ბიზი = ინგ.busy
მოკლედ,
საქმის თავის დროზე გაკეთება ვერ ვისწავლე :თვითგვემის სმაილი: , რა თქმა უნდა ყველაფერი ბოლოსთვის დავიტოვე. ხოდა რაღაც თითქმის არაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაინც მუდმივად დაკავებულის შეგრძნება მაქვს ანუ “არ ვაკეთებ, მაგრამ სინდისი ხომ მაწუხებს?”. ხოდა დღეს როგორმე უნდა მოვიშორო ეს საქმე, თორემ ფსიქიურად შევირყევი მალე. გუშინ ღამე გავაკეთე უდიდესი ნაწილი.. :/

დილის 10 საათზე. “ცეცხლოვანი ღამის შემდეგ”.
ხოდა.. თან იდეები სხვა და სხვა საინტერესო პოსტების შესახებ მომდის და მომდის. თან ისეთი პოსტების, აი ასე 2–3 საათი რომ სჭირდება დასაწერად და ფიქრი და რაღაც.. ხოდა, ხომ ვიცი, რომ მოვრჩები ამის თარგმნას მერე იდეებიც გამიქრება. მოკლედ რა :/
ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, ერთი თვის გასაკეთებელი საქმის ერთ ღამეში გაკეთება, მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. საქმის ხარისხისთვისაც, btw 
