ხო, აი ასე ) პოსტი იმ ამბებზე, რაც ბოლო დროს ჩემს არც ისე მრავალფეროვან ცხოვრებაში ხდება.
ისე, სანამ დავიწყებდე, ერთი ფაქტი, რომელიც პერიოდულად მაკვირვებს. როდესაც მხვდებიან ნაცნობები, რომლებიც კარგა ხანია არ მინახავს, კითხვაზე “ახალი რა ხდება”, არასოდეს ვიცი რა ვუპასუხო, ანუ თითქოს არაფერი იცვლება, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ვამჩნევ, რომ ცვილებები მოხდა და მიკვირს, wth? როდის მოასწრეს? )))
ახლა თვითონ ფაქტებზე:
– დავიწყე წერა Weekend.ge-სთვის, ფაქტიურად უკვე მეორე სამსახური მაქვს (იმას, რომ პირველის ხელფასს ნახევარ წელიწადში ერთხელ ვიღებ, არ ვიმჩნევ :))) ). პირველი ხელფასიც კი ავიღე ერთი–ორი დღის წინ და it feels good. ვინც არ იცით, იმათთვის ვიტყვი, რომ ამ ბლოგზე ყოველ ხუთშაბათს ღამე/პარასკევს დილით იდება ინფორმაცია, თბილისში მიმდინარე განსაკუთრებული მოვლენების შესახებ ) ანუ, ასე ვთქვათ, ყოველდღიური რუტინისგან გამორჩეული. ახალი ფილმების პრემიერა კინოთეატრებში, ახალი სპექტაკლები/გამოფენები, სხვადასხვა სპორტული მოვლენები და ა.შ. ) მოკლედ, რომ ვთქვა, შეგიძლიათ პარასკევს დილით შეხვიდეთ ბლოგზე და გაიგოთ, სად გაატაროთ weekend–ი. აქვე პატარა თხოვნა/მიმართვა ბლოგოსფეროს, შედით, დაათვალიერეთ და დაწერეთ რა მოგწონთ, რა არა. ძალიან მაინტერესებს ეს ინფორმაცია, იმისთვის რომ გავაუმჯობესო ბლოგი.
–დღეს ჩატარდა მინიბლოგკემპი. იყო ხარვეზები, რომლებიც იმედი მაქვს გამოსწორდება. შევხვდი უკვე ნაცნობ და აქამდე უცნობ ადამიანებს. it was fun, ვილაპარაკეთ, რაღაც საკითხებზე ვიკამათეთ, საბოლოო ჯამში, მომეწონა. “ხინკლაობის ფორმატიდან” გავიზარდეთ და ეს უკვე კარგია ). ვფიქრობ რაზე შეიძლება გაკეთდეს პრეზენტაცია მომავალ კემპებზე ) ერთი იდეა მაქვს უკვე.
ასევე კემპზე, ბლოგერებს პატარა “დავალება” მოგვცეს, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შევასრულო, პოსტის სახით, რა თქმა უნდა )
–ქართველი ბლოგერი, რის ბლოგერია, სხვა ბლოგერებთან ერთად თუ არ ჭამა სადმე რამე ) კემპის მერე, უკვე შემცირებული რაოდენობით, “პრაგოსში” წავედით. სადაც პიცა ვშთანთქეთ, ვიჭორავეთ, ბევრი ვიცინეთ და რაც მთავარია, ახდა sweet–ის ერთ–ერთი დიდი ხნის ოცნება ) ამის შესახებ, დარწმუნებული ვარ, თვითონაც მალე დაწერს (როგორც კი აჟიტირებული მდგომარეობიდან გამოვა და ცოტა დაწყნარდება ) ). საბოლოო ჯამში, რაღაც დადებითად დავიმუხტე ) ხოდა, იქვე პრაგოსში პატარა ორმაგი სურვილი ჩავიფიქრე. იქნებ ახდეს, Чем черт не шутит? )))
ესეც სიმღერა, რომელიც “პრაგოსის” მერე, მთელი საღამოა მეღიღინება:
that’s all, folks! ))
