პატარა საჩუქარი ვიზიტორებს

იქიდან გამომდინარე, რომ ფორუმზე “ქალსა და მამაკაცში” მიწევს მოღვაწეობა, ხშირად სწორედ ამ საკითხის გარშემო მიჩნდება აზრები/აღშფოთებები და ა.შ. რაღაცეები, წერის სურვილიც შესაბამისად. რამდენიმე თემა მომწიფების სტადიაშია, მაგრამ ჯერ–ჯერობით არ მინდა წერა, ცოტა უკეთესი პირობები მინდა მაგისთვის.

მანამდე კი…

გუშინ გადავწყვიტე, რომ ბლოგზე ტოპ.გე–ს მთვლელი დამეყენებინა (პრინციპში, ძაააააააააალიან დიდი ხანია ეს უნდა გამეკეთებინა). ხოდა დარეგისტრირების მერე “პირადი გვერდების”(ამ კატეგორიაში ჩავსვი ჩემი ბლოგიც) გადათვალიერებისას აღმოვაჩინე ერთი ძველი ფორუმელის პირადი გვერდი, სადაც ბევრი საინტერესო სტატია და მოთხრობა აქვს დადებული. ნაწილი ნათარგმნია, ნაწილი თავისი დაწერილი.  საერთო ჯამში ადრეც მაგრად ვხალისობდი და ახლაც კარგად ვიხალისე მის ზოგიერთ მოთხრობაზე.
შეგიძლიათ ეს საიტი ნახოთ აქ : გიორგი ხუბუას (aka HUB–ის) პერსონალური გვერდი.  

გაერთეთ მანამ, სანამ ჩემს იდეებს ვამწიფებ :)
გკოცნით, გეხვევით.

Sincerely yours, Cheshire Cat )))))))))))))))))))))))))))))))))