ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ათასი ადამიანის -სტატისტიკა
მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პერიოდში, სტატისტიკასთან, როგორც საგანთან, მწყრალი ურთიერთობა მქონდა, ვთვლი, რომ სტატისტიკა მაგარი რაღაცაა (სხვა სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ზუსტად რომ “მაგარი რაღაცაა”). ცხოვრებისეული. შეიძლება ითქვას ფილოსოფიურიც.
ჩვენ ყველანი შევადგენთ სტატისტიკას. არ აქვს მნიშვნელობა ნეიტრალურს, პოზიტიურს თუ ნეგატიურს(ემოციური მხრიდან). და ხშირად ვემატებით ახალ-ახალ ჯგუფებს. ყოველთვის, როდესაც რაღაცაზე გაბრაზებული ან ცუდ ხასიათზე მყოფი, ვფიქრობ იმაზე თუ “რატომ მე?”, თავში ერთადერთი პასუხი მომდის, ვიღაცა ხომ უნდა შეადგენდეს სტატისტიკას.
ბარემ აქვე გამახსენდა და ჩავურთავ.. არ არსებობს “სამართალი” როგორც ასეთი. არც გადანაწილებაში არსებობს ბალანსი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ემართება რაღაც კარგი და რაღაც ცუდი, მაგრამ საკმაოდ ვიცნობ ადამიანებს ვისაც ბევრი კარგი და ცოტა ცუდი, ან პირიქით, აქვთ. ამიტომ, ვთვლი, რომ “სამართალი” გამოგონილი ცნებაა. თავის დასამშვიდებლად.
პ.ს. რომელ სტატისტიკურ ჯგუფებშიც არ უნდა ვიყოთ, ბოლოს მაინც ყველანი სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემადგენლები ვიქნებით.
