აღარ შემიძლია. ოფიციალურად ვაცხადებ უარს, ვიყო ერთი ეროვნების იმ ხალხთან, ვინც თავის თავს “ჭეშმარიტ ქართველს” უწოდებს. თუ ასეთია, ჭეშმარიტი ქართველი, მაშინ, მე ქართველი არ ვარ! არ მინდა ვითვლებოდე ერთ ეთნიკურ ჯგუფში იმ ადამიანებთან, რომლებისთვისაც “ქართველობა” დიაგნოზია, და ადამიანობას გამორიცხავს. რომლებიც მოკლებული არიან ყოველგვარ აზროვნების უნარს, და სწამთ რომ ყველაფერი ისეა, როგორც არის, მხოლოდ იმიტომ, რომ “ასეა და ასე უნდა იყოს”, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უთხრა მეზობელმა, საძმაკაცომ და “ქუჩის სკოლამ”. რომლებსაც ცხოვრებაში, არც ერთხელ არ გაუანალიზებიათ თუ რატომ ცხოვრობენ ისე, როგორც ცხოვრობენ. რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი.
წმინდა ქართული მარაზმები:
– “ტრადიციები” (რამდენი წელია უკვე ამ სიტყვაზე მაჟრიალებს, იმიტომ რომ აღარაფერ კარგთან არ ასოცირდება.)
–” ქართველ კაცს/ქალს ეს არ უხდება”(საყურე, გრძელი თმა, მოკლე კაბა, ტატუ, ადამიანური სექსი)
–”ვის შეაგინე, გაგხევ შუაზე, ჩემი დედა მ****ან” (დედის გინება, ის დანაშაულია, რომლის გამო კლავენ).
–აგრესია, რომელსაც ვერ გაექცევი.იმიტომ რომ, სანამ არ დაანახებ, რომ მხოლოდ იმიტომ ხარ წყნარი, რომ ასე გსურს, მანამდე სუსტად ითვლები. ძალაუნებურად, ერთხელ მაინც უნდა დაახურო ვინმეს რამე თავზე, მერე “პატივს გცემენ”.
– ქალი რომელიც ცოლი და ბავშვების დედაა და არანაირად “საყვარელი და სასურველი”.
– ქმარი, რომლისთვისაც “გულაობა” “კაცობის ნიშანია”.
– “ამერიკა, რომელიც ტრადიციებს გვართმევს და ქართველობას გვინადგურებს”
– ყველაფერი ადამიანური, რომელსაც დაცინვით და “ჰაჰ, სულ გამოევროპელდნენ” რეაქციით ხვდებიან.
– ცემა, როგორც ჰომოსექსუალიზმის “სამკურნალო მეთოდი” ( “რა, ვითომ ერთი–ორჯერ მაგრად რომ ვცემოთ, არ მოეშვება? )
– ხალხი, რომელსაც აზროვნებისთვის სჭირდება მოძღვარი.
– საზოგადოება, სადაც “სტიქაროსანი ძველი ბიჭი” ჩვეულებრივი და მოსაწონი მოვლენაა..
–ადამიანები, რომლის ტვინამდეც, მხოლოდ გინებით თუ ჩააღწევ და სხვანაირად ვერაფერს გააგებინებ…
შემიძლია დილამდე გავაგრძელო ამ “მარგალიტების” წერა, საოცრად ბევრია. თქვენ იტყვით, რომ მარაზმატიკები ყველა ქვეყანაში არსებობენ. რა თქმა უნდა ! მაგრამ ასეთი პატარა ქვეყნისთვის, ასეთი მცირე მოსახლეობით, ეს ზედმეტად ბევრია. ასეთი ხალხი, ასეთი აზროვნება, ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე გხვდება და სულ რომ არ გინდა ჩართვა, გაიძულებს რომ ჩაერთო.
მეყოფა. ვის როგორ არ ვიცი. მე კი, მეყოფა.
მე ვარ ადამიანი :იეს:.
