Tag archives for გეოგრაფია
(ცოტა სნობური პოსტი)
მინდა თუ არ მინდა, ხანდახან, ადამიანებს ძალაუნებურად ვყოფ, მათი პრიორიტეტული საგნების მიხედვით. ზოგი სუფთა ჰუმანიტარია, ზოგი მათემატიკაზე გიჟდება, მე პირადად "საბუნებისმეტყველო" საგნებისკენ ვარ, განსაკუთრებით ბიოლოგია მიყვარდა ყოველთვის. ფიზიკა/მათემატიკასთანაც კარგი სალმისა და ოჯახის მოკითხვის (სხვანაირად რომ ვთქვათ "მყარი ოთხიანის") დონეზე ვიყავი. სამაგიეროდ, პრინციპულად არ ვწყალობდი ისტორიას. ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა სახელების, გვარებისა და თარიღების დამახსოვრება, ამიტომ ისტორიას ყოველთვის ცერად ...more»

