ქართველებს გვიყვარს ის ცნებები, რომლებიც ჩვენს საკუთარ შეცდომებს გვპატიობს. შემომაკვდა, შემომეჭამა, შემომეუპატიურა; გამასწრო (ავტობუსმა/სამარშრუტომ.. მე კი არ დამაგვიანდა, გამასწრო ) და ა.შ.. ერთ–ერთ ასეთი ცნებაა – ბედი. “ეს ყოფილა მისი ბედი”, “ბედზე ასე მეწერა თურმე” და ა.შ. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც 90% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებს, ბედისწერის ცნება პარადოქსულია (მართლმადიდებლობა უარყოფს “დაწერილი ბედისწერის” არსებობას ).
რატომ გამახსენდა…
დღეს, გამსახურდიას გამზირზე (ე.წ. პეკინი) სამარშრუტოს ველოდებოდი და საღამოს 7 საათზე, გაცხოველებულ მოძრაობაში, საკმაოდ ბევრი ადამიანი გადადიოდა გზას. ამ დროს, გაჩერებიდან 20 ნაბიჯში მოქმედი, საკმაოდ სუფთა, განათებული და ხალხმრავალი მიწისქვეშა გადასასვლელია, მაგრამ არა! ზოგიერთი, პრინციპულად სამანქანო გზას კვეთდა. ვინმესთვის მანქანას რომ დაერტყა, მერე ხომ იტყოდნენ, “თურმე ასეთი ბედი ჰქონდაო” , არადა, wth? რაის ბედი? როდესაც ამხელა მოძრაობაში, პრინციპულად არ ჩადიხარ მიწისქვეშა გადასასვლელში?
იგივე სიტუაციაა, როდესაც ვიღაც, 200 კმ/სთ მართავს მანქანას და ავარიაში ხვდება.. “საწყალი, რა ბედი აქვს?”.. საწყალს, ბედი კი არა, ტვინი არ აქვს. ასეთი ადამიანების უმეტესობას, რამეს თუ ეტყვი, ყოველთვის გიპასუხებს : “მასე, გარეთ რომ გავალ, აგურიც შეიძლება დამეცეს თავში და მოვკვდე”. არ შემიძლია, მსგავს შემთხვევაში ბულგაკოვს არ დავეთანხმო, Кирпич, ни с того, ни с сего, никогда, никому, на голову не падает…
რეალურად, რაც უფრო მეტად “ექსტრემალური” ცხოვრების წესით ცხოვრობ, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ რაიმე უსიამოვნო “დაგებედება”. ამით, იმის თქმა არ მსურს, სახშლი ჩაჯექით, სტერილური გარემო შეიქმენით და ნურასოდეს გახვალთ გარეთ–თქო, უბრალოდ, თუ 200 კმ/სთ სიჩქარით დადიხარ, დღის სამ საათზე რუსთაველზე ” ზემოდან” გადადიხარ და სხვა სახიფათო საქმიანობით ხარ დაკავებული, შეეშვით ბედს )
