ჩვენ ყველამ ვიცით რომ ტყუილი ცუდია. რატომ და რისთვის ეს არ აგვიხსნეს, უბრალოდ ბავშვობიდან გვასწავლეს რომ ტყუილი ცუდია, რომ არასოდეს უნდა მოვიტყუოთ, და რომ “ტკბილ ტყუილს, მწარე სიმართლე სჯობს”…
გააჩერეთ ქალაქში ჩვეულებრივი, რიგითი გოგონა ან ვაჟი 15-30 წლის მონაკვეთში და ჰკითხეთ ბანალური “რას არ აპატიებთ საყვარელ ადამიანს?”… წინასწარ გეუბნებიტ რომ ორი მოწინავე პასუხი იქნება “ტყუილი” და “ღალატი”.. ერთი – ორი განსაკუთრებით მწვავედ აღნიშნავს, რომ “ყველაფერს აპატიებს, ოღონდ არ მოატყუოს”..
აააახლა მეორე მხრიდან, აიწიეთ ხელი, რამდენი იცნობთ “მე არასოდეს ვიტყუები და ყოველთვის სიმართლეს ვამბობ” ტიპებს? კარგია, კარგი.. მომწონს.. ახლა აიწიეთ ხელი რამდენი ხართ ასეთი ტიპი?
ა-ჰა.. gotcha 
შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო მომენტია.. აი, მე მაგალითად, ყველაზე ახლო ადამიანებიდან, ბებია მყავს ასეთი, რომელიც ყოველთვის ყველას სიმართლეს ეუბნება. ნუ, აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, შეუძლია არც ისე ახლობელ ადამიანს, უბრალოდ ნაცნობს პირდაპირ უთხრას, რომ ამ ადამიანს სრულიად არ უხდება შეჭრილი თმა/შარვლის ტარება/ჩოლკა/პომადა და ა.შ. შეიძლება გააფორმოს “ამ შარვალში ტრაკი ისეთი დიდი გიჩანს” და ბოლოს დააყოლოს “არა, საწყენად კი არ გეუბნები”…
რამდენიმე ხნის წინ, თბილისის ფორუმზე, ერთმა გოგომ თავისი საქორწილო კაბა დადო, რომლის ჩაცმასაც უახლოეს მომავალში გეგმავდა. ერთი-ორმა ფორუმელმა პირდაპირ გამოხატა შემდეგი ტიპის აზრები: “შენნაირ მკერდზე, ასეთი კაბის ჩაცმა არ შეიძლება” და ა.შ… ნუ, აზრი? გოგოს რამდენიმე დღეში ქორწილი აქვს, კაბა უკვე ნაყიდია, გამზადებული.. ასე ვთქვათ, და შენ ამ დროს სიტყვით გამოდიხარ, რომ თურმე ასეთი კაბის ჩაცმა არ შეიძლება.. ახლა ვიღაც გამოვა და იტყვის, რომ “თუ სხვისი აზრი არ აინტერესებდა, რისთვის დებდა სურათებს ფორუმზე” – პრინციპში, ვისაც ეს კითხვა გაუჩნდა, მართლები ხართ და იმ კრიტიკული აზრის გამომხატველებსაც სრული იურიდიული უფლება ჰქონდათ თავისი აზრი გამოეხატათ. მაგრამ, C’mon, ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ მსგავს მომენტებში, სურათები თითქმის არასოდეს იდება “საღი აზრის” მოსასმენად, ამიტომ დარწმუნებული ხართ რომ თქვენი “ობიექტური შეხედულება” იქ საერთოდ საჭიროა? არა, თქვენ თუ სხვის კომპოტში ძმრის ჩასხმით ერთობით ხოლმე(პრინციპში ვინ არ ერთობა ხოლმე ასეთი რაღაცეებით ხან და ხან მაინც) მაშინ go on.
გასაგებია, რომ ჩვენ ყველანი კარგი ტიპები ვართ, სიმართლის მოყვარულები და პირში მთქმელები. ისიც გასაგებია, რომ საკუთარი კრიტიკული აზრის შეკავება, ხან და ხან შარდის შეკავებაზე უფრო ძნელია ხოლმე.. გეწერინება/გეთქმევინება, ხელები და ენა გექავება.. და მაინც ვიფიქროთ იმაზე, რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი.. ბოლოს და ბოლოს, თქვენც არ მოგეწონებოდათ ყოველდღე, ყველა იმ “პირდაპირი აზრის” გაგონება, რომელსაც თქვენზე გარშემომყოფები ფიქრობენ.
დაკავშირებული პოსტები ბლოგოსფეროდან:
პირდაპირ და მარცხნივ – by Lilian
10 ყველაზე გავრცელებული ტყუილი – by Doin.ge
