top-image

OLDER ARTICLES

ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები იმას, რომ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ არ შეუძლიათ მოდუნება.
სერიოზულად.
ჩვენთან დასვენების და გართობის დროსაც კი, რაღაცნაირად შებოჭილია ბევრი და ფიქრობს იმაზე, რა უდევს ამ ყველაფერს “ქვეაზრად”…  აღელვებთ რატომ შემოხედა ვიღაცამ მარჯვნიდან მარცხნივ და არა პირიქით, რატომ გააკეთა მისალმებაში მახვილი ბოლო მარცვალზე, რატომ უთხრა ის “ისე” და არა “ასე”…  ჩვენს ადამიანებს აქვთ მუდმივი ეჭვები “შეფარულ აზრებთან” დაკავშირებით.. თუნდაც გაცვეთილი, ქუჩის ბიჭური “ახსენი, ძმაო” რად ღირს.

აი, ახლა ერთი ამბავია ატეხილი ჰელოუვინზე. ადამიანების ნაწილს, მწვავედ მიაჩნია, რომ ამ დღესასწაულით(ისევე როგორც სხვა ბევრით) “ქართველობას გვართმევენ”. ნაწილი გეტყვის რომ “უF, მოდას ყვებიან, ჩვენებური ყველაფერი ბანძი ჰგონიათ და ევროპელობენ”(ეს უკანასკნელი აზრი ვალენტინობის დროსაც ისმის გულისარევამდე ხშირად). არადა, ყველაფერი ძალიან, ძალიან მარტივადაა. გინდა რაღაც აღნინშნო? აღნიშნე. არ გინდა – ნუ. თუკი, ვიღაცას სჭირდება რაღაც დამატებითი დღე იმისთვის რომ იმხიარულოს, რაც უნდა ის აღნიშნოს. თუნდაც, ალბანეთის დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ რა? მე რა? შენ რა?

c’mon, რატომ არ გვკიდია?

რაღაც, “ნე ვ Fორმე” ვარ და არ გამომდის კარგად დალაგება. მაგრამ იმედს ვიტოვებ, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

დაიკიდეთ, მაინც ყველანი მოვკვდებით :D

relax

არის ასეთი რუსული გამოთქმა:  “третий раз в первый класс”. საიდან წამოვიდა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემს ბლოგს რომ ვუყურებ სულ ეგ მახსენდება. 2 წელიწადზე მეტია ბლოგი რაც მაქვს და სულ აქეთ-იქით “დავათრევ”. ჯერ ბლოგსპოტზე იყო, მერე ვორდპრესზე გადმოვაჩანჩალე, მერე გოუდედიზე გადავათრიე, ბოლოს ქართულ სერვერზე გადმოვედი და დიდი, დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აქ ვიქნები.

მეზარება და მღლის აქეთ-იქით სიარული. ყველაზე დამღლელი ამ შემთხვევაში, დომენის გადამისამართება იყო. კვირაზე მეტი ხანი ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა კავკაზუსამდე. რამდენჯერმე მივწერე წერილი, რამდენჯერმე დავრეკე. სულ მისტიურ პასუხს: “დაელოდეთ წერილს ადმინისტრატორისგან” ვიღებდი. ბოლოს ამომივიდა ყელში, მივედი და ჩხუბის მერე, გაირკვა, რომ “სერვერზე დნს-ები არ არისო გაწერილიო”.. აი, აი.. ვერ აღვწერ იმ გრძნობებს, რომელსაც იმ მომენტში კავკასუსის მიმართ ვგრძნობდი, ერთი კვირაა ვურეკავ/წერილებს ვწერ და ახლა აღმოჩნდა  რომ თურმე, ვერ ამისამართებენ, საწყლები… გრრრრრრ…

ბოლოს გადმომისამართეს დნს-ი და მერე დანასტროიკება/დაიმპორტებას მოვუნდი მთელი ღამე.. ჰუჰ.. აი, რატომ არ მიყვარს ბლოგის ტარება).. ნუ, ვსე ხოროშო, ჩტო ხოროშო კონჩაეტსა..

გუშინ სპონტანურად ვი”თბილისობე”. ძირითადად ამ დღეს სახლში ვზივარ ხოლმე, მაგრამ გუშინ საქმეზე მომიწია გასვლა და პახოდუ 5-6 კადრი თბილისსაც გადავუღე. უფრო მეტს გადავიღებდი, მაგრამ ჩემი თანამგზავრი წუწუნებდა.

ежики в тумане ანუ "ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა"

ежики в тумане ანუ "ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა"

მომეწონა იდეა )

მომეწონა იდეა )

ეროვნული მაკი. დიდი ბოდიში "გათხაპნილი" სურათიზა.

ეროვნული მაკი. დიდი ბოდიში "გათხაპნილი" სურათიზა.

ეს ფოტო, სპეციალურად სოფი გოლდენს ეძღვნება. ჩემი დიდი სიმპატიით )

ეს ფოტო, სპეციალურად სოფი გოლდენს ეძღვნება. ჩემი დიდი სიმპატიით )

ძალიან მინდოდა ასევე გადამეღო მანქანები ავტო გამოფენაზე, მაგრამ ზედმეტად დამაგვიანდა. სულ 1–2 ძველი მანქანა იდგა და იმაზეც ხალხი იყო შემოსეული. ყველა ცდილობდა ფოტო გადაეღო ამ მანქანებთან ერთად.

