პირველად ვარ მოწვეული ბლოგერი თუ რა ჰქვია ამას. ხოდა ვიფიქრე რაიმე ისეთზე დავწერ რას სტუმრობასთან არის დაკავშირებული მეთქი, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე ” ქართული სტუმრობის შესახებ დავწერო. თემატურად ახლოს არის თითქოს მოწვევასთან.
დილით იღვიძებ.არ მუშაობ დღეს, შესაბამისად შეგიძლია დალიო, თან შეგიძლია დალიო ისე რომ ამაში არც კი გადაიხადო(ნუ თითქმის არ გადაიხადო). აღვიძებ ოჯახის სხვა წევრებს და ერთად მიდიხართ ნათესავთან, რომელმაც 3 თვის წინ მოიყვანა ცოლი და მასთან ერთად ცალკე ბინაში ცხოვრობს. საჩუქარი უნდა მიიტანო ეს უეჭველია. რა უნდა აჩუქო? აი დილემაც. გააჩნია რას წარმოადგენს იგი შენთვის. თუ რიგითი ნათესავია რომელიც გკიდია და პროსტა დასალევად მიდიხარ მაშინ “პლიტკა” “შოკი” წაიღე, თუ გცხვენია პლიტკით მისვლა მიუხედავად იმისა, რომ გკიდია ეს ნათესავი მაშინ “პრიჩუდა” ჩააგდე პარკში, ნუ ეხლა თუ ძალიან გიყვარს ეგ ოჯახი და აფასებ, მაშინ სხვა რა გზაა ცოტა ჯიბეები უნდა მოიქექო, ბანბანერკა “ cherry” უნდა იყიდო და ზემოდან “მაია სიმიას” წვენიც უნდა მიაყოლო.
ადრე მიხვიდე ჯობია. რამდენიმე პლიუსი აქვს ადრეულ ვიზიტს.
1)თუ მანქანა არ გყავს არც ტაქსიში დაგეხარჯება ფული, მეტრო 12-მდე მუშაობს და მთვრალს გადაგასვენებენ სულ რაღაც 40 თეთრად. ნუ იმედია ადრე მისული იმდენს მაინც მიხვდებით, რომ მაქსიმუმ 7-8 საათი გაჩერდეთ სტუმრად.
2)სახლში დენი,გაზი,წყალი, ტელეფონი დაგეზოგებათ.
3)თუ ცელქი ბავშვები გყავთ სხვის ავეჯს დააზიანებენ და არა თქვენსას, ამ ერთხელ მაინც.
მას შემდეგ რაც ყველას გადაკოცნი და ჩაიხუტებთ, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. დაიწყე ყველაფრის ხელით შემოწმება, პიანინოს თავზე დადგმული სურათების ხელში აღება და მასპინძლისთვის კითხვების დაყრა. სახლის დათვალიერებისას, კერიის უფროსს რამდენიმე სასარგებლო რჩევას მისცემ, თუ სად ჯობია ოთახის გადატიხვრა, როგორ გააკეთოს რემონტი და ა.შ ეს ძალიან დიდხანს არ უნდა გაგარძელდეს სადღაც 20-25 წუთი. დაინახავ თუ არა რომ დიასახლისი საჭმლის კეთებას შეუდგა, წამსვე წამოდგები ფეხზე და წასვლით დაემუქრები მასპინძელს, შენს ამ გამოხტომას ცრემლებით შეხვდება ახალგაზრდა წყვილი და დიდი წვალებით დარჩენაზე დაგითანხმებენ. რადგან სუფრის გაშლამდე თავისუფალი დრო გაქვს, ამიტომაც ნარდის თამაშს იწყებ შენს ნათესავთან, ქალები სამზარეულოში ფუსფუსებენ, ბავშვები კი სადღაც თამაშობენ, მოკლედ ყველაფერი რიგზეა. ნარდის თამაშისას ხშირად ისმის გამოთქმები:”ჭამა ნიახური”, “მე ხომ ბედი არ მაქვს”, “მარსი უნდა მოგიგო” და ა.შ. სუფრა თითქმის გაწყობილია, შენც უჩქარებთ თამაშის ტემპს, სიმართლე ითქვას გკიდია კიდეც მოიგებ თუ წაააგებ.
სუფრა მშვენიერია არაფერი დაეწუნება, მაგრამ უცებ ელდა გეცა. თავბრუ დაგეხვა, სახლში ალკოჰოლური სასმელი არ არის. მარცხენა ხელი აგიკანკალდა, სიბრაზეს ძლივს ერევი, რომ არ ცემო ეს გარეწარი. აბა რა კაცია ერთ გრაფინ ღვინოს, რომ არ გამოგიტანს და თავს არ დაგალოცინებს. ლუკმა პირში არ გადაგდის. ფიქრებში იძირები. ნუთუ ამისთვის მოხვედი აქ, წამოყარე შვილები დილით, იყიდე ბანბანერკა Cherry და პატივი ეცი ამ ოჯახს შენი სტუმრობით.
დესერტს არც კი ეხები. ლუკმა არ გადაგდის. მასპინძელი ვიდეოს რთავს, ნერვებ აშლილი ხარ და ყურადღებას არ აქცევ რა ჩართო, ქორწილი თუ 25-ე დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულების ვიდეო ჩანაწერი. შენ ნამდვილი დენდივით გიჭირავს თავი და არ იმჩნევ არაფერს.
ადრე წამოხვედი, გულში წყევლი ამ დღეს. წარმოგიდგენია იმის მაგივრად რომ, ტაქსიში მეუღლეს მამის სულს აგინებდე, სრულიად ფხიზელი ზიხარდა იხსენებ იმ ნათესავებს, რომლებთანაც დაგილევია და მომავალში არ გაგაწბილებენ. არა რაა, ეს ბედია ნასკებიც კი თავად უნდა გაიხადო სახლში მისულმა, თფუი რა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხვალ მეუღლე არც კამპოტს არ დაგალევინებს და არც ბორჯომს, საუბარი ზედმეტიადალოცვილ ფრაზების გაგონებაზე:”რით არ გასკდა შენი მუცელი.”, “ხეთქე ღორივით”, “შენ ხომ ზომა და წონა არ იცი”.
ცუდია მაგრამ რას იზამ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება როგორც შენ გინდა.
