ნორმალური

ძალიან უცნაური განსაზღვრებაა, მე თუ მკითხავთ. ნორმალური.. wth? რას ვეძახით ნორმალურს?.. მედიცინაში, მაგალითად, გვასწავლეს, რომ ბოლომდე თვითონ არ იციან, რა არის ნორმა და რა არა. ისედაც. ვინ დაადგინა ნორმის საზღვრები, რომლის მერეც “არანორმალური” იწყება.. მაგალითად, ჩემი უფროსი ძმა თვლის, რომ ის ყოველთვის მართალია და ყველაფერი, რასაც ის ამბობს და როგორც იქცევა “სწორია” და “ნორმალური”. ამის გამო, ხშირად არ იშურებს მითითებებს და tip–ებს, იმის თაობაზე რა როგორ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ იყოს “სწორად”. ნუ, რა ვთქვა, მასთან თანაცხოვრების მანძილზე, შევეგუე იმას, რომ კამათს აზრი არ აქვს. ზოგადად, ასეთი ტიპის ადამიანებთან. ყოველთვის მაოცებს, როდესაც ვინმე აცხადებს, რომ :”ასე ამბობს, და ყველა ნორმალური ადამიანი ასევე ფიქრობს.”
….
ბებიაჩემი გაკვირვებული ადევნებს თვალს თანამედროვე ცხოვრებას და ამბობს რომ ეს არანორმალურია. მის ახალგაზრდობაში, ადამიანებს უფრო მეტი ცოცხალი ურთიერთობა ჰქონდათ, ახლა ყველა მობილურს და კომპიუტერს არის მიჩერებული.. and once again, wth are u talkin’ about? რით არის რკინიგზის კლუბის ეზოში ჭორაობა, ფორუმზე ჭორაობაზე უკეთესი და ნორმალური?
…….
ერთ გოგოს ვიცნობდი. გულწრფელად უკვირდა, თუ როგორ შეიძლება იყოს მსუქანი ადამიანი ბედნიერი? როგორ შეიძლება იყო კარგად, როდესაც არ ხარ ლამაზი?… ვცადე მომეყოლა მისთვის რამე ბალანსზე, რომ მთავარია შენ გაკმაყოფილებდეს ის როგორც ხარ და ქუჩაში გამოსვლისას, შენს გარშემო დაყრილი, გულგანგმირული მამრებით არ იზომება ბედნიერება.. და შედეგად:
ის – აუ, პირველად მესმის, ვინმე ასეთ რამეს ამბობდეს.
მე – ნუ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს.
ის – რა ვიცი, ყველა ნორმალური ადამიანი, ჩემნაირად ფიქრობს.

საერთოდ, ნორმალურობის ცნება რაღაც ძალზედ “ყურით მოთრეულად” მეჩვენება. რაც ჩემთვის არის ნორმა, ის სხვისთვის არაა და პირიქით. საბოლოოდ, შემთხვევათა 90%–ში, სიტყვა ნორმალურს ვიყენებთ ზედსართავ “ჩვეულებრივის” ნაცვლად. ანუ ნორმას წარმოადგენს ის, რასაც შევეჩვიეთ, რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ბებიაჩემის დროს არ არსებობდა კომპიუტერი და მობილური, შესაბამისად მთელი დღე sms–ებზე შემჯდარი თინეიჯერი, მათთვის ანომალიაა. ტრუდოჰოლიკისთვის, ვიღაც უსაქმურის ცხოვრებაა გასაკვირი და ა.შ.

ხოდა, რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით.. არ არსებობს ნორმალური და არანორმალური ქცევა გლობალურად. ყველა ის წესი, რომელსაც მორალი გვიყენებს, უბრალოდ ვიღაცას დასჭირდა თავის დროზე, მოიგონა და ჩვენც დღემდე ასე ცხვრებივით ვყოფთ სწორია, არასწორია, ნორმალურია, არანორმალური. სინამდვილეში, იმ ვიღაცეებს, შორეულ წარსულში სხვანაირად რომ მონდომებოდათ (ნუ, მონდომება ცოტა ისეთი სიტყვაა, უფრო საჭიროება იყო, რომელსაც ბევრი ფაქტორი განაპირობებდა), დღეს მაგალითად ქუჩაში შიშვლები ვივლიდით და ა.შ. ასე რომ free your mind. და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ვიღაც თქვენგან განსხვავებულად ცხოვრობს, გადასარევად გრძნობს თავს და არ აქვს სურვილი, რაიმე კორექტივები შეიტანოს, თავის “არანორმალურ” ცხოვრებაში.

პ.ს. მეძინება და ცოტა არეული ვარ.. პოსტსაც ეტყობა, ალბათ…
პ.პ.ს. ერთ–ერთი წინა პოსტის კითხვების შედეგებს შემდეგ პოსტში დავდებ
პ.პ.პ.ს. დღეს ნაცნობთან ვიყავი სახლში. ხოდა, მისი და არის ცაცია. მაგრამ წერს მარჯვენა ხელით. იმიტომ რომ პირველ კლასებში, მასწავლებელი მარცხენა ხელს უბავდა იმისთვის, რომ მარჯვენით ეწერა. ნუ ასეთი ფაქტების შესახებ გამიგია, მაგრამ უფრო საბჭოთა პერიოდის სკოლებში და არა ახლა. ხოდა გავცოფდი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).. და გამახსენდა ადრე, რაღაც სტატია წავიკითხე ჟურნალში, სადაც ცაცია ბავშვების დედები ყვებოდნენ თავის “უბედურებაზე”(ანუ,  სტატიის ტონი იყო ისეთი, თითქოს ამ ბავშვებს რაღაც საშინელი სჭირდათ).. ხოდა ახლა გამახსენდა ამ პოსტის წერისას. კიდევ ერთ მაგალითი იმის, რამდენად ხშირად ვცდილობთ მოვაქციოთ სხვები იმ საზღვრებში, რასაც ჩვენ ნორმას ვეძახით.