ჰელლოუვინი ახლოვდება. ძალიან მიყვარს ეს დღე, ერთი პირობა ცალკე პოსტის დაწერაც გადავწყვიტე, მაგრამ მერე გადავიფიქრე.

ეს კვირა სავარაუდოდ, საკმაოდ დატვირთული უნდა იყოს და ამის პერსპექტივა ნამდვილად არ მახარებს.

პ.ს. სანამ “მე მიყვარს თბილისის” პლაკატებს ვიღებდი, ჩემს უკან, ორმა ქართველმა გოგონამ ჩაიარა. ამონაგლეჯი დიალოგიდან, რომელიც გავიგე: “ამ სომხების გადაღებას, ჩემთვის გადაეღოთ სურათი”…
როგორც ჩემი მეგობარი ამბობს ხოლმე: კარგ მთქმელს, კარგი გამგონეო.. თუ როგორც არის… ))

თუ შემოხვედით, ვერ დაინახეთ ნაცნობი პოსტები( და ერთი–ორი საათის წინ, ნაცნობი ტემპლეიტიც კი), ნუ შეგეშინდებათ. ბლოგზე პატარა რემონტია, ახალ სერვერთან დაკავშირებით :)

დაწვრილებით მოვყვები ყველაფერს, როდესაც დავლაგდები )

დიდი მადლობა, serv.ge- ს за наше счастливое детство )

რამდენი ხანია აღარ ვწერ. დღე–დღეზე ველოდები ახალ სერვერზე გადასვლას (კავკაზუსს ველოდები, როდის გადაამისამართებს ნს–ებს), ამიტომ ვერ ვწერ. უბრალოდ, დღეს ისეთი აჟიოტაჟი აიწია საზოგადოებაში,თავს ვერ ვიკავებ, რომ არ გამოვეხმაურო.
საუბარი მაქვს თეა თუთბერიძის წინააღმდეგ გამოსვლებზე. ვინც არ იცის რა მოხდა, აი მოკლე მონახაზი:
ვიღაცამ გააკეთა პატრიარქზე ვიდეოშარჟები. შემდეგ, თეა თუთბერიძემ დადო ეს ვიდეო თავის FB -ს “კედელზე”. ნანა ლეჟავას ეს აღმაშფოთებლად მოეჩვენა და გააკეთა ამაზე მთელი სიუჟეტი: ამ სიუჟეტში თეა თუთბერიძე აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ვერ ხედავს მსგავსი ვიდეოების გამოქვეყნებაში რაიმე განსაკუთრებულს, რადგან მსგავსი ვიდეოები კეთდება პრეზიდენტებზეც, რომის პაპზეც და ა.შ…  ეს სიუჟეტი ნახეს მორწმუნეებმა.. და აქ დაიწყო “არდავიწყება”, როგორც იტყვიან.

პირველი, რაც მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემთვის გასაგებია ვიდეოებით გამოწვეული გაღიზიანება. ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად გვაღიზიანებს, როდესაც დასცინიან იმას რაც მოგვწონს, გვიყვარს ან რაც ჩვენთვის წმინდაა.

მეორე, რაც უკვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, მე აბსოლუტურად არ მესმის.. არა, “არ მესმის” არასწორი ფორმაა, მე თმა დამიდგა ყალყზე, როდესაც ვნახე, როგორ გამოხატეს თავისი გაღიზიანება “მორწმუნე ადამიანება”.

ვაკოპირებ რამდენიმე ნაწერს, რომელიც ჩემმა ფეისბუკელმა მეგობარმა გაგვიზიარა. ეს “მარგალიტები” დაიწერა თეა თუთბერიძის wall-ზე, ფეისბუკში, სიუჟეტის გასვლის შემდეგ.

ყურადღება! ქვემოთმოცემული ტექსტები შეიცავს უზომო რაოდენობით უცენზურო ლექსიკას. სუსტი ნერვების პატრონებს არ ვურჩევ ამის წაკითხვას.


Nato ______ October 14 at 1:49am Report
sheni namus garecxili satana deda mo***an mtelma sakartvelom unda gixmaros da amogcyvitooooooooooooooooo

oooooooooooooooooon”
“Mari ——– October 19 at 5:46pm Report
SHENI DEDA MOV**AN > > SHE NABI***RIS DAGDEBULO. . SADME RO GNAXO SAXESHI NAXVELI UNDA SHEGAPURTXO. . . SHE DEDIT **EOOOOOOOOOOOOOOOO. . .
SHENI SEQTANTI DEDA DA OJAXI MOV**AN>>>>
FUUUUUUUUUUUUUI SHENI”

Giorgi ——————- October 20 at 10:15am Report
gaaukme sheni dedamo**nuli gverdi tore dagaxev kurebs , she mishas nabichvaro ar gcxvenia es ra gverdi gakvs gketebuli , reebs laparakob sakartvelos katalikos patriarkze ? !!!!!!!!!!!!!!!! rogorc sakartvelos mokalake da martlmadidebeli adamiani dagicher da gadagxsni shuashi !!!! amxela kals sad gakvs chkua !! ?”

Lika —————- October 20 at 11:41am Report
qalbatono da tutucu tea!!!!she unamusoo!!!tavxedo da gauzrdelo vai shens dedas asti ugunuri shvili ro gagachina!!she ateisto she sakartvelso shemarxvenelo!!gaetrie chvengan moshsori kartvel ers!!vai im gdes roca es mtvaroba gadavrdeba chemi xelit amogadglizav mag enas she tutuco!!kide me meubenbi ro mamao mkavs tu ara shen gkaavs she uzrdelo she unamuso shen ra gelis she sackalo me enas amogadzrob ager chem i megobrebi tvals mesame zels da ese shegchamt sataan shen satana undaa gadzidzgnoo da shenc egre gagdzidzgnit!!!”
მოკლედ, მგონი საკმარისია.
როგორც კიდევ ერთმა ჩემმა მეგობარმა დაწერა:
“ღმერთო, დამიფარე შენი მრევლისგან ”

ალბათ უკვე ყველამ გაიგო რომ ნიუ მედია ფორუმი ჩატარდა, ამიტომ ფაქტობრივ დეტალებზე არ გავჩერდები.

ორშაბათს, რიგი მიზეზების და უფრო მეტად საკუთარი უტვინობის საფუძველზე არ/ვერ წავედი. ამიტომ გადავწყვიტე სამშაბათს აუცილებლად ამენაზღაურებინა ეს დანაკლისი და დილიდან საღამომდე იქ ვყოფილიყავი.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა მთაწმინდის პარკი. არ ვიცი, ერთადერთი ვიყავი, ვისაც ის აქამდე ნანახი არ ჰქონდა, თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ აი.. უუუ ) ძალიან მომეწონა. ატრაქციონების დიდი მოყვარული არ ვარ, ამიტომ მაგ ნაწილზე არ გამიმახვილებია ყურადღება, სხვა დანარჩენი ძალიან საყვარელია, რაც მთავარია სუფთა ჰაერი, ბევრი სიმწვანე და კვირის დღეებში, მეტ–ნაკლებად მშვიდი გარემო.

როგორც მივხვდი, მეორე დღეს ხალხი ბევრად ნაკლები იყო ვიდრე ორშაბათს. დილიდან სამი ლექცია იყო ასარჩევად, სოციალური მედიის ზეგავლენაზე დიდხანს ვიფიქრე და მერე უარვყავი ეს იდეა, სვითის ლექცია ვორდპრესს ეხებოდა, ამიტომ აღარ წავედი და შესაბამისად აღმოვჩნდი  დუგლას არელანესის სემინარზე “მედიის განვითარების tool-ების” შესახებ.

სულ თავიდან 5-6 კაცი ვიყავით (ჩემი აზრით ეს დაინტერესებული პირების multitasking-ის ბრალი იყო, ბევრი საინტერესო ლექცია იყო ერთდროულად და ყველა ცდილობდა, ყველგან მომხვდარიყო). რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის დუგლასის მეტყველების მანერა, რომელიც იყო ძალიან მკვეთრი და ამიტომ ყველაფერი მესმოდა რასაც ამბობდა (Thank you, Douglas ).  ლექციაში ბევრი საინტერესო შესაძლებლობის შესახებ გავიგე, რომელიც მე (როგორც პირად ბლოგერს)  ნაკლებად გამომადგება, თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა, თუნდაც იგივე NGO-ებისთვის (მაგ., Ushahidi, Laconica).

მერე იყო დოდკას სემინარი ინტერნეტ მარკეტინგზე. იმის გამო რომ დუგლასის სემინარი ცოტა გვიან დამთავრდა და დოდიმ გვიან დაიწყო, ვერ მოვასწარი როკოს მოსმენა (ასევე ჩემთვის საინტერესო თემაზე SEO-ებთან “ურთიერთობაზე” ლაპარაკობდა). ორივე ლექცია (როგორც დუგლასის, ისევე დოდკასი), იყო კატეგორიიდან “ინფორმაცია, რომელიც თითქოს იცი, მაგრამ რომელზეც ყურადღების გამახვილება მაინც გჭირდება”.. აი, თუ გქონიათ შეგრძნება, რომ ზიხართ ლექციაზე, საკითხი თქვენთვის ნაცნობია, ინფორმაცია უკვე გაქვთ, მაგრამ მაინც თითქოს რაღაც ახალია. ანუ, ის დეტალები, რომლებიც აქამდე იცოდი, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევია.

