5 სანტიმეტრი წამში…

დღეს ვუყურე ამ ანიმეს, “5 სანტიმეტრი წამში” და ახლა არც ვიცი რაზე ვწერო: ამ ფილმზე, თუ იმ ემოციებზე რომელიც მან ჩემში გამოიწვია.

რაც ინტერნეტში ვნახე, ხალხის რეაქცია ამ ფილმზე სხვადასხვანაირია, თუმცა სულ დადებითი. ვიღაც იგრუზება იმის გამო, რომ ე.წ. “ჰეფი ენდი” არ აქვს (თუმცა მე თუ მკითხავ, ძალიან კარგი დაბოლოება აქვს), ვიღაც თვლის რომ ზედმეტად “girly” მელოდრამაა და ა.შ…. მე, პირადად, ის მომეწონა ყველაზე მეტად, რომ რეალურია..

გარდა ამისა, ძალიან კარგადაა დახატული.. ფერები, ტექნიკა, ემოციები + ძალიან ლამაზი მუსიკა (რაც საერთოდ დამახასიათებელია იაპონური ანიმეებისთვის ).

მიჭირს იმის თქმა, რომ ფილმი მხოლოდ სიყვარულზეა (თუმცა ეს ემოცია ერთ–ერთ მთავარ როლშია ). ჩემი აზრით, ის უბრალოდ ცხოვრებაზეა.  იმაზე, რომ დრო გადის და ყველაფერს ცვლის.  მიუხედავად იმისა, რამდენად უცვლელი და სამუდამო არ უნდა გვეგონოს ის, რასაც განვიცდით და რაც გვაქვს…

უცნაურია, რომ ის ემოციები, რაც ყველაზე ძლიერად მიგვაჩნდა ცხოვრებაში, ის ემოციებია, რომელსაც რაღაც ტკივილი მოაქვს. მანძილი, უპასუხო გრძნობა და ა.შ. მაგარი მაზოხისტები ვართ ადამიანები.  სინამდვილეში, ჩემი აზრით, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია. როდესაც სიყვარული/ურთიერთობა/მეგობრობა გარემოების გამო წყდება, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ როგორი იყო ის ადამიანი ხანგრძლივი ურთიერთობისას,  მთელი ჩვენი გულისტკენა გარემოებებზე გადადის და ხშირად ასეთ ურთიერთობას ბევრი აიდეალებს და მთელი ცხოვრება მისტირის..

არადა,  მაგალითად, რომეოს და ჯულიეტას თავი რომ არ მოეკლათ და დაქორწინებულიყვნენ, პიესა არ შედგებოდა.. ეს იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი ისტორია, რომელსაც ბევრი არც წაიკითხავდა.. ან წარმოგიდგენიათ საინტერესო წიგნი, რომელშიც სულ ბედნიერ ცხოვრებაზე არის დაწერილი? )))  თუ ლევ ნიკოლაის ძეს დავესესხებით:
“Все счастливые семьи похожи друг на друга”…
ანუ ჩვენს შემთხვევაში.. ყველა ბედნიერება ერთმანეთს ჰგავს და არაა საინტერესო. ხშირად  ”ნამდვილ სიყვარულს” ვუწოდებთ იმ სადო/მაზოხისტური ემოციების ერთობლიობას, რომლის შესახებაც ფილმები და წიგნები გვასწავლიან, რომ “ასეთი უნდა იყოს სიყვარული”.

გული მიგრძნობს,  სულ სხვა თემაში გადავიჭერი, თანაც ძალიან აბდა–უბდად..  ამიტომ, უბრალოდ ჩემს მიერ გადაღებულ რამდენიმე სკრინშოტს დავდებ:
(more…)