Время жить и Время умирать

))

ჰაჰ, წეღან დოდის ვემესიჯე.. ხოდა, ჩვენს მესიჯობაში, ერთი ძველი მეგობარი დამიკავშირდა. ახლახანს გაიგო, რომ ორსულადაა და რაღაც აინტერესებდა, გადმომირეკეო, მთხოვა.  ნუ, ამაზე რეაქცია მქონდა, ტიპა “ვაშა, ვაშა, ვმრავლდებით”, რაზეც დოდიმ წყალი გადამასხა, მესიჯში.. კი არ ვმრავლდებით, უბრალოდ ასაკი გვაქვსო ასეთი.. მართლაც… )

ახლა გამახსენდა.. 6 წლის წინ, როდესაც ჩემი რძალი იყო ორსულად და მთელი ოჯახი, მატების მოლოდინში ვიყავით, გარეთ გასულს, სულ ორსულები მხვდებოდნენ. ერთხელ, 8–9 ორსულამდე დავთვალე, 2 საათიანი სეირნობისას..

ბოლო პერიოდში ჩემს სანაცნობოში რეალურად ბევრმა შექმნა ოჯახი, ბევრს ეყოლა პატარა და ზოგიც ახლა ელოდება და ეს სულ მიჩენს იმის შეგრძნებას, რომ ხალხში მოიმატა შობადობამ..

ამავე დროს

50 წლის ზევით ასაკობრივ კატეგორიაში, ალბათ ძალიან ხშირად იგებენ ადამიანები, როგორ გარდაიცვალა ვინმე სანაცნობოდან.. თუ ჩემს ასაკში, ჩემს ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილის ამბავი საკმაოდ იშვიათია (1–2 შემთხვევა წელიწადში), რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო მეტია მსგავსი ამბების გაგების სიხშირე..

ბებიაჩემი 86  წლისაა, მისი ნაცნობების უმეტესობა, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია. სულ რამდენიმე ადამიანია ცოცხალი და ისიც, არავინ იცის, ვინ რა მომენტში გარდაიცვლება… c’est la vie..

ამაზე ფიქრისას, რატომღაც რემარკის წიგნის სათაური გამახსენდა ).. რომელიც პრინციპში, ახლა ჩემი პოსტის სათაურია )

ბიზი

 

ბიზი = ინგ.busy

მოკლედ,

საქმის თავის დროზე გაკეთება ვერ ვისწავლე :თვითგვემის სმაილი: , რა თქმა უნდა ყველაფერი ბოლოსთვის დავიტოვე. ხოდა რაღაც თითქმის არაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაინც მუდმივად დაკავებულის შეგრძნება მაქვს ანუ “არ ვაკეთებ, მაგრამ სინდისი ხომ მაწუხებს?”. ხოდა დღეს როგორმე უნდა მოვიშორო ეს საქმე, თორემ ფსიქიურად შევირყევი მალე. გუშინ ღამე გავაკეთე უდიდესი ნაწილი.. :/

gamenatev1i

დილის 10 საათზე. “ცეცხლოვანი ღამის შემდეგ”.

ხოდა.. თან იდეები სხვა და სხვა საინტერესო პოსტების შესახებ მომდის და მომდის. თან ისეთი პოსტების, აი ასე 2–3 საათი რომ სჭირდება დასაწერად და ფიქრი და რაღაც.. ხოდა, ხომ ვიცი, რომ მოვრჩები ამის თარგმნას მერე იდეებიც გამიქრება. მოკლედ რა :/

ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, ერთი თვის გასაკეთებელი საქმის ერთ ღამეში გაკეთება, მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. საქმის ხარისხისთვისაც, btw

ჟამის სვლაზედ..

ბევრ ლაპარაკს იმაზე, რომ დრო ძალიან შეუმჩნევლად და სწრაფად გადის არ დავიწყებ. დღეს კარაგანდას ბლოგზე ეს პოსტი ვნახე. ხოდა  ჯერ ერთი სიმღერა გამახსენდა (ბოლოში დავდებ) და პატარა იდეაც გამიჩნდა… მოკლედ,
“მე და დრო ” :) :

მე და მამა

მე და მამა

მე და მამა

მე და მამა

dima-da-nato1

medima
მე და ბიძაშვილი (განსხვავება სურათებს შორის დაახლოებით 15–16 წელი)

pacaca-nato2
getimage
ესეც უბრალოდ მე :)) განსხვავება სურათებს შორის დაახლოვებით 20 წელი :) და შეპირებული ვიდეო :