top-image

Archives for ჩემი განწყობა

Lazy Day
მიყვარს შაბათი. სერიოზულად. ის აღარაა პარასკევი, როდესაც საღამოს დღის საქმეებისგან საოცრად დაღლილი ხარ (თუმცა პარასკევის საღამოც მიყვარს) და ის არც კვირაა, როდესაც პერსპექტივაში ორშაბათი გეღრიჯება. მოკლედ, ოქროს შუალედია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. კიდევ მიყვარს პიჟამა. ყველაზე მოხერხებული და მაგარი საშინაო ტანსაცმელი. განსაკუთრებით თუ რამდენიმე ზომით დიდია და ფართხუნა. მოკლედ, რადგან ძალიან მიყვარს შაბათები და პიჟამა, გადავწყვიტე დღეს პიჟამის დღე გამეკეთებინა. როგორ გამოიყურება სტანდარტული ...more»
მოკლე “რანდომ” პოსტი
გაზაფხული მომყავს ბლოგზე. ოღონდ ცოტა მეზარება, ცოტა ფოტოშოპი მიხურებს საქმეს და.. მოკლედ, ახლა ბლოგს რომ ვუყურებ, ცუდად შეღებილი თმა მახსენდება. გინახავთ მასეთი? ზოგ ადგილზე, ახალი ფერი რომ არის, ზოგზე ძველი და ზოგგან საერთოდ ვერ გაიგებ რა... ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კვირის ბოლოს ერთი-ორი დღით "მოვტყდები" ქალაქიდან :) ვნახოთ, როგორ გამომივა :) სიმართლის დროს "მოვუსმინე", გული ამერია ნანკა კალატოზიშვილზე წავედი, დავიძინო.. ...more»
გამარჯობა..
გამარჯობა.. გოგოებო და ბიჭებო.. არც ისე გოგოებო და ბიჭებო, სერჩ  ბოტებო და სპამ ბოტებო, მკითხველებო და შემთხვევით შემოსულებო. მოვედი. მოვედი რა. ვწერ. თორემ სულ აქ არ ვიყავი? მაგრამ სასტიკად არ მეცალა :) ახლა მოგიყვებით, რას ვაკეთებ და როგორ ვარ ) "ვის რაში აინტერესებს პირადი პოსტები" კასტას გაგაწბილებთ :) ბოლო პერიოდი საკმაოდ დატვირთული მქონდა. ამას ის დაერთო, რომ დღევანდელ საღამოს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად, 11-12 ...more»
ფერები
როდესაც საბავშვო ბაღის ასაკის ვიყავი, ძალიან მიყვარდა წითელი ფერი.. ძალიან, ძალიან.. მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ მწვანე უფრო მიხდება, იმიტომ რომ მწვანე თვალები მაქვს.. სკოლაში მუქი ლურჯი მომწონდა... მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ მწვანე თვალების გამო ჩემი ფერი მწვანეა.. ცოტა მაღალ კლასებში, იასამნისფერზე გავჭედე. ჩემი ტანსაცმლის დიდი ნაწილი მწვანე იყო.. დღეს, კარგად რომ დავფიქრდე, გამორჩეულად არც ერთი ფერი არ მიყვარს ) უფრო სწორად, ყველა ფერი მიყვარს. მართლა, ...more»
Back to everyday life
ასეთი დასვენების შემდეგ, თავს უფრო დაღლილად გრძნობ, ვიდრე მანამდე - რანდომული აზრები კვირას დილით. ვერ ვიტან კვირას. განსაკუთრებით, როდესაც ეს არდადეგების ბოლო კვირაა. ხვალ  ყოველდღიურ ცხოვრებას ვუბრუნდები და ბაჰ.. არ მინდა ) tbh. გასაკეთებელი საქმის 5%-იც არ გამიკეთებია. რასაც ქვია, ორი კვირა სრული "არაფრისკეთებით" ვიყავი დაკავებული და ახლა სინდისი მექაჩება. ყველაზე ცუდი ამაში ისაა, რომ აწი, ივნისის ბოლომდე non-stop რეჟიმში გრძელდება ...more»
