ფული.. ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, ფული ხელის ჭუჭყია, ყველაფერი ფული არაა..და ა.შ.. მილიონი ფრაზაა მსგავსი და მაინც, ყველას გვჭირდება ფული )).. ხოდა, დადგა ჩემს ცხოვრებაშიც ის მომენტი, როდესაც, ოჯახური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ჯიბის ფული საკმარისი არაა, ხოდა მთელი დღეა ვზივარ და ვფიქრობ, საიდან ვიშოვო, ა?
ხოდა რაღაც ლაითი ვარიანტები, რომლებიც მომაფიქრდა (ცოტა იუმორით):
1. ეს მეთოდი საქართველოში ვერ იმუშავებს, ევროპაში შეიძლება გაექაჩა. ანუ, ესაა.. კატები. )) მოკლედ მევასება ეს ცხოველები. ვიყიდიდი კატების ერთ–ორ წყვილს, ჯიშიანს, და მერე გავყიდიდი მათი სიყვარულის შედეგს. მაგრამ საქართველოში, კნუტში ფულს 100 000–დან ერთი იხდის. ამიტომ ოტპადაეტ.
2. ბულვარული რომანების წერა ყვითელი პრესისთვის.
აი ისეთი რა, დამოუკიდებელი, მანქანიანი და სამსახურიანი ქალი რომ არის მთავარი გმირი, ცოტა საყვარელი რომაა, ცოტაც სწერვა + გულში ძალიან ღრმად უზომოდ მგრძნობიარე. ბავშვობის სიყვარული, ტრუსიკის დაქალთან რომ უღალატებს და მერე სიყვარულს იქ რომ იპოვის, სადაც არ ელოდა და ბოლოში ჰეფი ენდით რომ დამთავრდება. ა? არ წავა? მაგრამ იხდიან ჩვენთან ამაში რამეს? თუ აქეთ უნდა გადავუხადო გაზეთს, რომ “გამომაქვეყნონ” ? მოკლედ, ესეც ვერა, ხომ? 
3. ჩინელი ფერმერობა. რეალურ ფერმასთან და რეალურ ჩინელებთან არაფერ შუაშია. “ჩინელი ფერმერი” ეს არის თამაშში, ერთგვარი პროფესია, ანუ ხალხი, რომელიც დღე და ღამე აგროვებს რაღაც მატერიალებს, მერე იმას ყიდის , მერე ნაშოვნ ოქროს რეალურ დოლარებზე ყიდის. ძირითადად, ამ საქმიანობით დაკავებულები არიან ჩინელები. აქედანაც გამოთქმა “ჩინელი ფერმერი”
4. ფულიანი საყვარლის შოვნა
. ეს, გიორგის იდეა იყო. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რომელი უფრო დიდი წარმატებით იშოვის ფულიან საყვარელს, მე თუ ის? არადა, არაა ცუდი იდეა. 35 წლის ზევით, მარტოხელა დეიდებო, რომლებსაც სიმპატიური ყმაწვილის კომპანია გსურთ, შეგიძლიათ მომწეროთ.
მეტი ისეთი არაფერი მაგონდება. any ideas?
პ.ს. “თუ ფული მნიშვნელოვანი არაა, მეზობელს მიეცი.”
პ.პ.ს. “ფულით ბედნიერებას, რა თქმა უნდა, ვერ იყიდი. მაგრამ ტროლეიბუსში ტირილს, ლიმუზინში ტირილი სჯობს.”

ნებისმიერი ბლოგერი დამეთანხმება, რომ მოდის პერიოდი, როდესაც არ გეწერინება პრინციპულად და ასეთ დროს, პოსტები უნდა “მოიგონო” რომ განახლების სიხშირე არ დავარდეს.. არადა, ნუ არ გეწერინება და ძალაა?