Image0075

ეს ჩუპა–ჩუპსი ომედიამ დააფინანსა პირადად ჩემთვის ^^

ლანჩის შემდეგ, ჯერ ინტერნეტ-ტელევიზიის გაკეთების ვორკშოპზე წავედი, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ დიდად არ მაინტერესებდა ეს საკითხი, ამიტომ ჯერ უბრალოდ ბლოგერებთან ვიჭორავე, მერე ცოტა ხანი სვითის რჩევებს მოვუსმინე ბლოგინგთან დაკავშირებით(და ისევ ის დეტალები, რომლებიც იცი, მაგრამ აიგნორებ). ბოლოს ბლოგროლ.ჯი-ს პრეზენტაცია იყო.  როკომ ძალიან საყვარელი, მსმენელ-friendly, სლაიდშოუ გვაჩვენა, ვიკამათეთ, ვიმსჯელეთ, ბოლოს დიიიდი აპლოდისმენტებით დავაჯილდოვეთ ომედია+დოდი-სვითი+სოროსის ფონდი და წამოვედით სახლებში.

მთაწმინდის პარკიდან “ბლოგოსფერო”(ნუ, საკმაოდ ბევრი ბლოგერის გამოკლებით, მაგრამ მაინც) ერთად ჩამოვგორდით. ავტობუსში ყველამ პატიოსნად ავიღეთ ბილეთები ( :სამაგალითო მამულიშვილების სმაილი: ) . კიდევ ვიჭორავეთ, ვიცინეთ, ვიკისკისეთ და მოვგორდი კიდეც სახლში. ძალიან დადებითი მუხტით(ქართული ბლოგოსფერო, ძირითადად ჩემნაირი ოღრაში, ურჯულო, უჯიშო, უნამუსო და ა.შ. ხალხით არის დაკომპლექტებული, ამიტომ უზომოდ მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა) დავიტვირთე.

ზემოთთქმულის(გადახდენილის/განცდილის) შემდეგ გადავწყვიტე ცვლილებები გავაკეთო ბლოგში(იმედი მაქვს

ბლოგერები ვიხდით ფულს ავტობუსით მგზავრობაში. შენ?

ბლოგერები ვიხდით ფულს ავტობუსით მგზავრობაში. შენ?

გამომივა).

ეს ცვლილებებია:
1. უკვე შეგიძლიათ შეამჩნიოთ პოსტების პაააწაწინა ჩამონათვალი ყოველი პოსტის ბოლოს.. ეს არის ე.წ.  related posts, ანუ, სხვა პოსტები, რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდება იმას, რომელიც უკვე წაიკითხეთ. როდესაც პოსტს არ აქვს სხვა, მასთან დაკავშირებული ნაწერები, თქვენ ნახავთ სამ, ყველაზე “კომენტირუხვიან” პოსტს. )
2. სერიოზულად დავფიქრდი სერვერის შეცვლაზე :ა.ბლოგი ძალიან ნელა იტვირთება, ბ. ყოველი მესამე რეფრეში ერორებით მთავრდება.
3. გადავწყვიტო მოვაწესრიგო პოსტვის სიხშირე. ძალიან არარეგულარული ვარ. ხან ყოველდღე ვწერ, ხან ორ კვირაში ერთხელ, ამიტომ ალბათ ავარჩევ 2-3 დღეს კვირაში, როდესაც დაიდება პოსტები.
4. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ ერთ ახალ კატეგორიაზე და მასთან დაკავშირებულ ფეიჯზე.

5. კიდევ ბევრ რაღაცაზე ვფიქრობდი, მაგრამ დამავიწყდა უკვე, მოკლედ თავად ნახავთ.

ჰუჰ, მგონი გავედი სათქმელის ბოლოში, გიხაროდენ! ) წავედი ახლა თქვენს კომენტარებს ვუპასუხო.

update: ხო, კატეგორიების რეორგანიზაციას ვგეგმავ კიდევ :იეს:

P.S. აღფრთოვანებული ვარ blogroll.ge-ს ეფექტურობით, სამი დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი გადმოვიდა, ტოპ.გე ნერვნო კურიტ ვ სტორონკე )

მორიგი ჯაჭვური პოსტი. მადლობა პოლსკას თაგისთვის.

ტიპი დაიჭერს ოქროს თევზს.
ტრადიციულად, თევზი სთავაზობს სამ სურვილს..
- მინდა ბევრი ფული, მანქანა, მაგარი სახლი – ეს პირველი სურვილი….
ანეკდოტიდან…

ოცნებები.. ) პრინციპში, როგორც რამდენიმე ბლოგზე უკვე ითქვა, ჩვეულებრივი, ადამიანური სურვილები უფრო მეტი მაქვს, ვიდრე ოცნებები, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვოცნებობ. ამიტომ, გადავწყვიტე აქ უფრო “აუხდენელი” ოცნებების კატეგორია ჩამომეწერა, ახდენად სურვილებს, ისედაც ხშირად ვწერ.

1. ჩემი ოცნებაა, ქართულმა საზოგადოებამ ტოლერანტობა ისწავლოს, ოდესმე, “ჰომოსექსუალს” რომ ვახსენებ, ვინმემ “უხ, ეს პ******ბიო” არ დააყოლოს, მეზობელი, მეზობლის საქმეებში არ იქექებოდეს.. ხო, და ადამიანები ავტობუსებში ბილეთებს ყიდულობდნენ.

2.მინდა, რეალურ სამყაროში, ცოტა მეტი “ფენტეზიური” ელემენტები არსებობდეს. ფრთები, ჯადოსნური ჯოხები ან ცეცხლის/ყინულის მსროლელი მაგები, უჩინმაჩინის ქუდი/მოსასხამი, ტელეპორტები (განსაკუთრებით უნივერსიტეტიდან-სახლში).

3. ამ სურვილს, პოლსკის მოვპარავ… მინდა არსებობდნენ ელფები ) აი, ისეთი ელფები, როგორებიც ტოლკიენს ჰყავს.. მაღლები, ლამაზები, უკვდავები, სიბრძნით, მრავალი წლის ფიქრით დატვირთულები, დინჯები.. კარგი ხმებით, სიმღერებით და ა.შ. საერთოდ, მე თვითონაც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ელფი.

4. მინდა… მინდა არ მეშინოდეს ობობების, დიდი ძაღლების, სიმაღლის და კიდევ ბევრი რამის.. საერთოდ, ბავშვობაში ვოცნებობდი ლარა კროფტის .zip-ი ვყოფილიყავი… სადღაც 13 წლის ასაკში სროლაზეც კი მინდოდა შესვლა )))… მაგრამ, ჩემი ფეხები, ასეთი ფობიებით დახუნძლული ადამიანი, დივანზე უნდა იჯდეს და ჯამიდან რძეს სვამდეს.. რასაც პრინციპში ვაკეთებ კიდევაც )

5. და ბოლოს, მინდა მთელი მასალის სწავლა ერთი ხელის დადებით შემეძლოს. ავიღებდი თერაპიის წიგნს (ან რაღა წიგნს, წიგნებს) დავადებდი ხელს(ან თავს, ან სხვა რამეს… მაგრამ თავი და ხელი, უფრო ჯდება კონტექსტში) და ბრახ.. ვიცი უკვე ყველაფერი.. :givi:

6. მეექვსეც იყოს, მინდა ძილი არ იყოს საჭირო :D Fეისბუქზე და ინტერნეტში ყოფნის რამდენი საათი მეკარგება, ამ უსარგებლო ბიოლოგიურ პროცესზე :D :D

ვთაგავ: ერმონიას , ფიქროს და სამურაის.

P.S. Drawing in post is property of airasan
P.P.S. რა უბედურებაა, გუგლში სიტყვა მაგს და “ვიზარდს” ისე ვერ დასერჩავ, ვორკრაფტის ან ლაინეიჯის ფან-არტი რომ არ ამოვიდეს ))))))

P.P.P.S. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა, რომლის მოსმენის დროსაც, თითქმის ყოველთვის ელფებზე და სხვა და სხვა ჯადოსნურ არსებებზე ვფიქრობ :

მაღაზიაში:
- ბორჯომი რა ღირს? “პახმელიაზე” ვარ.
- 10 ლარი.
- ??? ათი ლარი რა უბედურებაა?
- არ გქონია შენ პახმელია

გაზეთში წაკითხული ანეკდოტი.

პედიატრიაში, გვასწავლეს, რომ პატარა ბავშვებს, აქვთ ზრდის  ოთხი ფაზა.. პირველადი დამრგვალების პერიოდი(2-4 წელი), პირველადი აჭიმვის პერიოდი(5-7 წელი), მეორადი დამრგვალების პერიოდი(7-9 წელი) და მეორადი აჭიმვის პერიოდი ( 9 წლის ზემოთ).  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მას შემდეგ რაც “მეორადი დამრგვალების პერიოდი” დამეწყო, იქიდან არც გამოვსულვარ და მხოლოდ რამდენიმე ხანია რაც აქტიურად ვცდილობ გამოვძვრე.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ბავშვობიდან “წონიანი” ვარ.

სადღაც 10-11 წლის ასაკიდან იწყება ის დრო, როდესაც ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები მეხვეწებიან, რომ “იქნებ და იფიქრო დაკლებაზე”.. მაგრამ, წტფ, თქვენ გინახავთ 11-12 წლის ბავშვი, რომელიც ხვდება იმას, თუ რატომ უნდა დათმოს შოკოლადები და შემწვარი კარტოფილი, რაღაც ჰიპოთეზური “გაიზრდები და აღარავის მოეწონები” ან “ბევრი შოკოლადი არ ჭამო, დიაბეტი დაგემართებას” გამო? გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ.

13-14 წლის ასაკში, დაიწყეს ჩემი დამშვიდება, რომ “აი, გამოჩნდება ვინმე ბიჭი და რომ არ მოეწონები, მერე დაიკლებ”.. მაგრამ ბედი არც აქ წყალობდა ჩემს წონას :D 15 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი ბიჭი, რომელიც შემიყვარდა და იმასაც შევუყვარდი.. ზედმეტი კილოგრამებიანად, 90/60/90 პარამეტრების გარეშე. იმ დროს, როდესაც ჩემს მართლა ლამაზ და ტანიან მეგობრებს სულიერი განცდები და პრობლემები ჰქონდათ პირად ცხოვრებაში, მე აბსოლუტურად კმაყოფილი დავდიოდი. კი, პერიოდულად ვფიქრობდი იმაზე, რომ უნდა გავხდე, მაგრამ სერიოზულად არც ერთი ცდა არ მიმიყვანია ბოლომდე.

შემდეგ.. 18-19 წლის ასაკში, უკვე სხვა ბიჭი შემიყვარდა.. და ჰოი საოცრებავ, აქაც მივიღე საპასუხო გრძნობა.. აქაც იგივე.. პერიოდულად ვფიქრობდი გახდომაზე, მაგრამ ამ საქმეს სერიოზულად არ მოვკიდებივარ..

რატომ მოვყევი  ჩემი წონითი/სასიყვარულო ავტობიოგრაფია?.. იმ რამდენიმე დასკვნის დასაწერად, რის გამოც, საბოლოო ჯამში დავიწყე ეს პოსტი:Big_Girl__You_Are_Beautiful_by_sock

1. წონა არც ისე დიდ ზეგავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზე, როგორც ეს შეიძლება ეჩვენებოდეს ადამიანს. კი, მისი გამორიცხვა ამ საკითხიდან არ შეიძლება (ზედმეტი კილოგრამების რაოდენობასაც გააჩნია), მაგრამ არც მთავარი როლის მინიჭებაა აუცილებელი.  ადამიანის აღნაგობა, მხოლოდ ნაწილობრივ ახდენს ზეგავლენას მის პირად ცხოვრებაზე, ამიტომ მინდა ვუთხრა იმათ, ვინც ახლა დიეტაზე ზის… ნუ დაელოდებით, რომ ზედმეტი კილოგრამების დაკლებისთანავე, თქვენი ყველა პრობლემა გაქრება, მოიხსნება გარემოებების მხოლოდ რაღაც პროცენტი, ამიტომ მოემზადეთ ამისთვის და ნუ ჩავარდებით დეპრესიაში.

2.როდესაც ადამიანი ცვლი რამეს, თუნდაც საკუთარ წონას, ეს პირველ რიგში შენი თავისთვის უნდა გააკეთო. დაახლოებით ერთი თვეა სერიოზულად მოვეკიდე ჩემი კვების საკითხს. ჯერ შედეგები დიდად არ ჩანს, მაგრამ არ ვჩქარობ. არა იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც არეულადაა.. უბრალოდ, უბრალოდ აღარ მომწონს ჩემი თავი და ისიც არ მომწონს, რომ მესამე სართულზე ასულს ქოშინი მეწყება. სულ ესაა მიზეზი. შეიცვალეთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, для себя любимой…

3. თუ ხართ(ან იცნობთ მსგავს ვინმეს) 120 კგ, მთელი დღე ზიხართ, ჭამთ ტორტს და წუწუნებთ იმაზე, რომ “მსხვილი ძვალი” გაქვთ და “ვერ ხდებით”, მაშინ “არ გქონიათ თქვენ პახმელია” და ნუ იგრუზავთ თავს ტყუილი წუწუნით. ხოლო თუ რაღაც რეალურად გაწუხებთ, მაშინ მოეშვით წუწუნს და მოიშორეთ “მომაბეზრებელი ფაქტორი”.

როგორმე მინდა მოვაბა თავი და დავწერო პოსტი სილამაზის სტანდარტებზე. ვეცდები უახლოეს მომავალში გავაკეთო.

that’s all )

შეიძლება თამამად ითქვას რომ კარგი დღე მქონდა.. ლექციით დაწყებული, შოკოლადის ტორტით დამთავრებული.
მაგრამ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ კარგი დღის ბოლოს “სულის კივილი” პოსტის დაწერა მომინდა, იმიტომ რომ არის ისეთი მოვლენები, რომლის ცქერა და მშვიდად ყოფნა, ხან და ხან, თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია.

დავიღალე ადამიანებით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ის, რაც მათი დამსახურება სულაც არაა, მათ რაიმეთი “აუმჯობესებს”..
კანის ფერი, რომელიც გენების ნაკრებია…
გარკვეულ ლოკაციაში დაბადება, რომელიც, შეიძლება ითქვას შემთხვევითობაა…
ორიენტაცია, რომელიც ჰორმონების დამსახურებაა…
სქესი, რომელსაც სპერმატოზოიდის სასქესო ქრომოსომა განაპირობებს..
500 წლის თუთის ხეები, რომლებიც თურმე “ამერიკაზე ბებერია”…
ტრადიციები, რომლებიც, მათთვის უკვე აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ “ასეა და ასე უნდა იყოს”

სიბნელე, სიბნელე, სიბნელე და უცოდინრობა.

საკუთარი თავის “ნორმის” საზომად ჩათვლა, განსხვავებული ადამიანების “ავადმყოფებად”, “პათოლოგიებად” შერაცხვა… ზემოდან ყურება, მინიმუმ – სიბრალულით, მაქსიმუმ – ზიზღით.

თვისება რომელიც საოცრად მეზიზღება ჩვენს ბრბოში: სიტყვების – “ლიბერალი”, “დემოკრატი” – აგდებით გამოყენება და სიამაყე იმით, რომ სიველურით გამოქვაბულის ადამიანისგან არც ისე შორის წავიდნენ.

