Lazy Day

მიყვარს შაბათი. სერიოზულად. ის აღარაა პარასკევი, როდესაც საღამოს დღის საქმეებისგან საოცრად დაღლილი ხარ (თუმცა პარასკევის საღამოც მიყვარს) და ის არც კვირაა, როდესაც პერსპექტივაში ორშაბათი გეღრიჯება. მოკლედ, ოქროს შუალედია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
კიდევ მიყვარს პიჟამა. ყველაზე მოხერხებული და მაგარი საშინაო ტანსაცმელი. განსაკუთრებით თუ რამდენიმე ზომით დიდია და ფართხუნა.

მოკლედ, რადგან ძალიან მიყვარს შაბათები და პიჟამა, გადავწყვიტე დღეს პიჟამის დღე გამეკეთებინა.
როგორ გამოიყურება სტანდარტული Pajama Day? ზარმაცად. ჩაი/ყავა (რაც შეიძლება ბევრი), მთელი დღე პიჟამაში ბოდიალი და ძალიან ბევრი უსაქმურობა. სახლიდან არსად გადიხარ, არაა საჭიროება იმის, რომ სარკეში ჩაიხედო და თმა დაივარცხნო, არავის ნახვას არ გეგმავ (სახლის ბინადრების გარდა) და რაც მთავარია სრულიად ივიწყებ რომ რაღაც გასაკეთებელი გაქვს, რაღაც დასაწერი. Who cares? როგორც ადრე, იოგურტის რეკლამაში იყო “И пусть весь мир подождет”.

ბოლო დროა, არამხოლოდ ჩემი ბლოგი მივაგდე, არამედ სხვის ბლოგებსაც თითქმის არ ვკითხულობ. იშვიათად, რამე თუ დალინკეს FB-ზე, სხვა შემთხვევებში მავიწყდება. დღეს, რამდენიმე ბლოგს გადავხედე. ჩემი ძველი ბლოგნაცნობების ცხოვრებაში რამდენი რამე შეიცვალა. ვიღაც დეპრესიაშია, ვიღაც იქიდან ბრუნდება. Кто-то приходит, кто-то уходит, кто-то теряет, кто-то находит. მოკლედ, ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება, მათ შორის ბლოგურიც.

საგმირო განზრახვები მქონდა დამეწერა დიდი პოსტი, კიდევ რამდენიმე დამეკონსერვებინა, ბოლომდე დამემთავრებინა სკინის დამუშავება. რა თქმა უნდა, არაფერი გამიკეთებია. სკინზე საერთოდ. ფოტოშოპი საოცრად მეკაიფა დღეს (რისთვისაც დაისაჯა წაშლით).

ერთი კვირის წინ ( ხო, მართლა აქ არ მითქვამს, წინა weekend-ი მოტალახებულ ბაკურიანში გავატარე, მაგრამ მაინც კარგი იყო) ძალიან მაგარი წიგნი წავიკითხე. ლუკიანენკოს “Лабиринт Отражений”. მე ამ ჟანრში ცოტა ვერ ვერკვევი, მაგრამ გიორგიმ მითხრა კიბერ პანკიაო, ხოდა მგონი ეგაა :) ნებისმიერ შემთხვევაში საოცრად მაგარი რამე იყო, სადმე ინტერნეტში თუ იპოვით (რუსებმა იციან რაც “ჰყავთ” გაყიდვადი და ამიტომ მის უფასოდ შოვნის გზებს ძირითადად აშტობენ) წაიკითხეთ აუცილებლად, ისიამოვნებთ.

ამ კვირას, პროგრამაში პერუმოვის “Алмазный меч, Деревянный меч” მაქვს, ესეც ძალიან საინტერესოა, თუმცა ლუკიანენკოსავით თავიანად არ მითრევს.

ხოდა, რაზე იყო ეს პოსტი? ისევე როგორც ბოლო რამდენიმე, სრულიად არაფერზე. უბრალოდ მეგობარმა იმ დღეს საყვედური გამომიცხადა, პირად საქმეში შეტანით და მეც მივხვდი რომ დროა, მორიგი, ჩვეული ექსჰიბიციონიზმის აქტი ჩავატარო და განვლილი მოვლენების თუ აზრების ნაზავი ამოვანთხიო.

ხვალ თუ კარგი გოგო ვიქნები, ერთ-ორ თემატურ პოსტს დავწერ და დავაკონსერვებ. მერე ნელა-ნელა გავხსნი :)

აი ასე. ესეც სიმღერა

პ.ს. ბარტონის ალისა ვნახე. ფილმი დიდი არაფერი, სამაგიეროდ ჩეშირის კატაა სრულიად აღმაფრთოვანებელი. ნუ, სხვანაირად ვერც იქნებოდა, რა თქმა უნდა :))))))))))
პ.პ.ს. მარტის დასაწყისში ბლოგი სამი წლის გახდა :)

შემთხვევითი პოსტი

5 Comments

  1. 1
    Kate says:

    მიყვარს ეს სიმღერა, ბავშვობას მაგონებს.

    ხოდა მეც ვფიქრობდი შენზე. რატომ არ წერსმეთქი. o.o

  2. 2
    Clown^^ says:

    მეც ვუყურე ბარტონის ალისას და მომეწონა :preved:

  3. 3
    კიკიტო says:

    შაბათს მეც მასეთი დღეს მაქვს და დღესაც შაბათი მგონია, ალბათ ხვალინდელი დღის გამო, ამიტომ ეს კვირა 2 შაბათიანი გამოდგა :D

  4. 5
    Dissolved Girl says:

    როგორ მიყვარს ეგეთი ლეიზი დღეებიიიი :წუბ:
    მთელი დღე პიჟამო, ყავა და ბეზდელნიკობა
    და ყვეეეელაფრის დაკიდება
    ჩემი იდეალური დღეა :)))) :ზარმაცი:

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »