ჩემ შესახებ

გამარჯობა!

მე ვარ ნატო, ინტერნეტში ცნობილი(“ცნობილი” ცოტა ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ მაინც) როგორც ნატოშა. ასევე, თითქმის სამი წელია, რაც მაქვს ბლოგი, სადაც ძირითადად ვწერ ნიკით(ზედმეტსახელით) –ჩეშირის კატა. თუკი არ იცი, ეს რა არსებაა, გირჩევ ეს გვერდი ნახო.

რატომ ეს “ნიკი”?
არ ვიცი. ძალიან მომწონს საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრილი ალისას ისტორია, განაკუთრებით კი ამ ისტორიის ეს პერსონაჟი. ერთხელაც, რომელიღაც ფორუმზე დარეგისტრირებისას, გადავწყიტე ეს ზედმეტსახელი ამეღო.  ბანალური ისტორიაა )

ჩემი ბლოგი უკვე 2.5 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ მინდა ხშირად ვანახლებდე, ხან და ხან, არ გამომდის, მაგრამ ძირითადად ვცდილობ, რომ ჩემს მკითხველს ახალი პოსტები არ მოაკლდეს.

რატომ მაქვს ბლოგი?

მომწონს ბლოგინგი. მომწონს ჩემი აზრის გამოხატვა, ან თუნდაც ცხოვრებაში მომხდარი ფაქტების გაზიარება. დაახლოებით, იმას გავს, ყველა შენი მეგობარი დიდ დარბაზში რომ შეკრიბო და მოუყვე ყველაფერი, რაც გინდა. ამან მიჩვევა იცის.

ჯერ–ჯერობით ესაა, რისი თქმაც მინდოდა. თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა, აზრი, იდეა თუ პრეტენზია, ყოველთვის შეგიძლიათ დამიტოვოთ ის კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის )).

1 Comment

  1. 1
    Taboo says:

    ასე ზუსტად და სრულყოფილად ბლოგინგით გატაცების მიზეზი ჯერ მგონი არავის გამოუხატავს :)
    წარმატებები ტოეფელის ტესტებში

Leave a comment

:) :D :( ;) :lol: :cry: :blush: :yahoo: :but: :nc: :kiss: :mo: :preved: :wave: o.o :gi: more »