რწმენა იმის, რომ “გამოევროპელება”, “გამოლიბერასტება”.. “ერს გაანადგურებს”. რწმენა იმის, რომ  “ქართველობას ართმევენ”…

“ფუF, ჩინელი”,  “სუნიანი ზანგი”, ” პ********ბის დ***ც მ*****ნ”, “ის დებილი ამერიკელები რას შეგვედრებიან, ჩვენ ქართველები მაინც სულ სხვა ვართ”….

დღეს ნანახი მარგალიტი: “გენეტიკურ დონეზე უნდა მოხდეს კვლევა და მიგნება მაგ გადახრის, ან გამოსწორდეს – ან აღიკვეთოს ძირშივე.” – ჰომოსექსუალიზმზე.

ტერმინი, რომელიც ორი-სამი კვირის წინ წავიკითხე : “ამერიკაში გამოევროპელებული” … ასეთს მგონი, მარტო ჩვენი “ზეაღმატებული მორალით დაჯილდოვებული სულის პატრონი” თუ იტყოდა….

მგონი დაუსრულებლად შეიძლება ამ ზიზღით, სიბნელით, ჭკუავიწრობით, გამოტენილი აზრების გადმოლაგება..

Hate them.. Hate them all..

P.S. არ ჯობდა იმ საზიზღრობების კითხვას და ნერვების შლას, დამეძინა?

მე ჯერ კიდევ ვეკუთვნი იმ თაობებს, რომლებისთვისაც პირველი სექტემბერი, პირველი სექტემბერია და არ აქვს მნიშვნელობა როდის არის, პირველ სექტემბერს, ოც სექტემბერს თუ ხუთ ოქტომბერს.

მოკლედ, ხვალ ჩემი თსსუ–ში ყოფნის რიგით მე–7 წელი და მე–5 კურსი(+2 წელი კოლეჯი) იწყება.Rotations1_Top
ჯერ კიდევ სამი – ოთხი წლის წინ მე–5 კურსი საოცრად შორეულად მიმაჩნდა, მე–5 კურსელები კი დიდი დეიდები და ბიძიები მეგონა და აი, უკვე მე თვითონ დიდი დეიდა ვარ.

ახალს უკვე აღარაფერს ველოდები უნივისგან, ამ წლების განმავლობაში კარგად “გავიცანი” ვინც არის.

ღმერთმანი, საინტერესო ჯგუფში ვსწავლობ, ყოველ წელს იცვლება შემადგენლობა. აი ახლაც ვზივარ და ვმკითხაობ, ნეტავ წელს ვინ გამოგვაკლდება და ვინ მოგვემატება? :D
რამდენიმე წუთის წინ ვუსმენდი მობილურზე ჩაწერი ნევროლოგიის ლექციას. რა საყვარლად ისმინება. თან ისე გულიანად ვკისკისებთ ლექტორის ხუმრობებზე, ადამიანი იფიქრებს რა კარგი სიტუაციააო. თუმცა, შეიძლება მართლაც ბევრისთვის კარგი სიტუაციაა უბრალოდ მე ვარ ასოციალური ოღრაში, რომელსაც  ასეთი რაღაცეები დიდად არ უყვარს..

რ’ავიცი, რ’ავიცი. ამ წუთს გამახსენდა, რომ ხალათი გასარეცხია და გასაუთოვებელი.. (ჩემს სტილშია ნამდვილად)..

მოკლედ, ხვალ უნივისკენ ჰერი-ჰერი..

wish me good luck )

პ.ს. ვახ, ვახ, სასწაული მოხდა და ცხრილი დადეს საიტზე. მართალია, 2008–2009 წლის ცხრილი აწერია, მაგრამ ნამდვილად ახალია. აი, თუ მოიფიქრებენ და GPA რეიტინგსაც დადებენ, საერთოდ ჩემპიონები იქნებიან ჩემს თვალში.

პ.პ.ს. არდადეგები არ გვაქვს :D პირდაპირ გადაბმით გვაქვს კურაციები…

ეიწყო..

საერთოდ, არ მჯერა “მისტიური” რაღაცეების. მკითხაობა, ჯადო, ჰოროსკოპი და ა.შ. თუმცა, ალბათ ისევე, როგორც ჩემი ნაცნობების და საერთოდ ადამიანების დიდი ნაწილი, მეც ვერთობოდი პერიოდულად მსგავსი “მისტიკით”. აი, მაგალითად ჰოროსკოპი. ხელი აიწიოს იმან, ვისაც ერთხელ მაინც არ ჩაუხედავს რამე წიგნში “ეძიე ვარსკვლავი შენის” სტილის და არ უნახავს, რაზე უყვებიან ვარსკვლავები? ხოდა მეც ასე. იმ დღეს, ერთ-ერთ “ჰოროსკოპში”, მსგავსი რაღაც ამოვიკითხე ჩემს თავზე: “მიდრეკილი ხართ ნოსტალგიისკენ და წარსულის ხშირი გახსენებისკენ”..
Hell, YEAH! არ ვიცი, ვარსკვლავების ბრალია ჩემი ეს თვისება, თუ ავტორს ფანტაზია გამოელია და ამდენი “თქვენ ხართ დინჯი/ფიცხი, გიყვართ სითბო/სიგრილე” -ს წერის შემდეგ გადაწყვიტა რამე, მეტ-ნაკლებად ორიგინალური ჩაერთო.

