როგორც წინა პოსტში დავწერე, ქართულ პრესასთან უშუალო კონტაქტში მომიწია ყოფნა რამდენიმე ხნის განმავლობაში. ხოდა პატარა ამონარიდები მინდა დავდო აქ, გასართობად )
ჟურნალი “გზა” #10. რუბრიკა “თინეიჯერული პონტები”.
ხალხი აძლევს რჩევებს(ეს სიტყვა ხაზგასმით) ქალს, რომელმაც რედაქციას მისწერა თავისი პრობლემის შესახებ:
1. “მაპატიეთ, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ეს უფლის სასჯელია? დაფიქრდით, სადამდე დაეცით? რამ გადაგრიათ? როგორ შეგიძლიათ, მგსავსი ცოდვების შემდეგ უფალს შეწევნა სთხოვოთ? ნუთუ არაფრის გრცხვენიათ? უფლის მრისხანების არ გეშინიათ?.. ვფიქრობ, თქვენ შიში კი არა, ჩადენილი ცოდვები არ გასვენებთ.”
(ამ მესიჯის კითხვისას თვალწინ მედგა როგორ წერდა მას ავტორი, righteous აღშოფებით აღსავსე xD. )
2. “იცოდე, ეს ჯოჯოხეთისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. შენ და იმ სხვისმა ქმარმა სულიერების შიდა სტრუქტურებში პატარა ექსკურსია და პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩაიტარეთ.. უფ, ლამის გამაფილოსოფოსეს ეს პატიოსანი კაცი. მოდი, ჩემებურად და ხალხურად გეტყვი: “ჰაუ,ჰაუ, ქორო, ნუ ფრენ სხვის ეზოში დილა–ბნელსა, საკუთარი ლუკმა გიჯობს, სხვისი დაგადგება ყელსა”..
არ გეწყინოს, ჩემი რჩევა.
ნუ “გიტყდება” დარიგება
რადგან ის, რაც არ გერგება
არასოდეს შეგერგება”.
(მეორე მესიჯზე საერთოდ “პოდსტალომ” ვიწექი, რასაც ქვია.. ყველაზე მეტად მაინც ის ადგილი მომეწონა, პატიოსანი კაცი, რომ ლამის გამოაფილოსოფოსეს xD.ლირიული გადახვევებიც ცალკე აღნიშვნის ღირსია )
ჟურნალი “სარკე” #9. რუბრიკა “კითხვები მამაოს”
“ვალენტინობა ლამაზად შეფუთული შხამია”:
– ვალენტინობის კულტი – ეს არის სექსუალური მაგიის ერთ–ერთი ფორმა. რატომღაც მას დასავლური შოუს შეფუთვა მიეცა. ლამაზად შეფუთეს, თუმცა, რომ გახსნი, შიგნით უარყოფითი ენერგია დევს. ლამაიზა, მაგრამ შხამია. ვალენტინობის დღესასწაული მოცემულია სექსუალური მაგიის მაცდური ფორმით, დაწყებული სუნამოებიდან, რომლებიც ასევე მაგიურ სახელებს ატარებენ, დამთავრებული პარფიუმერული სხვა ნაწარმით, რომლებიც ასევე მაგიის ელემენტებს ატარებენ, გაკეთებული ისეთი ესენციებით, რომ ადამიანში სხვა და სხვა ენერგიები შეიყვანონ, ყველაფერი კი არ უნდა შევისუნთქოთ და ყველაფერი კი არ უნდა წავისვათ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა. ვალენტინობის დღესასწაული არის შავი მაგიის ერთ–ერთი თანამედროვე და შემსუბუქებული გამოვლინება, ვითომ სიყვარულის დღეა. გარდა იმისა, რომ ვალენტინობის დღე სექსუალურ მაგიასთან არის დაკავშირებული, მამონას მექანიზმებიც მოქმედებს, როცა ამ დღეს დიდი ფული კეთდება. ვალენტინობის დღესასწაულს ამოფარებული ადამიანი ცდულობს, სექსუალურ გარყვნილებას და დამონებას აჰყვეს.”
ამმმ… აი, ეს უკანასკნელი ისეთია, რომ რა კომენტარი გავუკეთო ისიც არ ვიცი. ამიტომ, უკომენტაროდ…
და ბოლოს საჩუქრად, გუშინ, “პარნასში” აღმოჩენილი წიგნი:

