Archives for general
მარტო მე მიჩნდება ხოლმე ახალი ბლოგის გახსნის უცნაური სურვილი? :)
უკვე სამი წელია ამ ერთ ბლოგს ვევლები თავს. ვახარჯავ ნერვებს, დროს, ფულსაც (ნუ 30 ლარი წელიწადში მაინც და მაინც არ ითვლება, მაგრამ).. და მაინც ) ხანდახან მიჩნდება სურვილი, შევიდე ვორდპრესზე ან ბლოგსპოტზე და ახალი ბლოგი დავარეგისტრირო... "თავიდან დავიწყო" :)
ეს დღეებია, მეგობარს ჩავაცივდი ბლოგი გააკეთე-თქო და იმდენი "ვეჩალიჩე", დაიწყო.. ხოდა რომ ვუყურებ ...more»
მიყვარს შაბათი. სერიოზულად. ის აღარაა პარასკევი, როდესაც საღამოს დღის საქმეებისგან საოცრად დაღლილი ხარ (თუმცა პარასკევის საღამოც მიყვარს) და ის არც კვირაა, როდესაც პერსპექტივაში ორშაბათი გეღრიჯება. მოკლედ, ოქროს შუალედია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
კიდევ მიყვარს პიჟამა. ყველაზე მოხერხებული და მაგარი საშინაო ტანსაცმელი. განსაკუთრებით თუ რამდენიმე ზომით დიდია და ფართხუნა.
მოკლედ, რადგან ძალიან მიყვარს შაბათები და პიჟამა, გადავწყვიტე დღეს პიჟამის დღე გამეკეთებინა.
როგორ გამოიყურება სტანდარტული ...more»
გაზაფხული მომყავს ბლოგზე. ოღონდ ცოტა მეზარება, ცოტა ფოტოშოპი მიხურებს საქმეს და.. მოკლედ, ახლა ბლოგს რომ ვუყურებ, ცუდად შეღებილი თმა მახსენდება. გინახავთ მასეთი? ზოგ ადგილზე, ახალი ფერი რომ არის, ზოგზე ძველი და ზოგგან საერთოდ ვერ გაიგებ რა...
ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კვირის ბოლოს ერთი-ორი დღით "მოვტყდები" ქალაქიდან :) ვნახოთ, როგორ გამომივა :)
სიმართლის დროს "მოვუსმინე", გული ამერია ნანკა კალატოზიშვილზე
წავედი, დავიძინო.. ...more»
გქონიათ მომენტი, როდესაც დაკავებულ პერიოდებს შორის, მოულოდნელად ერთი ("დედისერთა") თავისუფალი საღამო გამოგიჩნდებათ და წარმოდგენა არ გაქვთ რა აკეთოთ? :)
დღეს გამოცდაზე გავედი. ჩავაბარე, ჩვეულებრივად :) ნორმალურად. ვიღაცის საზომით შეიძლება კარგადაც, თუმცა მე არც ისე ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, I could do better.
მთელი საღამოა, არ ვიცი რას ვეტაკო. ვწერო, ვითამაშო, წავიკითხო თუ ტელევიზორს ვუყურო.. თანაც ყველაფერთან ერთად მეძინება უკვე. it sucks. მგონი ...more»
არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, მაგრამ ჩემს ბლოგზე დატოვებულმა კომენტარებმა (და ასევე ბევრ სხვა ფორუმზე ნანახმა სისულელემ) მომიყვანა ხასიათზე.
ვალენტინობა, სულ რამდენიმე წელია რაც ჩვენთან "შემოვიდა" და თუ ერთმა ნაწილმა ის ვარდების და ბუშტების ყიდვით "აიტაცა", მეორე ნაწილი გამწარებული ებრძვის ამ ტრადიციას როგორც "ანტიეროვნულს" და "დამანგრეველს".
ყველაზე საინტერესოა ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს წმინდა ვალენტინი, იმით გახდა "ცნობილი" რომ ...more»
ლილიანის შეპირებული პოსტის წერას ვაპირებდი, მაგრამ..
