თავიდან

მარტო მე მიჩნდება ხოლმე ახალი ბლოგის გახსნის უცნაური სურვილი? :)

უკვე სამი წელია ამ ერთ ბლოგს ვევლები თავს. ვახარჯავ ნერვებს, დროს, ფულსაც (ნუ 30 ლარი წელიწადში მაინც და მაინც არ ითვლება, მაგრამ).. და მაინც ) ხანდახან მიჩნდება სურვილი, შევიდე ვორდპრესზე ან ბლოგსპოტზე და ახალი ბლოგი დავარეგისტრირო… “თავიდან დავიწყო” :)

ეს დღეებია, მეგობარს ჩავაცივდი ბლოგი გააკეთე-თქო და იმდენი “ვეჩალიჩე”, დაიწყო.. ხოდა რომ ვუყურებ მიჩნდება სურვილი მეც დავრეგისტრირდე, ავარჩიო რამე საკაიფო თემპლეიტი btemplate-ზე და მერე… პირველი პოსტი.

პირველი პოსტებიც როგორ გავს ერთმანეთს.

“გამარჯობათ. მე ვარ *******. გადავწყვიტე გავაკეთო ბლოგი. აქ იქნება ჩემი ნაჯღაპნები (თემაზე/ ყოველდღიური ცხოვრებიდან). იმედი მაქვს მოგეწონებათ”

ან რამე ამის მაგვარი ) ჰაჰ.. ყველა პირველი პოსტი გავს ერთმანეთს. ნუ, თითქმის ყველა :)
ხოდა, მარტო მე ვარ ასეთი პარანოიკი? :gi:

შემთხვევითი პოსტი

16 Comments

  1. 1
    Landish says:

    ნატო, შენ მარტო არა ხარ :D

  2. 2
    კიკიტო says:

    არა მარტო არ ხარ, მეც ბევრჯერ გამჩნდა სურვილი და მაგის გულისთვის ერთი საცდელი ბლოგი გავაკეთე სადაც სულ ვცვლი თემებს და რაღაცეებს ვაკეთებ, მაგრამ არ ვწერ და only author-ი მაქვს ჩართული :))

  3. 3
    Kate says:

    მე ვნახე შენი გერმანული ბლოგი. ძალიან საყვარელი პოსტი იყო, რომ წავიკითხე.

    • 4
      CheshireCat says:

      უიჰ ))) პრინციპში, აღარ გამიგრძელებია ჩანაფიქრი, არადა არ იქნებოდა ცუდი ) მასწავლებელსაც კი მივეცი იმ ბლოგის მისამართი, ნახეთ ხოლმე თქო, მაგრამ ერთი პოსტის იქით ვერ წავედი )

  4. 6
    CheshireCat says:

    კიკიტო, ყველაფრის გაკეთება შემიძლია გარდა author only ბლოგისა :)
    რა აზრი აქვს ბლოგს, თუკი მას ვერავინ ხედავს? :)

  5. 8
    ლილიანი says:

    არ გამჩენია ჯერჯერობით ეგეთი სურვილი და რავიც :)) რომ მექნება გეტყვით : )

  6. 9
    Agasfer says:

    btemplate რა არის? :blush:

  7. 11
    Clown^^ says:

    მეც ასეთი პარანოიკი ვარ :D

    მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრებ ხოლმე :gi:

  8. 12
    მწარე says:

    ახალი კი არა, რაც მაქვს ისიც აღარ მინდა ზოგჯერ! ოღონდ მხოლოდ ზოგჯერ! :)

  9. 13
    ნებიერა says:

    ხო გაიტანე მაინც შენი… არადა როგორ მეზარებოდა დაწყება… თან მოვლა უნდა ახლა მაგას :) გაფორმება და ა.შ. მოკლედ გავყავი თავი და ეგაა რა :)

  10. 14
    ლიზა says:

    არა, რა მარტო… ჰეჰ… ხომ ძალიან იშვიათად ვწერ. უბრალოდ ყოველი პოსტის წინ, ან მგზავრობისას. სულ მეფიქრება. ესეც არ არის პირველი. თითო-თითო პოსტი იყო სხვა ბლოგებზეც. მერე ერთი კლიკით შემომენადგურა. :P

  11. 15
    Alice says:

    ნაცნობი მდგომარეობაა.. :D მეც ძალიან ხშირად მიჩნდებბა ამის სურვილი :D

  12. 16
    Taa says:

    მე დავიწყე ახალი ბლოგი 2 კვირის წინ
    ამჯერად ინგლისურად

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »

»