაუკა ) მოდი, ცუდი სკოლის მსხვერპლი ბავშვების კლუბი გავაკეთოთ :)

  13. 15
    Sophie Golden says:

    ახლა ვცდილობ გავიხსენო, რამდენი წლის წინ დავამთავრე სკოლა, 8 თუ 9, am I that ancient thing?

    რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე და ყოველთვის ვიცოდი, სადაც არ უნდა გადავსულიყავი, მასწავლებლებს ყველგან “ზომბიკების” გამოძერწვა უნდოდათ მოსწავლეებისგან :| როგორც შენ დაგამახსოვრდა იმ მასწავლებლის ფრაზა, მეც სულ ასე მემართებოდა. შეიძლება, ერთი მასწავლებელი გამოჩენილიყო – ჭკვიანიც, გონებაგახსნილიც, მაგრამ ბოლოს მაინც წამოცდებოდა ზუსტად ის, რაც ახასიათებდათ თბილისის პედ. ინსტიტუტელებს. ცუდად არ გამიგოს ვინმემ, უბრალოდ, ფაქტია, რომ ბევრი იქ მხოლოდ იმიტომ აბარებდა, რომ სხვაგან ვერ ხვდებოდა და ასეთ ადამიანს როგორ ეყვარებოდა თავისი პროფესია ან ბავშვები?

    დაწყებითებში მყავდა სასწაული მასწავლებელი – “ტვინს მიგასხმევინებ კედელზე” – იმ ბავშვს ეუბნებოდა ვისაც განტოლების ამოხსნა შეეშლებოდა ან მშობელი “ბანბანერკას” დროზე ვერ მიუტანდა. დღემდე მახსოვს, წარმოიდგინე. საქანელიდან გადმოვეგდე ვინმეს, ჯობდა ამას :|

  14. 17
    ნინი-ა says:

    მე ვსწავლობ 1 -ში და რავიცი მემგონი გამოსწორდა მიუხედავად იმისა რომ სპორტული დარბაზი ისევ არ გვაქვს. მე მახსოვს რომ ჩვენი დარბაზი ანანიაშვილმა იყიდა საბალეტო სკოლის გასახსნელად :D რამდენად სიმარტლეა არ ვიცი მერე ის მახსოვს :D “სპონტამ” რო სკოლის უკან შენდებოდა და 2005 წლისთვის ყველაზე განვიტარებული და მარალი დონის დარბაზების კომპლექსი გვექნებოდა მაგრამ შარშანწინ გავიგე რომ მთავრობამ შეისყიდა და რაგაც რეზიდენციას აშენებს. ბუფეტი 6 კლასამდე არ გვქონდა. საერთოდ 1 სკოლაში მიღება დღემდე ჩერეზ ვიგაცის ჩაწყობით ხდება და პლიუს უშველებელი თანხის გადაყრა უწევს მშობელს იმის გათვალისწინებით რომ 1 საჯარო სკოლა უპასო სკოლის სტატუსს ატარებს არადა რა დამავიწყებს კლასის ფონდს რომ 30 ლარს ვიხდიდიტ მერე რო წამოვიზარდეთ სჰეგვიმცირეს :D და სახურავის შესაკეტებელ ფულსაც ჩვენ ვდებდით და საკლასო ოთახების რემონტის ფულსაც:D:D:D ეჰ რავიცი რავიცი სკოლას უბრალოდ სახელი აქვს თორე ისეთ არაფერს არ წამოადგენს .

  15. 18
    Sadie says:

    ვა, გამიკვირდა : ) მეც პირველი სკოლა დავამთავრე, ოღონდ მე 90იანი ვარ, ანუ 96ში შევედი…

    კარგად მახსოვს, რომ გადამიყვანეს, შეწირული იყო მაშინ დირექტორი, მე არ მქონდა ეგ “ნაცნობობის ” პონტი და ჩემებს იმედიც არ ჰქონდათ რომ მიმიღებდნენ… შეწირულმა რაღაც წამაკითხა და მითხრა ხვალ 9 საათზე მოდი, შენი კლასი ესა და ეს იქნებაო : )

    საერთო ჯამში, მეც ძალიან ბევრი ყაყა მაკავშირებს მაგ სკოლასთან, მაგრამ მაინც არის რამდენიმე გამონათება. მარინა ჯაბუშანური მაგალითად, თამრიკო ქაფიანიძე, ლია ნადარეიშვილი…

    თან, მე ძალიან ცუდი პერიოდი დამემთხვა. ბოლო წლებში, ზუსტად მაშინ, როცა “გარდატეხის” ამბები დამეწყო, თვე არ გადიოდა სკოლაში ვინმე ჩემხელა ან ჩემზე პატარა ბავშვი არ დაღუპულიყო. თითქმის ყველა კლასში ეკიდა ვინმეს გადიდებული სურათი… უჟას.

    ჩემს შვილს პირველ სკოლაშI ნამდვილად არ შევიყვან : )

  16. 19
    bluekittie says:

    მეზიზღება პირველი სკოლა, ნუ იმ რამდენიმე გამონათების გარდა, წინა კომენტარში რომ ახსენა სადიემ…. მაგ სკოლის დანახვა აღარ მინდა, რაც დავამთავრე…
    სკოლის პერიოდს რო ვიხსენებ, მინდა რომ ყურებზე ხელი ავიფარო და ბოლო ხმაზე ვიკივლო…
    მარტო იმიტომ არა, რომ ბანძი კლასი მყავდა,სნობებით და დეგენერატებით სავსე…
    იმიტომაც, რომ მეც ძალიან სულელი ვიყავი და ბევრ რაღაცას ვერ ვხვდებოდი,უფრო მეტს კი ისეთ მნიშვნელობას ვანიჭებდი,რაც არ უნდა მიმენიჭებინა…
    სკოლა ის დროა, როცა საგნების გარდა ცხოვრებასაც სწავლობ, ჰოდა მე ვერ ვისწავლე…
    ამ და ბევრი სხვა მიზეზისა თუ შემთხვევის გამო ვერ ვიტან…

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »