Dreams…

მორიგი ჯაჭვური პოსტი. მადლობა პოლსკას თაგისთვის.

ტიპი დაიჭერს ოქროს თევზს.
ტრადიციულად, თევზი სთავაზობს სამ სურვილს..
- მინდა ბევრი ფული, მანქანა, მაგარი სახლი – ეს პირველი სურვილი….
ანეკდოტიდან…

ოცნებები.. ) პრინციპში, როგორც რამდენიმე ბლოგზე უკვე ითქვა, ჩვეულებრივი, ადამიანური სურვილები უფრო მეტი მაქვს, ვიდრე ოცნებები, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვოცნებობ. ამიტომ, გადავწყვიტე აქ უფრო “აუხდენელი” ოცნებების კატეგორია ჩამომეწერა, ახდენად სურვილებს, ისედაც ხშირად ვწერ.

1. ჩემი ოცნებაა, ქართულმა საზოგადოებამ ტოლერანტობა ისწავლოს, ოდესმე, “ჰომოსექსუალს” რომ ვახსენებ, ვინმემ “უხ, ეს პ******ბიო” არ დააყოლოს, მეზობელი, მეზობლის საქმეებში არ იქექებოდეს.. ხო, და ადამიანები ავტობუსებში ბილეთებს ყიდულობდნენ.

2.მინდა, რეალურ სამყაროში, ცოტა მეტი “ფენტეზიური” ელემენტები არსებობდეს. ფრთები, ჯადოსნური ჯოხები ან ცეცხლის/ყინულის მსროლელი მაგები, უჩინმაჩინის ქუდი/მოსასხამი, ტელეპორტები (განსაკუთრებით უნივერსიტეტიდან-სახლში).

3. ამ სურვილს, პოლსკის მოვპარავ… მინდა არსებობდნენ ელფები ) აი, ისეთი ელფები, როგორებიც ტოლკიენს ჰყავს.. მაღლები, ლამაზები, უკვდავები, სიბრძნით, მრავალი წლის ფიქრით დატვირთულები, დინჯები.. კარგი ხმებით, სიმღერებით და ა.შ. საერთოდ, მე თვითონაც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ელფი.

4. მინდა… მინდა არ მეშინოდეს ობობების, დიდი ძაღლების, სიმაღლის და კიდევ ბევრი რამის.. საერთოდ, ბავშვობაში ვოცნებობდი ლარა კროფტის .zip-ი ვყოფილიყავი… სადღაც 13 წლის ასაკში სროლაზეც კი მინდოდა შესვლა )))… მაგრამ, ჩემი ფეხები, ასეთი ფობიებით დახუნძლული ადამიანი, დივანზე უნდა იჯდეს და ჯამიდან რძეს სვამდეს.. რასაც პრინციპში ვაკეთებ კიდევაც )

5. და ბოლოს, მინდა მთელი მასალის სწავლა ერთი ხელის დადებით შემეძლოს. ავიღებდი თერაპიის წიგნს (ან რაღა წიგნს, წიგნებს) დავადებდი ხელს(ან თავს, ან სხვა რამეს… მაგრამ თავი და ხელი, უფრო ჯდება კონტექსტში) და ბრახ.. ვიცი უკვე ყველაფერი.. :givi:

6. მეექვსეც იყოს, მინდა ძილი არ იყოს საჭირო :D Fეისბუქზე და ინტერნეტში ყოფნის რამდენი საათი მეკარგება, ამ უსარგებლო ბიოლოგიურ პროცესზე :D :D

ვთაგავ: ერმონიას , ფიქროს და სამურაის.

