საკუთარი თავის სიყვარულით

რაც არ უნდა ვთქვათ, ჩემი მოკრძალებული, ან არც ისე მოკრძალებული აზრით, ადამიანს ყველაზე მეტად თავისი თავი უყვარს. და დაკვირვებებზე დაყრდნობით, ძალიან ხშირად, მასთან ახლოს უფრო ის ადამიანები/ფილმები/წიგნები და ა.შ. არის, რომლებიც რაღაცით გვანან მას.

long, long, time ago ფოტოჟურნალისტიკის კურსებზე დავდიოდი. ხოდა, იქ გვასწავლეს, რომ თუ გინდა დააინტერესო მკითხველი, უნდა დაბეჭდო ისეთი ფოტოები და დაწერო ისეთი სტატიები, რომლებსაც ის თავისთავთან გააიგივებს. ასეთი სიტუაციების/სტატიების/ფოტოების გაგება მისთვის ბევრად უფრო მარტივია, შესაბამისად უფრო მიმზიდველიც. მერე რომ დავაკვირდი, პრინციპში, ვეთანხმები. პირად მაგალითზე, ჩემი საყვარელი წიგნი(და მისი ავტორი), იმიტომაც არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი, რომ მე მასში ჩემს თავს ვხედავ.

რამდენიმე ხნის წინ, მე და ჩემი მეგობარი, საყვარელ მსახიობებზე(ცნობილ ადამიანებზე) ვსაუბრობდით და დავაფიქსირეთ, რომ ყველა ის ჰოლივუდელი ქალი, რომელიც გარეგნულად მომწონს, ერთი ტიპისაა, და რაც მთავარია “ჩემი ტიპის” არიან. ჩემს ტიპში არ მინდა გაიგოთ,რომ ისინი აუცილებლად მგვანან. :) ცოტა თავხედური გამოსვლა იქნებოდა ჩემი მხრიდან, იმის გამოცხადება, რომ რომელიმე “მგავს” ( ან “ვგავარ”), მაგრამ მათთან ბევრად უფრო მეტი common მაქვს გარეგნობაში, ვიდრე, სიტყვაზე სხვა დანარჩენებთან (საერთოში მარტო ორი ყური, ორი თვალი და ერთი ცხვირი არ იგულისხმება ).

რაღაც პერიოდის შემდეგ, ფეისბუქზე შევამჩნიე სოფის სიყვარული დრიუ ბერიმორისადმი, და გამახსენდა ეს საკითხი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ამაზე დამეწერა და ერთ–ერთი პოსტში პატარა გამოკითხვაც ჩავატარე.

ვერ ვიტყვი, რომ გამოკითხვამ დაადასტურა ჩემი ვარაუდები, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ გადამარწმუნა. პრინციპში ასეთი საკითხები, ბლოგზე გამოკითხვებით არ იკვლევა, ბევრად უფრო სიღრმისეული და მეცნიერული განხილვა სჭირდება, ამიტომ, მიღებულ შედეგებს უბრალოდ დავდებ.  დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ.

სოფი და დრიუ

n1008667734_30116338_3724

დოდი და ჯულია

n1010886182_30270911_885

მარიკა და ანჯელინა

Image

საბუნია და ჯონ მალკოვიჩი

n1186025466_37531_7109

ლილიანი და მეგი

gallery_109_3_1213116823

en9vrvd8h5sk10cl60cj

ნანა და მერილ სტრიპი

n1446194288_30143143_9781

და ბოლოს ყველაზე რთული..

როდესმე შეგიმჩნევიათ, რომ საკუთარი ნორმალური სურათის პოვნა უკიდურესად ძნელია და რასაც პოულობ მაინც არ ვარგა? : )

მეორე სიძნელე ის იყო, რომ სამი საყვარელი მსახიობი ქალიდან ძლივს ავარჩიე ერთ–ერთი (სავარაუდო კანდიდატები: ვაინონა რაიდერი, ანჯელინა და ანნა–კარინა)

ხოდა, ტა –და !! (ჩემი სახის გამომეტყველება არ შეიმჩნიოთ, სარკეში ვიყურები, გაკეთებულ მაკიაჟს ვაფასებ :D )

მე და ვაინონა

new1

პ.ს. ერთხელ, დოდიმ, ლაპარაკში ახსენა, რომ სადღაც ჩაუტარებიათ შემდეგი ცდა, ადამიანებს აძლევდნენ საწინააღმდეგო სქესის სურათებს და ყველაზე ლამაზის არჩევას სთხოვდნენ. ამ სურათებში ერთ–ერთი იყო თავად ამ ადამიანის სურათები, ფოტომანიპულაციით გადაკეთებული საწინააღმდეგო სქესად.. : ) აბა გამოიცანით, უდიდესი პროცენტით ვის სურათს ირჩევდნენ გამოსაცდელი პირები? )))