საჩუქრებზე, დღესასწაულებზე და გულისაჩუყებებზე )
მიყვარს დღესასწაულები. არ აქვს მნიშვნალობა რა ) აღსანიშნი იყოს და ალბანეთის დამოუკიდებლობის დღესაც აღვნიშნავ (28 ნოემბერსაა, btw). განსაკუთრებით მიყვარს საყოველთაო ზეიმები.. ქართულიც და ამერიკული ფილმებიდან შემოჭრილებიც. ახალი წელი, ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი, გულის სიღრმეში მაინც იმედით უყურებენ კალენდარში ციფრების ცვლას. აი, მოვა ახალი წელი და ყველაფერი უკეთესად იქნება. ის, რაც ცუდი მოხდა, დარჩება უკან, წინ ...more»
წერილი თოვლის ბაბუას (ფაქტიურად მეორე)
პ.ს. (ნახატში არ ჩაეტია და აქვე მოგწერ) სოფომ ასე ჰსთქუ, მეც მინდაო, ხოდა ერთი წყვილი მაგასაც მიუტანე ^^ ...more»
Egal
ბოლო სამი დღეა ფულს ვხარჯავ. გემრიელად, სინანულის გარეშე. კარგი შეგრძნებაა სულ რომ შენია და რაშიც გინდა - იმაში გადაყრი. ნაძვისხის სათამაშოები ვიყიდე.  ორ კი არა - ათ ნაძვის ხეს ეყოფა )) ბლიზარდმა 7 უფასო სათამაშო დღე მაჩუქა ვოვში. ვირბინე ერთი საათი და მომბეზრდა. ინტერნეტში შემოვდივარ, ვამოწმებ ფორუმს, ფეისბუქს. ორ მეილს. მერე ვხვდები რომ სხვა საქმე მართლა აღარ მაქვს აქ. წავედი, კომპიუტერი ქსელიდან გამოვაძრო ) ეს თქვენ: ...more»
გამოუძინებელი პოსტი
აბსოლუტური  ბლოგური "დამბლა" მაქვს. არ ვიცი რა ვპოსტო და რატომ ვპოსტო. უკანასკნელი უარესია. I mean, თემები რომლებზეც წერა შეიძლება მაქვს თავში, მაგრამ მათ შესახებ წერის აზრს ვერ ვხედავ. ერთი თვის განმავლობაში მესამედ მივუბრუნდი tumblr-ს. თავიდან "ისე უბრალოდ" გავაკეთე. მერე ერთი-ორი რაღაც დავდე. გუშინ მოდუსმა დადო თავისი ბლოგის ლინკი და გამახსენდა რომ მეც მქონდა მსგავსი რაღაც. არ ვიცი, რამდენად ხშირად განვაახლებ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ...more»
casual პოსტი, ზამთრის არომატით.
ჰუჰ.. დიდი ხანია არ დამიწერია. წინასწარ ვამბობ, ვისაც პირადი პოსტების კითხვა არ გიყვართ, შეგიძლიათ დახუროთ ბლოგი, იმიტომ რომ ახლა ზუსტად რომ პირადი რაღაცეების მოყოლას ვაპირებ.. პირველი -  ბოლო დროს საღამოობით საინტერესო გასართობი ვიპოვე - მძინავს.  საღამოს 10-დან დილის 7-მდე, პატიოსნად, პირველკლასელივით. მაღვიძარაც კი არ მჭირდება გასაღვიძებლად. ერთის მხრივ ეს თითქოს ძააალიან კარგია (ბავშვობიდან სულ მაგას არ გვიჩიჩინებდნენ, რომ ნორმალური დღის რეჟიმით უნდა ...more»
Page 1 of 15:1 2 3 4 »Last »
bottom-img