მიყვარს დღესასწაულები. არ აქვს მნიშვნალობა რა ) აღსანიშნი იყოს და ალბანეთის დამოუკიდებლობის დღესაც აღვნიშნავ (28 ნოემბერსაა, btw). განსაკუთრებით მიყვარს საყოველთაო ზეიმები.. ქართულიც და ამერიკული ფილმებიდან შემოჭრილებიც.
ახალი წელი, ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი, გულის სიღრმეში მაინც იმედით უყურებენ კალენდარში ციფრების ცვლას. აი, მოვა ახალი წელი და ყველაფერი უკეთესად იქნება. ის, რაც ცუდი მოხდა, დარჩება უკან, წინ კი ბევრი ახალი დღეა… ხშირად მერე ვწუწუნებთ, რომ დღესასაწული “არ შედგა”, ისეთი კარგი არ გამოვიდა.. და საერთოდაც მოლოდინი, ხშირად დღესასწაულზე უკეთესია, მაგრამ..
წელს პირველად აღვნიშნე დასავლურად Christmas-ი. თან ამ დღესასწაულის ყველა “ატრიბუტით”. დეკორაციებით, საჩუქრებით და რაც მთავარია ადამიანებით, ვისთან ერთადაც ასეთი დღის შეხვედრა გაგიხარდება. პირველი უმაგრესი ეტაპი იყო საჩუქრების შერჩევა, ფიქრი და მაღაზიებში სიარული. მერე გიორგისთან სახლში, ჩემი ხელით შევფუთე ყველა ) პრინციპულად არ წავიღე მაღაზიაში შესაფუთად. და კულმინაცია 25-ში. როდესაც თან შენი საჩუქრის გახსნისას გაინტერესებს რა გაჩუქეს და ამავე დროს, იმაზეც ფიქრობ, სხვებს როგორ მოეწონათ ის, რაც აარჩიე. მრრრრ ) მართლა უმაგრესი დღე იყო.
სხვათაშორის, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარი საჩუქრები მივიღე, რაც მთავარია ყველა საჩუქარში იგრძნობოდა რომ უბრალოდ “ზრდილობის გულისთვის” არ იყო შერჩეული <3 <3 <3
მადა ჭამაში მოდისო, ახლა ვფიქრობ ოჯახის ყველა წევრსაც ვუყიდო რამე <3 მოკლედ, მაგარია ძალიან, ძალიან..
ხოდა, საბოლოოდ იმის დაწერა მინდოდა, რომ..
დღესასწაული ეს არ არის რაღაც ციფრი კალენდარში ) ეს განწყობაა. სურვილი იყო იმ ადამიანებთან ერთად ვინც გიყვარს და გაახარო ისინი რამით ) და როდესაც ისინი გახარებენ. ჩემი განწყობა პირველი საახალწლო “შოპინგით” დაიწყო და ახლაც გრძელდება.
სვითის იდეით, 40-მა ბლოგერმა გადავიღეთ სურათები, რისგანაც შემდეგ საახალწლო ვიდეო გააკეთა და უუუ.. ისეთი მაგარი გამოვიდა, მთელი დღეა ვუყურებ და გული “ჩუყილის” მოუდში მაქვს ) განწყობაც მემატება.. ლამისაა ვიხტუნავო )
დარწმუნებული ვარ, უკვე ყველამ ნახეთ ეს ვიდეო, მაგრამ აქაც რომ არ დავდო სული შემეხუთება და მუხლები მომეკეცება 
საერთოდ, ასეთ ვიდეოებს რომ ვუყურებ, ძალიან მიყვარდება უცებ ყველა.. არ ვიცი რატომ. ბევრი ადამიანის ერთად ყოფნა იწვევს ამ ემოციებს თუ სხვა რამე ) აი, ჩემი საყვარელი სხვა გულისამაჩუყებელი ვიდეოები:
ქართული უფასო ჩახუტებები: http://www.youtube.com/watch?v=PBd42OHle38
ავსტრალიური უფასო ჩახუტებები: http://www.youtube.com/watch?v=vr3x_RRJdd4
“All you need is love Worldwide” : http://www.youtube.com/watch?v=7JHAXqwRGoI (2:37-ზე ჩვენები არიან)
ასეთ რაღაცეებს, როცა არ უნდა ვუყურო, ძალიან მაგარ ხასიათზე ვდგები )
მოკლედ.. იმდენჯერ გამაწყვეტინეს პოსტის წერა, დამავიწყდა საიდან დავიწყე და რით ვაპირებდი პოსტის დამთავრებას )
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ყოველთვის გქონდეთ კალენდარული თარიღის შესაბამისი განწყობა
მიყვარხართ ახლა ) ყველანი )
პ.ს. მესამე დღეა ნაძვის ხის დადგმას ვაპირებ და ვერ მივედი მაქამდე )




