In the perfect world..

პერიოდულად, როდესაც ვოვის თამაში მბეზრდება, დროებით, გასახალისებლად, რაღაც –რაღაც თამაშებს ვაყენებ ხოლმე. ასე დავაყენე თავის დროზე ლ2 და სილქროუდი. გუშინ ღამე, რაღაც საიტზე შესულს კი Perfect world–ის ბანერი შემხვდა.. ხოდა, ავიღე და გადმოვქაჩე.
ახლა,მოკლედ იმაზე რა ხდება თამაშში.
დიდად, ისტორიული ხაზით არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ერთი შეხედევით სიტუაცია ასეთია. იყო და არა იყო რა, იყო ერთი იდეალური სამყარო(რაც დასახელებიდან ჩანს), რომელშიც ცხოვრობდა სამი რასა: ადამიანები (ესენი ხომ ყველგან უნდა იყვნენ :D ), სიდები და ზოომორფები. ნუ პატარ–პატარა ერთმანეთში ჩხუბები მოსდიოდათ, მაგრამ ვის არ მოსვლია. ხოდა ერთხელაც  მათ სამყაროს “უსულოების” არმია დაესხა თავს. ხოდა ტიპებმა დაივიწყეს თავისი ჩხუბი და გაერთიანდნენ. ხოდა ახლა ერთინად იბრძვიან ამ უსულოების წინააღმდეგ.
პირველი, რაც ყველაზე მეტად მომეწონა თამაშში, იყო ის, რომ ჩარები( ანუ character–ები) აბსოლუტურად შენი გემოვნებით შეგიძლია ააწყო(გარეგნობას ვგულისხმობ). მათი აწყობისას სიმსები გამახსენდა. და შეიძლება უფრო მაგარიცაა. ირჩევ აგებულებას, ვარცხნილობას, თვალების, ტუჩების,ცხვირის და ა.შ. ფორმას, ყველაფრის ფერს (თვალები, თმა, კანი, მაკიაჟი ). ძალიან სახალისო პროცესია ( at least ჩემთვის და მდედრობითი სქესის მოთამაშეებისთვის ).  შეგიძლია შენს სურათსაც კი დაამსგავსო. მოკლედ კარგად გაერთობი.
რაც ჩართვისთანავე არ მომეწონა, ეს არის მუსიკა. ინტერნეტში არ მომიძებნია, მაგრამ ჩემი ლოგიკით, თამაშის წარმომავლობა ჩინური უნდა იყოს. დასაწყისშიც რაღაც ჩინური პაპსა ისმის, რაც ტეხს ფენტეზი თამაშისთვის.
ყოველ რასას აქვს ორი კლასი. მე, თამაში სიდებით დავიწყე. მოვიხიბლე იმით, რომ დაბადებიდან ფრთები მოყვებათ და შეგიძლია აქეთ–იქით იფრინო(ფრენა დანარჩენ ორსაც შეუძლიათ. ადამიანები, რატომღაც ხმლებზე(O.o) დაფრინავენ, ხოლო ზოომორფები მოთვინიერებულ ცხოველებზე). კარგა ხანი ვაწყობდი ჩემს სიდკას, მაგრამ მაინც უკმაყოფილო დავრჩი შედეგით.  აი რა გამოვიდა:
sid 
მოკლედ, დავიწყე მათი სასტარტო ზონიდან, გავაკეთე რამდენიმე კვესტი (პახოდუ Tip–ებს გიყრის იმასთან დაკავშირებით რა  რა არის).
-დააჭირეთ, იმისთვის რომ გააგრძელოთ კითხვა>