მემართება ხოლმე ასე. უცებ რაღაცას დავინახავ, ან მოვისმენ, მერე რაღაც გამახსენდება და მორჩა. ჩემი პოსტი სულ სხვა რაღაცაზე გამოდის.
სკოლა ყველას სხვადასხვანაირად ახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სკოლაში სწავლის პერიოდს ცუდს ვერ უწოდებ, მაინც უფრო მეტი უსიამოვნო მოგონება მაქვს, ვიდრე პირიქით. დღემდე მაქვს ის შეგრძნება, რომ ცხოვრების ამ პერიოდში რაღაც არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.
პირველ ...more»
ქართული ინტერნეტი სულ აააააასეთი მახსოვს ( ცერა და საჩვენებელი თითების ერთმანეთთან ძალიან ახლოს მიტანით). როდესაც მთელი "ჯეონეტი" მირკის არხებით შემოიფარგლებოდა..
ათი ერთდროულად მოციმციმე ფანჯარა.. ყველგან ერთი და იგივე..
"-asl plz
- ra ubanshi cxovrob?
- ras saqmianob"...
აი, ასეთი იყო ქართული ნეტი უხსოვარ დროს.. მერე იყო ფორუმი. ფორუმი იმდენად განსხვავებული მოვლენა იყო მაშინ ჩემთვის, რომ არ შეიძლება ამას ცალკე, დიდი პოსტი არ დავუთმო :)
მერე იყო ...more»
(ცოტა სნობური პოსტი)
მინდა თუ არ მინდა, ხანდახან, ადამიანებს ძალაუნებურად ვყოფ, მათი პრიორიტეტული საგნების მიხედვით. ზოგი სუფთა ჰუმანიტარია, ზოგი მათემატიკაზე გიჟდება, მე პირადად "საბუნებისმეტყველო" საგნებისკენ ვარ, განსაკუთრებით ბიოლოგია მიყვარდა ყოველთვის. ფიზიკა/მათემატიკასთანაც კარგი სალმისა და ოჯახის მოკითხვის (სხვანაირად რომ ვთქვათ "მყარი ოთხიანის") დონეზე ვიყავი. სამაგიეროდ, პრინციპულად არ ვწყალობდი ისტორიას. ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა სახელების, გვარებისა და თარიღების დამახსოვრება, ამიტომ ისტორიას ყოველთვის ცერად ...more»
ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. თითქმის მტანჯველად ცვალებადი.
განსაკუთრებით მალე მეცვლება დამოკიდებულება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
მაგალითად, ფორუმებზე და სოციალურ ქსელებში, ხშირად ვიცვლი ავატარებს და პროფილის სურათებს. ასევე მესენჯერის ავატარები, ნიკები, სიგნატურები და ა.შ. არ შემიძლია, დიდ ხანს ვერ ვუძლებ ერთსა და იმავეს.
ეს ბლოგის Template-ებზეც აისახება. შეამჩნევდით :D
მოკლედ, დიდ ხანს ვიფიქრე და ვთვლი, რომ რაღაც ისეთი გაფორმება მჭირდება ბლოგისთვის.. დამახასიათებელი, რომელსაც ერთხელ დავაყენებ ...more»
გამშრალი პირის, ატკიებული თავისა და გაღიზიანებული ღვიძლების მესამე დღე დასასრულს მიუახლოვდა. ერთი-ორი კვირაც და ახალი 2010, ზუსტად ისეთივე გახდება როგორც ძველი 2009. ნწ. ეს არ არის პესიმიზმი, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ :)
გადავხედე 2008 წლის შემაჯამებელ პოსტს და მე თვითონ გამიკვირდა, აღმოჩნდა რომ ჩემი მაშინდელი სურვილების უმეტესობა ახდა. სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც.
აი ძველი სია, სტატუსებითურთ
სიმშვიდე. ზოგადი და ადგილობრივი - შესრულებულია ...more»




