
ბავშვობა – სიტყვა, რომელიც ძირითადად რაღაც ნათელთან, ფერადთან და ტკბილთან ასოცირდება. ცხოვრება ვარდისფერი სათვალეებით, უამრავი თავისუფალი დრო და.ა.შ.
გუშინ, ძველ , ბავშვობის მეგობრებს შევხვდი. შეხვედრისას, თავისთავად ჩამოვარდა ლაპარაკი “გახსოოოვს? მახსოვს, მახსოვს”–თემაზე. და გამახსენდა.. პრინციპში ის, რაზეც ახლა მინდა დავწერო.
პატარა ბავშვს, არ აქვს შიშის გრძნობა, მისთვის სიკვდილის ცნება არ არსებობს, ან თუ არსებობს ძალიან ბუდნოვნად (სამწუხარო გამონაკლისებზე არ მაქვს ლაპარაკი). ვამბობ იმაზე დაყრდნობით, რომ დღეს, მთელ ჩემს ბავშობისდროინდელ სამეგობროს, თმა ყალყზე უდგება იმის გახსენებით, რას ვაკეთებდით. პირადად ჩემზე არაფერი მეთქმის, ბავშვობაში ერთგვარი “მშობლისოცნება” ბუნჩულა გოგო ვიყავი, მთელი დღე თავისთვის მშვიდად წიგნს რომ კითხულობს. სამაგიეროდ..
ყოველ ზაფხულს კახეთში დავდიოდი დასასვენებლად, ე.წ. “უბანში” საკმაოდ ბევრი ბავშვი ვიყავით, უმეტესად ბიჭები და 3–4 გოგო. არ დავიწყებ იმის დეტალურად მოყოლას, როგორ ხტებოდნენ ბავშვები 2–3 მეტრიანი ბაკებიდან მიწაზე “ისე უბრალოდ, გასართობად”, როგორ მოგორავდა დაღმართზე(რომელიც, სხვათაშორის, კახეთის გზატკეცილზე გადიოდა და შესაბამისად იქ მუდმივად მოძრაობა იყო) 7 ადამიანი ერთი ველოსიპედით (დღემდე უკვირთ როგორ ეტეოდნენ) და ა.შ. (რომელიც უსასრულოდ გრძელდება). გავიხსენებ მხოლოდ ერთ მომენტს:
ჩვენი ქუჩა საკმაოდ გრძელი იყო და რამდენიმე ადგილას იკვეთებოდა კიდეც, ჩვენ, ბოლო მონაკვეთში ვცხოვრობდით, თუმცა ქუჩის ბოლომდე, რამდენიმე სახლი, კიდევ იყო გამოყოფილი, პააატარა აღმართით. ეს პატარა აღმართი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ მთელი ბავშვობა ჩვენს ქუჩას “აქეთა” და “იქითა” უბნად ვყოფდით. მაგრამ მარტო დაყოფას ვინ ჩივის, ომი გვქონდა გამოცხადებული “იქით” უბნის ბავშვებთან. არც ისე სახუმაროდ. რამდენჯერმე, სერიოზული ჩხუბი ჰქონდათ ბიჭებს, სადაც ქვები, რკინები,ლურსმნიანი ფიცრები და ერთი–ორჯერ დანა და ცულიც(!) ჰქონდათ მიტანილი (ამ დროს დაახლოებით მე–3, მე–4 კლასში ვიყავით, ანუ 9–10 წლისები). ახლა რომ ვუფიქრდები, პრინციპში, სასწაულია, რომ დღეს იმ ბავშვებიდან ყველა ჯანსაღი და ლამაზია. “იქით” უბნელებს, ჩვენს ნაწილზე სიარული არ შეეძლოთ მშვიდად, ჩვენი უბნელი, ერთხელ იქ წასული, უკან დალურჯებული დაბრუნდა. მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან არასაბავშვო და სახიფათო იყო. თუმცა იმ ასაკში, ბავშვს ნაკლებად ესმის, რომ მეორეს მძიმე ქვე თუ ჩაარტყა თავში, ის შეიძლება ვეღარც ადგეს და ის, რომ მასწავლებლისთვის ჭიკარტის დადება სკამზე, სულაც არაა სასაცილო. არც კი ვიცი რა “დასკვნა” შეიძლება გაკეთდეს ასეთ პოსტზე. ალბათ უფრო მეტი ყურადღება ბავშვების მიმართ, თუმცა ეს გამოსავალი არაა, იმიტომ რომ, ჩემივე ბიძაშვილის თქმით, ხშირად დედამისს ეგონა რომ “გიორგისთან სონის თამაშობდა”, ბავშვის სახლში გამოკეტვაც ნაკლებადაა შესაძლებელი..
ბოლოს, მინდა ერთი წიგნი გავიხსენო, რომელიც ზუსტად ამ თემას ეხება. “ორმოცი კუნძულის რაინდი”, როგორც დღეს აღმოვაჩინე, სერგეი ლუკიანენკოს პირველი წიგნი ყოფილა, მე თავის დროზე, რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ფენტეზი ჟანრისაა, მაგრამ ამავე დროს ლუკიანენკოსთვის დამახასიათებლად, ძალიან ადამიანურია ) მოკლედ, თუ დაინტერესდით და არ გაქვთ პრობლემა წაიკითხოთ რუსულად, მონიტორიდან (და ამასთანავე “ფენტეზის” გაგონებაზე :”ფუ, ამაზე დრო როგორ დავხარჯო” რეაქცია არ გაქვთ” ) დააწკაპეთ: აქა . წიგნი ორ ფორმატშია დადებული ) ერთი CHM ფორმატისაა, რომელიც ძალიან კომფორტულია წიგნების წასაკითხად, მეორე, ჩვეულებრივი ვორდია, მათთვის ვისთანაც პირველი ფაილი არ გაიხსნება
enjoy! )
p.s. რამდენიმე თვის წინ, ჩასულები ვიყავით სოფელში, ჩემი მეგობარი (მდედრობითი სქესის) ველოსიპედით სეირნობდა. როდესაც, ორმა მე–5 კლასელმა ბავშვმა გააჩერა:
ისინი(ი): –დაიკო, რა უბნელი ხარ?
მეგობარი: – ამ ქუჩაზე ვცხოვრობ.
ი: – ხო, ისე, ჩვენ ამ ქუჩის მაყურებლები ვართ, და იცოდე, თუ რამეა.