P.S. Drawing in post is property of airasan
P.P.S. რა უბედურებაა, გუგლში სიტყვა მაგს და “ვიზარდს” ისე ვერ დასერჩავ, ვორკრაფტის ან ლაინეიჯის ფან-არტი რომ არ ამოვიდეს ))))))

P.P.P.S. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა, რომლის მოსმენის დროსაც, თითქმის ყოველთვის ელფებზე და სხვა და სხვა ჯადოსნურ არსებებზე ვფიქრობ :

პოსტი უახლეს მოვლენებზე

ხო, აი ასე ) პოსტი იმ ამბებზე, რაც ბოლო დროს ჩემს არც ისე მრავალფეროვან ცხოვრებაში ხდება.
ისე, სანამ დავიწყებდე, ერთი ფაქტი, რომელიც პერიოდულად მაკვირვებს. როდესაც მხვდებიან ნაცნობები, რომლებიც კარგა ხანია არ მინახავს, კითხვაზე “ახალი რა ხდება”, არასოდეს ვიცი რა ვუპასუხო, ანუ თითქოს არაფერი იცვლება, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ვამჩნევ, რომ ცვილებები მოხდა და მიკვირს, wth? როდის მოასწრეს? )))

ახლა თვითონ ფაქტებზე:

– დავიწყე წერა Weekend.ge-სთვის, ფაქტიურად უკვე მეორე სამსახური მაქვს (იმას, რომ პირველის ხელფასს ნახევარ წელიწადში ერთხელ ვიღებ, არ ვიმჩნევ :))) ). პირველი ხელფასიც კი ავიღე ერთი–ორი დღის წინ და it feels good.  ვინც არ იცით, იმათთვის ვიტყვი, რომ ამ ბლოგზე ყოველ ხუთშაბათს ღამე/პარასკევს დილით  იდება ინფორმაცია, თბილისში მიმდინარე განსაკუთრებული მოვლენების შესახებ  ) ანუ, ასე ვთქვათ, ყოველდღიური რუტინისგან გამორჩეული. ახალი ფილმების პრემიერა კინოთეატრებში, ახალი სპექტაკლები/გამოფენები, სხვადასხვა სპორტული მოვლენები და ა.შ. )  მოკლედ, რომ ვთქვა, შეგიძლიათ პარასკევს დილით შეხვიდეთ ბლოგზე და გაიგოთ, სად გაატაროთ weekend–ი.  აქვე პატარა თხოვნა/მიმართვა ბლოგოსფეროს, შედით, დაათვალიერეთ და დაწერეთ რა მოგწონთ, რა არა. ძალიან მაინტერესებს ეს ინფორმაცია, იმისთვის რომ გავაუმჯობესო ბლოგი. 

–დღეს ჩატარდა მინიბლოგკემპი. იყო ხარვეზები, რომლებიც იმედი მაქვს გამოსწორდება. შევხვდი უკვე ნაცნობ და აქამდე უცნობ ადამიანებს. it was fun, ვილაპარაკეთ, რაღაც საკითხებზე ვიკამათეთ, საბოლოო ჯამში, მომეწონა. “ხინკლაობის ფორმატიდან” გავიზარდეთ და ეს უკვე კარგია ). ვფიქრობ რაზე შეიძლება გაკეთდეს პრეზენტაცია მომავალ კემპებზე ) ერთი იდეა მაქვს უკვე.
ასევე კემპზე,  ბლოგერებს პატარა “დავალება” მოგვცეს, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შევასრულო, პოსტის სახით, რა თქმა უნდა )

–ქართველი ბლოგერი, რის ბლოგერია, სხვა ბლოგერებთან ერთად თუ არ ჭამა სადმე რამე )  კემპის მერე, უკვე შემცირებული რაოდენობით, “პრაგოსში” წავედით. სადაც პიცა ვშთანთქეთ, ვიჭორავეთ, ბევრი ვიცინეთ და რაც მთავარია, ახდა sweet–ის ერთ–ერთი დიდი ხნის ოცნება ) ამის შესახებ, დარწმუნებული ვარ, თვითონაც მალე დაწერს (როგორც კი აჟიტირებული მდგომარეობიდან გამოვა და ცოტა დაწყნარდება ) ).  საბოლოო ჯამში, რაღაც დადებითად დავიმუხტე ) ხოდა, იქვე პრაგოსში პატარა ორმაგი სურვილი ჩავიფიქრე. იქნებ ახდეს,  Чем черт не шутит? )))

ესეც სიმღერა, რომელიც “პრაგოსის” მერე, მთელი საღამოა მეღიღინება:

 

that’s all, folks! ))