მაგრამ, პოსტი, როგორც სათაურიდან ხვდებით, ჰოროსკოპზე არაა.

როდისმე გქონიათ შეგრძნება, რომ რაღაც ადგილს ტოვებთ, და თითქოს იმ ადგილზე დრო ჩერდება. ის ადგილი ქრება. თქვენ იქ აღარ ხართ და ისიც აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, რეალურად იცით რომ ასე არ არის, მაგრამ შეგრძნება.. გქონიათ? არა? მე – კი :)
მაგრამ, პოსტი არც ამაზეა :)
on_air

იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, რომელსაც ფონად გასდევდა რადიო. უფრო ზუსტად “ღამის რადიო”. დღისით იშვიათად ვუსმენდი, სამაგიეროდ ღამე 12-ს მერე ყურთსასმენები და ჩემი საყვარელი ლურჯი პლეიერი (რომელსაც რადიოც ჰქონდა) ჩემი საუკეთესო მეგობრები ხდებოდნენ. იმდენ ხანს და ისე ხშირად ვუსმენდი ღამ-ღამობით რადიოს, რომ კვირაში ერთხელ ელემენტების გამოცვლა მჭირდებოდა.

არ მიყვარდა ისეთი ეთერი, სადაც უბრალოდ მუსიკა გადიოდა. ღამე დღემდე მიჭირს დაძინება, ამიტომ “ცოცხალი” კონტაქტი მჭირდებოდა, შესაბამისად ისეთ ტალღებს ვეძალებოდი, სადაც პირდაპირი ეთერი ჰქონდათ მსმენელთან.

ჩემი ფავორიტი, მაშინ, 12-13 წლის ასაკში, იყო რადიო უნივერსი(ალბათ გახსოვთ ასეთი) და RJ(ა.კ.ა. მუსიკალური წამყვანი) ინკოგნიტო. ოოოო.. ერთი ეთერი არ “გამიმაზავს” 3-4 წლის განმავლობაში. და ალბათ ისევე, როგორც ყველა იმ ასაკის გოგო, რომელიც მის გადაცემებს უსმენდა, მეც გულისწასვლამდე ვიყავი შეყვარებული. სასიამოვნო ხმა, ჩანახატები, ლექსები.. რა სჭირდება მეტი თინეიჯერ გოგოს? ) დიდი ხნის განმვალობაში ვოცნებობდი პირდაპირ ეთერში დარეკვაზე, მაგრამ არ ხერხდებოდა. ღამე რადიოში დარეკვა რომ მეცადა მთელ სახლს გაეღვიძებოდა. ბოლოს, აღარ მახსოვს ზუსტად როგორ, დავრეკე ერთხელაც. ჩავარდნილი ხმა ძლივს ამოვიღე და 2-3 წინადადება ძალდატანებით გადავაბი. გადაცემა მახსოვს, იმედს ეხებოდა )))).

მის გარდა იყვნენ კიდევ, ვინი, დაფნა, როკი და ფეხბურთის წამყვანები. რამდენიმე წლის მერე, რომელიღაც ჩატში ვანგას წავაწყდი “როკი და ფეხბურთიდან”. პირველი კითხვა რაც იყო(მას შემდეგ რაც დავრწმუნდი რომ ისაა), ქუდში რა სიმღერას უშვებთ-თქო. ძალიან მიყვარდა (Dio – Rainbow in the dark).

როდესაც ამ წამყვანებს ვუსმენდი, ვოცნებობდი იმაზე, რომ როდესმე მეც ვიქნებოდი წამყვანი რადიოში. აუცილებლად ღამის ეთერში. ვიჯდებოდი სტუდიაში მარტო, კომპიუტერთან, დავლევდი ჩაის და მსმენელებს ჩემი გემოვნებით შერჩეულ playlist-ებს ჩავურთავდი….

მერე, კოლეჯში ჩავაბარე და აღმოვაჩინე რომ ღამე ძილი ძალიან სასიამოვნოა.  ბოლო წვეთი კი DSL-ის გამოყვანა გამოდგა, როდესაც ხვდები, რომ შეგიძლია თავად ამოარჩიო რას მოუსმინო..

აი, ამაზე იყო პოსტი.

ესეც სიმღერა, განწყობისთვის:

P.S. რამდენიმე დღის წინ, მობილურში რადიო ჩავრთე. და აღმოვაჩინე რომ ის ისევ ისე არსებობდა, როგორც ჩემს ბავშვობაში. არსად გამქრალა და ბევრი ადამიანისთვის კვლავ აქტუალურია…. )))

P.P.S. ვისაც ჯერ არ გაუგია, გადაცემა “როკი და ფეხბურთი” აღადგინეს. წესით, დღეს(შაბათს, 3 ოქტომბერს) უნდა დაწყებულიყო FM 98.8-ზე.

Page 4 of 29:« First« 1 2 3 4 5 6 7 »Last »
bottom-img