ბიზი

 

ბიზი = ინგ.busy

მოკლედ,

საქმის თავის დროზე გაკეთება ვერ ვისწავლე :თვითგვემის სმაილი: , რა თქმა უნდა ყველაფერი ბოლოსთვის დავიტოვე. ხოდა რაღაც თითქმის არაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაინც მუდმივად დაკავებულის შეგრძნება მაქვს ანუ “არ ვაკეთებ, მაგრამ სინდისი ხომ მაწუხებს?”. ხოდა დღეს როგორმე უნდა მოვიშორო ეს საქმე, თორემ ფსიქიურად შევირყევი მალე. გუშინ ღამე გავაკეთე უდიდესი ნაწილი.. :/

gamenatev1i

დილის 10 საათზე. “ცეცხლოვანი ღამის შემდეგ”.

ხოდა.. თან იდეები სხვა და სხვა საინტერესო პოსტების შესახებ მომდის და მომდის. თან ისეთი პოსტების, აი ასე 2–3 საათი რომ სჭირდება დასაწერად და ფიქრი და რაღაც.. ხოდა, ხომ ვიცი, რომ მოვრჩები ამის თარგმნას მერე იდეებიც გამიქრება. მოკლედ რა :/

ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, ერთი თვის გასაკეთებელი საქმის ერთ ღამეში გაკეთება, მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. საქმის ხარისხისთვისაც, btw

მივდივარ და მივდივარ.. ეგ არი და ეგ…

ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთვნები ვისაც მგზავრობა უყვარს. არა მხოლოდ ლოკაციის და სიტუაციის გამოცვლა მხიბლავს, არამედ თვითონ მგზავრობის პროცესი.  მიყვარს აეროპორტები… მმმმ… ძალიან მაგარი შეგრძნებები მოაქვს, თუნდაც როდესაც ვიღაცას სხვას აცილებ.
ხვალ ქალაქიდან გავდივარ. 3 დღით და არც ისე შორს. მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე მაყენებს ამაზე ფიქრი. ჩანთა ჩავალაგე, ვიბანავე და ახლა თავზე პირსახოცშემოხვეული ვბეჭდავ და ვფიქრობ იმაზე, რამე ხომ არ მრჩება.. მაინც დამრჩება )) მთავარია რა )) მმმ.. მნიამ.. დასვენება ) კარგია. ვინმემ(ვინც კარგად მიცნობს რეალურად), შეიძლება ისიც მითხრას, რომ დიდად დასაღლელი არც მქონია რამე, მაგრამ მაინც. გასვლითი დასვენება მაინც სულ სხვაა ) ის, რომ დილით დაგეძინება და უნივს გააცდენ, დასვენება არაა ))..

ასე რომ… მივდივარ და მივდივარ, ეგ არი და ეგ (c) ჯარისკაცის მამა.