***

ბავშვი, ხუთი წლის ბავშვი წმენდს ფორთოხალს.
თითო ჭდოს დაურიგებს სტუმრებს: უკანასკნელი დარჩება – უნდა პირში ჩაიდვას… ამ დროს შემოდის დედა; შესთავაზებს. დედა უყურადღებოდ ართმევს და ჭამს.
ბავშვი ჩაიდებს სალოკ თითს პირში; ბევრი მოთმენის შემდეგ თვალები აუცრემლდება…
სტუმრებს ეღიმება. ბავშვი იწყებს გულამოსკვნილ ტირილს.
მსხალი!
თხილი!
კანფეტი!
სიცილნარევი თანაგრძნობით აწვდიან ბავშვს.
- არ მინდა! არა! ფორთოხალი! – ტირის ბავშვი.
ფორთოხალი კი გამოლეულა…
კარგი ბავშვი, კეთილი ბავშვი, სულელი ბავშვი!

ნიკო ლორთქიფანიძე

Spirited Away

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მულტფილმი, საუნდტრეკები დაწერილიa ჯო ჰისაიში-ს მიერ.
მულტფილმი მოგვითხრობს პატარა გოგოზე, რომელიც შემთხვევით ხვდება სულების სამყაროში,ცდილობს დააღწიოს იქიდან და გაათავისუფლოს მშობლები, ბოროტი ჯადოქარის კლანჭებისგან..
ძალიან კარგი მულტფილმი. ძალიან მაგარი მუსიკა. მიყვარს <3